საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
25.04.2005 ძალადაკარგული 02.03.2007
ნომერი
№285
სარეგისტრაციო კოდი
190040000.22.330.007315
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 51, 27/04/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (6)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.007.315

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №285

2005 წლის 25 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლება­მო­სი­ლე­ბისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართვე­ლოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ” ქვე­პუნქტის, 21-ე მუხლის, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის და 26-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზო­გა­დი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანო­ნის 50-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

 დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინის­ტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულება.

    მუხლი 2

 ძალადაკარგულად ჩაითვალოს ,,საქართვე­ლოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარ­ტამენტის რეგიონალური საბაჟო ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართვე­ლოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 23 ივნისის №426 ბრძანების (სსმ III, 2004 წ., №64, მუხლი 569) პირველი მუხლი და დანართი №1.

    მუხლი 3

 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 35-ე დღეს.

ვ. ჩეჩელაშვილი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულება

თავიI. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სამართლებრივი სტატუსი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი (შემდგომში – „დეპარტამენტი”) არის სამართალდამცავი ორგანოს სტატუსის მქონე საბაჟო ორ­განო, რომელიც სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესე­ბუ­­ლე­ბის სახით შედის საქართველოს ფინანსთა სამი­ნისტროს სისტემაში.

    მუხლი 2. დეპარტამენტის იურიდიული მისამართი

დეპარტამენტის იურიდიული მისამართია: ქ. თბი­ლისი, 0109, კ. აბზიანიძის ქ. №4.

    მუხლი 3. დეპარტამენტის სიმბოლიკა

დეპარტამენტის სიმბოლიკა შედგება კანონმდებ­ლობით დადგენილი წესის შესაბამისად დამტკიცებული დროშისა და ამოსაცნობი ნიშნისაგან.

    მუხლი 4. დეპარტამენტის ბეჭედი და ბლანკები

1. დეპარტამენტს აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად დამტკიცებული ბეჭედი და ბლანკები.

2. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვე­ვებსა და მიზნებისათვის დეპარტამენტში გამოიყენება აგრეთვე სხვა ბეჭდები და შტამპები (საქმისწარმოების სამსახურის ბეჭედი, კადრების სამსახურის ბეჭედი, სარეჟიმო-საიდუმლო ორგანოს ბეჭდები და შტამპები და სხვა).

    მუხლი 5. დეპარტამენტის დაფინანსება, ბალანსი და ანგარიშები

1. დეპარტამენტი ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯე­ტიდან, დეპარტამენტის დასაფინანსებლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს გრანტები, აგრეთვე კანონმდებ­ლობით დაშვებული დაფინანსების სხვა წყაროებიდან მიღებული სახსრები (ქონება).

2. დეპარტამენტს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი და საბიუჯეტო ანგარიშები სახელმწიფო ხაზინაში.

    მუხლი 6. წარმომადგენლობა

1. დეპარტამენტი ახორციელებს სახელმწიფოს წარ­მო­მადგენლობას და მოქმედებს სახელმწიფოს სახელით მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული უფლება­მოვალეობების განხორციელებისას.

2. დეპარტამენტის წარმომადგენლობაზე უფლება­მოსილი პირია დეპარტამენტის თავმჯდომარე.

3. ცალკეული საკითხების გადაწყვეტისას, დეპარტა­მენტის წარმომადგენლობის უფლებამოსილება დეპარ­ტამენტის თავმჯდომარის მიერ კანონმდებლობით დად­გე­ნილი წესით შეიძლება დელეგირებულ იქნეს დეპარ­ტამენტის სხვა მოხელეებზე ან სტრუქტურულ ქვედანა­ყოფებზე, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალის­წინებული შემთხვევების გარდა.

4. იმ შემთხვევაში, თუ დეპარტამენტის წარმომად­გენლობის უფლებამოსილების დელეგირება დეპარტა­მენტის სხვა მოხელეებზე ან სტრუქტურულ ქვედანა­ყოფებზე მოითხოვს ნორმატიული აქტის გამოცემას, დელეგირება ფორმდება ნორმატიული აქტის გამოცემაზე უფლებამოსილი შესაბამისი პირის (ორგანოს) აქტით.

თავიII. დეპარტამენტის ფუნქციები და უფლებამოსილება

    მუხლი 7. დეპარტამენტის ფუნქციები

დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:

ა) საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე კანონმდებ­ლობის იმ ნორმათა განუხრელ და ერთგვაროვან შეს­რულებას, რომლებიც აწესრიგებენ საქართველოს საბა­ჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავ­შირებულ ურთიერთობებს;

ბ) საბაჟო პროცედურების ჩატარებისას წინასწარი, მიმდინარე და გაფორმების შემდგომი კონტროლის განხორციელებას;

გ) საბაჟო კანონმდებლობის დარღვევების გამოვ­ლენას, მათ აღკვეთასა და პრევენციას;

დ) საბაჟო სამსახურის ორგანიზებას;

ე) კანონმდებლობით საბაჟო ორგანოებზე დაკისრე­ბული სხვა ფუნქციების შესრულებას.

    მუხლი 8. დეპარტამენტის უფლებამოსილებები

დეპარტამენტი მასზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელების მიზნით:

ა) ახორციელებს წინასწარ ოპერაციებს, საბაჟო კონ­ტროლსა და საბაჟო გაფორმებას;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში იყენებს საგა­რეო-ეკონომიკური საქმიანობის რეგულირების სატა­რიფო და არასატარიფო ღონისძიებებს, ახორციელებს საბაჟო გადასახდელების, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასა და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანაზე დაწესებუ­ლი სხვა გადასახადებისა და მოსაკრებლების ადმინის­ტრირებას;

გ) იღებს გადაწყვეტილებებს ,,სამეწარმეო საქმიანო­ბის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონით მის ქვემდებარეობას მიკუთვნებული ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის, ცვლილებების შეტანის, გაუქმების, მოქმედების შეჩერების და განახლების თაობაზე;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს საბაჟო სფეროში ჩადენილ ადმინისტრაციულ სამარ­თალ­დარღვევათა საქმეებს;

ე) აწარმოებს საგარეო ვაჭრობის საბაჟო სტატის­ტიკას და სპეციალურ საბაჟო სტატისტიკას;

ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს საერთაშორისო საბაჟო ურთიერთობებში;

ზ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალის­წინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.

თავიIII. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა

    მუხლი 9. დეპარტამენტის თავმჯდომარე

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც საქართველოს ფინანსთა მინისტრის წარ­დგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

2. დეპარტამენტის თავმჯდომარე:

ა) ახორციელებს დეპარტამენტის წარმომადგენლობას;

ბ) ხელმძღანელობს და კოორდინაციას უწევს დეპარ­ტამენტის საქმიანობას;

გ) უშუალოდ, ხოლო დელეგირების შემთხვევა­ში – დეპარტამენტის მოხელეების, ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების და მათი სტრუქტურული ქვედანაყოფების მეშვეობით წყვეტს დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს;

დ) ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას;

ე) თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენი­ლი, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახუ­რეებს;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუა­ლურ სამართლებრივ აქტებს;

ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველ­ყოფს სახელმწიფო ბიუჯეტით დეპარტამენტზე გამოყოფილი ასიგნებების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერებას, პასუხისმგებელია საბაჟო დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შენახვასა და გამოყე­ნებაზე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ორგანი­ზაციას უწევს სახელმწიფო შესყიდვების განხორ­ციელებას;

თ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.

    მუხლი 10. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე

1. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილე, რომელსაც დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგი­ნებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

2. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის ფუნ­ქციებსა და უფლებამოსილებას ამ დებულების მე-6 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების გათვალისწინებით თავისი ბრძანებით განსაზღვრავს დეპარტამენტის თავ­მჯდო­მარე.

3. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ასრუ­ლებს დეპარტამენტის თავმჯდომარის უფლება-მოვა­ლეო­ბებს დეპარტამენტის თავმჯდომარის სამუშაო ადგილზე არყოფნის შემთხვევაში.

თავიIV. დეპარტამენტის სტრუქტურა

    მუხლი 11. დეპარტამენტის სტრუქტურა

1. საბაჟო დეპარტამენტი შედგება ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოებისაგან, რომ­ლებიც ქმნიან ერთიან, ცენტრალიზებულ სისტემას.

2. დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის ქვედანა­ყოფებია:

ა) საბაჟო საქმის ორგანიზაციის მეთოდოლოგიის სამმართველო;

ბ) საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველო;

გ) ინფორმაციული უზრუნველყოფის სამმართველო;

დ) ანალიტიკური სამმართველო;

ე) იურიდიული სამმართველო;

ვ) ადმინისტრაციული სამმართველო;

ზ) თავმჯდომარის აპარატი.

3. დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოებია რე­­გიო­­ნალური საბაჟოები: ,,აღმოსავლეთი” და ,,დასავ­ლეთი”.

თავი V. დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები და ამოცანები

    მუხლი 12. საბაჟო საქმის ორგანიზაციის მეთოდოლოგიის სამმართველო

 1. საბაჟო საქმის ორგანიზაციის მეთოდოლოგიის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) საბაჟო კანონმდებლობის და მისი აღსრულების პრაქტიკის სრულყოფის მიზნით:

ა.ა) საბაჟო დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების და საბაჟო დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების მიერ წინასწარი ოპერაციების, საბაჟო კონტროლისა და საბაჟო გაფორმების პრაქტიკის პერიოდული, სისტემა­ტუ­რი და გეგმური შესწავლა;

ა.ბ) შესწავლის შედეგების საფუძველზე კანონმდებ­ლობაში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების თაობაზე დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის რეკომენდაციების წარდგენა, შესაბამისი პროექტების შემუშავება;

ბ) საბაჟო კანონმდებლობის ნორმათა ზუსტი და ერთგვაროვანი გამოყენების მიზნით საბაჟო ორგანოებზე დასაგზავნი მეთოდური მითითებების (ინსტრუქციების და სხვა) პროექტების შემუშავება, დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების ინსტრუქტირება;

გ) საბაჟო საქმის მომწესრიგებელ საერთაშორისო ხელ­შეკრულებებთან მიერთების თაობაზე რეკომენ­დაციების შემუშავება;    

დ) ჰარმონიზებული სისტემების და საგარეო-ეკო­ნო­მიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის საკითხებზე მუშაობა, ჰარმონიზებული სისტემის ცვლილებების სისტემატიზაცია და ამ ცვლილებებთან სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისობაში მოყვანა, ამ სფეროში საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებუ­ლებების შესრულების უზრუნველსაყოფად შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა;

ე) საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის სა­კით­ხებზე მუშაობა, აღნიშნული სფეროს მომწესრიგე­ბელი საერთაშორისო (მათ შორის, რეგიონალური და ორმხრივი ხასიათის) ხელშეკრულებების მიღების და მათში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე ინფორმაციის სისტემატიზაცია, ამ სფეროში საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრუ­ლების უზრუნველსაყოფად შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა;

ვ) საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის სა­კითხებზე მუშაობა, აღნიშნული სფეროს მომწესრი­გებელი საერთაშორისო (მათ შორის, რეგიონალური და ორმხრივი ხასიათის) ხელშეკრულებების მიღების და მათში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე ინფორმაციის სისტემატიზაცია, ამ სფეროში საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრუ­ლების უზრუნველსაყოფად შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა;      

ზ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის რეგულირების სატარიფო და არასატარიფო რეგულირების მექანიზმე­ბის მომწესრიგებელი საერთაშორისო (მათ შორის, რეგიონალური და ორმხრივი ხასიათის) ხელშეკრუ­ლებების მიღების და მათში ცვლილებებისა და დამა­ტებების შეტანის თაობაზე ინფორმაციის სისტემა­ტიზაცია, ამ სფეროში საქართველოს მიერ ნაკისრი ვალ­დებულებების შესრულების უზრუნველ­საყოფად შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა;

 თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში კონკრეტული საქონ­ლის ან კონკრეტული ოპერაციის მიმართ წინას­წარი გადაწყვეტილებების მიღების პროცესის ორ­განიზება;

ი) მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის წარმართვა და საერთაშორისო საბაჟო თანამშრომლობის მექანიზ­მების გამოყენება.

    მუხლი 13. საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველო

1. საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართვე­ლოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სრულყოფის მიზნით:

ა.ა) საბაჟო დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების და საბაჟო დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების მიერ წინასწარი ოპერაციების, საბაჟო კონტროლისა და სა­ბაჟო გაფორმების პრაქტიკის პერიოდული, სისტე­მატური და გეგმური შესწავლა;

ა.ბ) შესწავლის შედეგების საფუძველზე გამოვლე­ნილი ხარვეზების აღმოფხვრის და საბაჟო კანონმდებ­ლობის სრულყოფის შესახებ წინადადებების შემუ­შავება;

ბ) საბაჟო რეჟიმების რეგულირების და მათი განხორციელების მექანიზმის სრულყოფის თაობაზე წინადადებების წარდგენა;

გ) გადაწყვეტილებების მიღება ,,სამეწარმეო საქმია­ნობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონით საბაჟო ორგანოების ქვემდებარეობას მიკუთვნებული ლიცენზიე­ბისა და ნებართვების გაცემის, გაუქმების, მოქმედების შეჩერების და განახლების თაობაზე, სანებართვო და სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლი, დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის კონტროლის მექანიზმების სრულყოფის და შესაბამისი სამართლებრივი რეგლა­მენტირების თაობაზე წინადადებების წარდგენა;

დ) რეგიონალური საბაჟოების გაფორმების ჯგუფე­ბის და საბაჟო-გამშვები პუნქტების საქმიანობის კოორ­დინაცია და ზედამხედველობა;

ე) მიმდინარე და გაფორმების შემდგომი კონტროლის განხორციელების ორგანიზება;

ვ) დეპარტამენტისათვის მინიჭებული უფლებამოსი­ლების ფარგლებში სავალუტო კონტროლის განხორ­ციელების ორგანიზება;

ზ) საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო ღირებულების განსაზღვრის სისწორეზე კონტროლი და საბაჟო ორგა­ნოებისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მიცემა;

თ) რეგიონალური საბაჟოების მიერ ადმინისტრა­ციულ სამართალდარღვევათა საქმეებსა და სამართლებ­რივ საკითხებზე ზედამხედველობა და კოორდინაცია;

ი) საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონ­ლისა და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვა და კანონმდებლობით დადგენილი წესით კონტროლის განხორციელება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მათ გადაადგილებაზე, შიდა საბაჟო ტრანზიტისა და ტრან­ზიტის საბაჟო რეჟიმის ვადების და სხვა პირობების შესრულებაზე კონტროლი;

კ) წინადადებების შემუშავება საბაჟო კონტროლი­სათ­ვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების, საბაჟო კონტროლის ახალი მეთოდების და ტექნიკური საშუალებების დანერგვის და ამ მიზნით სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების თაობაზე.

    მუხლი 14. ინფორმაციული უზრუნველყოფის სამმართველო

ინფორმაციული უზრუნველყოფის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) საგარეო ვაჭრობის საბაჟო სტატისტიკის და სპე­ცია­ლური საბაჟო სტატისტიკის წარმოება;

ბ) მონაცემთა ელექტრონული (ქსელური და ელექ­ტრო­ნული ინფორმაციის მატარებლების გამოყენებით დაცული) და არაელექტრონული ბაზების შექმნა, ოპერა­ტიული განახლება, სისტემატიზაცია და წარმართვა;

გ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის, აგრეთ­ვე საბაჟო დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულე­ბისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდება;

 დ) საბაჟო ორგანოების ინფორმაციულ-ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების გეგმების და ამ სფეროში სახელმწიფო შესყიდვების გან­ხორ­ციელების შესახებ წინადადებების შემუშავება და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

ე) ქსელების ადმინისტრირება და საბაჟო მონაცემთა ერთიანი ელექტრონული სისტემის (ASYCUDA) შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფა.

    მუხლი 15. ანალიტიკური სამმართველო

ანალიტიკური სამმართველოს ძირითადი ფუნქციე­ბია:

ა) ინფორმაციული ბაზების, სპეციალური საბაჟო სტატის­ტიკის მონაცემების, საბაჟო კანონმდებლობის დარღვევების თაობაზე არსებული, აგრეთვე საერთაშო­რისო საბაჟო თანამშრომლობის მექანიზმების გამოყე­ნებით მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით რისკის ფაქტორების გამოვლენა და ანალიზი, რისკების მენეჯმენტის თაობაზე წინადადებების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;

ბ) საგარეო ვაჭრობის საბაჟო სტატისტიკის და სპეციალური საბაჟო სტატისტიკის მონაცემების, საგა­რეო-ეკონომიკური საქმიანობის რეგულირების არსე­ბული სატარიფო და არასატარიფო მექანიზმების საგა­რეო-ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკაზე ზეგავ­ლენის ანალიზი, შესაბამისი რეკომენდაციებისა და წინა­დადებების შემუშავება;

გ) საბაჟო გადასახდელების სახით სახელმწიფო ბიუჯეტში თანხების მობილიზების პროგნოზირება.

    მუხლი 16. იურიდიული სამმართველო

იურიდიული სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) დეპარტამენტის მიერ მომზადებული ნორმა­ტიული აქტების პროექტების სამართლებრივი ექ­სპერტიზა და თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიღე­ბისათვის (გამოცემისათვის) აუცილებელი პროცე­დურების წარმართვა;

ბ) შესაბამისი მინდობილობის (რწმუნების) საფუძ­ველზე დეპარტამენტის ინტერესების წარმომადგენლობა სასამართლო და სხვა სახის დავებში;

გ) სასამართლო და სხვა სახის დავების წარმოშობის მიზეზების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

დ) რეგიონალური საბაჟოების იურიდიული სამსახუ­რების საქმიანობის კოორდინაცია.

    მუხლი 17. ადმინისტრაციული სამმართველო

ადმინისტრაციული სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) დეპარტამენტის ნომენკლატურას მიკუთვნებულ საჯარო მოსამსახურეთა სამსახურში მიღების, სამსახუ­რებ­რივი გადაადგილების, გათავისუფლების, წახალი­სებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონის­ძიებების გამოყენებისა და სხვა საკადრო ხასიათის საკითხების თაობაზე დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებების პროექტების მომზადება; შრომითი ხელ­შეკ­რულებების (კონტრაქტების) გაფორმება; დეპარ­ტა­მენტის ნომენკლატურას მიკუთვნებულ საჯარო მოსამსახურეთა სამსახურის აღწერილობების შემუშა­ვება და დასამტკიცებლად წარდგენა; ნამსახურობის ნუსხის შედგენა; დეპარტამენტის ნომენკლატურას მიკუთ­ვნებულ საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეებისა და შრომის წიგნაკების წარმოება; თავისი კომპეტენციის ფარგლებში ატესტაციის და ვაკანტურ სახელმწიფო თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების პროცესში მონაწილეობა; საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღ­ლებისა და გადამზადების (კვალიფიკაციის შეც­ვლის) თაობაზე წინადადებების შემუშავება; საჯარო მოსამსახურეთათვის კონსულტაციების გაწევა მათი სამართლებრივი მდგომარეობის, შეზღუდვების და სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე;

ბ) სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის პროექ­ტის შემუშავებაში მონაწილეობა; თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების უზრუნველყოფა; საბაჟო დეპარტამენტის სისტემის ორგანოების მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების აღრიცხვა და განაწილება, მისი დანიშნულებისამებრ გამოყენებისა და შენახვის უზრუნველყოფა; კაპიტალური მშენებლობისა და რემონტის დაგეგმვასა და განხორ­ციელებაში მონაწილეობა;

გ) დეპარტამენტის სისტემაში საფინანსო-საბუღალ­ტრო საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი; სახელ­მწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრების მარ­თვის ორგანიზაცია; მატერიალური და არამატერიალური აქტივების, დებიტორული და კრედიტორული დავალია­ნებების აღრიცხვა და კონტროლი; დეპარტამენ­ტის ნაერთი ბალანსების მომზადება და საქართველოს ფინან­სთა სამინისტროში წარდგენა; სახაზინო-საბანკო და სა­ლაროს ოპერაციებთან დაკავშირებული დოკუმენტა­ციის მომზადება და კონტროლი მათ წარმოებაზე; დეპარტამენტის ცენტრალური აპარატისა და ტერი­ტორიული ორგანოების წლიური ხარჯთაღრიც­ხვის შედგენა და დასამტკიცებლად წარდგენა; საბიუჯეტო ასიგნებათა ფარგლებში საბაჟო დეპარტამენტის მიერ გასაწევი ხარჯებისა და სახელმწიფო შესყიდვების დაგეგ­მვაში მონაწილეობა, მათთან დაკავშირებული ვალდებულებითი დოკუმენტების მომზადება, გაფორმება და კონტროლი მათ შესრულებაზე. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა ხელფასების დაანგარიშება, დარიცხვა და საბანკო ანგარიშებზე მათი გადატანის უზრუნველყოფა; დეპარტამენტს დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების წესების დაცვაზე კონტროლის განხორციელება; საბაჟო სისტემის საჯარო მოსამსახუ­რეთა სტიმულირებისა და სოციალური დაცვის ღონის­ძიებათა გეგმების პროექტების შემუშავებაში მონაწი­ლეობა;

დ) დეპარტამენტში შემოსული განცხადებების და სხვა სახის, მათ შორის, უცხოური კორესპონდენციის, შიდა მიმოწერის აღრიცხვა, დამუშავება და საქმისწარ­მოე­ბის კანონმდებლობის განსაზღვრული წესების დაცვის უზრუნველყოფა;

ე) საუწყებო არქივის ფორმირება და მასში საქმეებისა და დოკუმენტების შენახვის უზრუნველყოფა;

ვ) სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების სამსახურებრივი მოწმობების გაცემის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის მიღება-გაცემის, აღრიცხვისა და შენახვის ორგანიზება;

ზ) საბაჟო დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობებში სასაშვო რეჟიმის უზრუნველყოფა;

თ)     ოპერატიული სამსახურებრივი ინფორმაციის მიღებისა და გადაცემის უზრუნველყოფა.

    მუხლი 18. თავმჯდომარის აპარატი

თავმჯდომარის აპარატის ძირითადი ფუნქციებია:

ა) პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიე­ბების განხორციელება, საბაჟო დეპარტამენტის ოფი­ციალური დელეგაციების (თანამშრომელთა) უცხოეთში მივლინებების ორგანიზება;

ბ) საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, მასობრივ საინ­ფორმაციო საშუალებებთან ურთიერთობების ჩამოყალიბება. დეპარტამენტის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული ღონისძიებების საზოგადოებაზე გავლენის ანალიზი. საზოგადოებასთან და მასმედიასთან დაკავშირებული რეკომენდაციების მომზადება. დეპარტა­მენ­ტის საქმიანობასთან დაკავშირებით ოფიციალური შეტყობინების, განცხადებების და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადება და მასობრივი საინფორმაციო საშუალებებისათვის მიწოდება. დეპარტამენტისა და მისი ხელმძღვანელობის დადებითი იმიჯის ფორმირება საზოგადოებაში;

გ) საჯარო ინფორმაციის გაცემის ორგანიზება;

დ) საიდუმლო ინფორმაციასთან მუშაობის ორგანი­ზება და საიდუმლო ინფორმაციასთან მუშაობის კანონ­მდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის უზრუნ­ველყოფა;

ე) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის თათბირების ორგანიზება, თათბირების ოქმების წარმოება, საოქმო დავალებების შესრულების ვადების კონტროლი;

ვ) მოქალაქეთა მიღების ორგანიზება.

თავი VI. დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს ფუნქციები და ამოცანები

    მუხლი 19. დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს
 ფუნქციები და ამოცანები

დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს ძირითა­დი ფუნქციებია:

ა) სამოქმედო ტერიტორიაზე საქართველოს საბაჟო პოლიტიკის პრაქტიკული რეალიზაცია;

ბ) საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილე­ბული საქონლის (სატრანსპორტო საშუალებების) საბაჟო კონტროლი;

გ) წინასწარი ოპერაციების, საბაჟო კოტროლისა და საბაჟო გაფორმების განხორციელება;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის რეგულირების სატარიფო და არასატარიფო ღონისძიებების შეფარდება;

ე) საბაჟო გადასახდელების, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასა და საქარ­თველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანაზე დაწესებული სხვა გადასახადებისა და მოსაკრებლების ადმინისტრირება, ბიუჯეტში დროული და სრული აკუმულირება;

ვ) საბაჟო კანონმდებლობის დარღვევების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება, საბაჟო კანონმდებლობის დარღვევებზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება;

ზ) კანონმდებლობით მინიჭებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

თავი VII. დეპარტამენტის სათათბირო ორგანოები

    მუხლი 20. დეპარტამენტის სათათბირო ორგანოები

1. დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხების განხილვისა და მათ შესახებ რეკომენდაციების შემუშავების მიზნით დეპარტამენტის თავმჯდომარეს შეუძლია თავისი მმართველობის სფეროში შექმნას სამუშაო კომისიები (შემდგომში – სათათბირო ორგანოები) სათათბირო უფლებით.

2. სათათბირო ორგანოები იქმნება დეპარტამენტის თავმჯდომარის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით.

3. სათათბირო ორგანოების სხდომების ორგანიზებას და სხდომის ოქმების წარმოებას უზრუნველყოფს თავმჯდომარის აპარატი.

4. სათათბირო ორგანოს ხელმძღვანელი ანგარიშ­ვალ­დებულია დეპარტამენტის თავმჯდომარის წინაშე.