“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 25 აპრილის №285 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№837
სარეგისტრაციო კოდი
190.040.000.22.033.007.693
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 106, 08/09/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.007.693

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №837

2005 წლის 1 სექტემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 25 აპრილის №285 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ი” და ,,ლ” ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 25 აპრილის №285 ბრძანებით (სსმ III, 2005 წ., №51, მუხლი 536) დამტკიცებული საბაჟო დეპარტამენტის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. დებულების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. დეპარტამენტის თავმჯდომარე:

ა) წარმოადგენს დეპარტამენტს ან უფლებამოსლებას ანიჭებს დეპარტამენტის წარმომადგენლობაზე, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

ბ) ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის საქმიანობას;

გ) უშუალოდ, ხოლო დელეგირების შემთხვევაში – დეპარტამენტის მოხელეების, ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების და მათი სტრუქტურული ქვედანაყოფების მეშვეობით წყვეტს დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთნებულ საკითხებს;

დ) ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას;

ე) თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს; გამოსცემს მეთოდურ მითითებებს, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთათვის;

ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ანიჭებს სპეციალურ წოდებებს და შუამდგომლობს ფინანსთა მინისტრის წინაშე თანამშრომლებისათვის შესაბამისი სპეციალური წოდებების მინიჭების თაობაზე;

თ) ფინანსთა მინისტრს წარუდგენს წინადადებებს საბაჟო სამსახურის გავლის საკითხების გადაწყვეტის შესახებ;

ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, განკარგავს დეპარტამენტისათვის გამოყოფილ ფულად სახსრებს;

კ) პასუხისმგებელია საბაჟო დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შენახვასა და გამოყენებაზე;

ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზაციას უწევს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებას;

მ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.

2. დებულების მე-17 მუხლიდან ამოღებული იქნეს ,,ვ“ ქვეპუნქტი.

დებულების მე-18მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ზ“ ქვეპუნქტი:

,,ზ) სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების სამსახურებრივი მოწმობების გაცემის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის მიღება-გაცემის, აღრიცხვისა და შენახვის ორგანიზება.“.

    მუხლი 2

 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი

    

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 25 აპრილის №285 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 01.09.2005.
როდის იქნა მიღებული “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 25 აპრილის №285 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”?
“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 25 აპრილის №285 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” მიღებულია 01.09.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №837. სარეგისტრაციო კოდი — 190.040.000.22.033.007.693.
რომელი დოკუმენტები უთითებენ “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 25 აპრილის №285 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 25 აპრილის №285 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.09.2005 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 25 აპრილის №285 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”, №837, 01.09.2005, სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.007.693 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.09.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/61372/