“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპაეტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 25 აპრილის №285 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ"
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.008.527
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №325
2006 წლის 14 აპრილი
ქ. თბილისი
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 25 აპრილის №285 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ი“ და ,,ლ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 25 აპრილის №285 ბრძანებით (სსმ III, 2005წ., №51, მუხ. 536) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. დებულების მე-16 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი მინდობილობის (რწმუნების) საფუძველზე დეპარტამენტის ინტერესების წარმომადგენლობა სასამართლო და სხვა სახის დავებში;“.
2. დებულების მე-16 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ე“ ქვეპუნქტი:
,,ე) ვადაგადაცილებული საბაჟო გადასახდელების გადამხდელის მიმართ საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელებაზე ზედამხედველობა და კოორდინაცია.“.
3. დებულების მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 17. ადმინისტრაციული სამმართველო
ადმინისტრაციული სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) დეპარტამენტის ნომენკლატურას მიკუთვნებულ საჯარო მოსამსახურეთა სამსახურში მიღების, სამსახურებრივი გადაადგილების, გათავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებების გამოყენებისა და სხვა საკადრო საკითხების თაობაზე წარდგინებების შესაბამისად დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებების პროექტების მომზადება; შრომითი ხელშეკრულებების (კონტრაქტების) გაფორმება; დეპარტამენტის ნომენკლატურას მიკუთვნებულ საჯარო მოსამსახურეთა სამსახურის აღწერილობების შემუშავება და დასამტკიცებლად წარდგენა; ნამსახურობის ნუსხის შედგენა; დეპარტამენტის ნომენკლატურას მიკუთვნებულ საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეებისა და შრომის წიგნაკების წარმოება; თავისი კომპეტენციის ფარგლებში ატესტაციის და ვაკანტურ სახელმწიფო თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების პროცესში მონაწილეობა; საჯარო მოსამსახურეთათვის კონსულტაციების გაწევა მათი სამართლებრივი მდგომარეობისა და საბაჟო ორგა-ნოში სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე;
ბ) საჯარო მოსამსახურეთა შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციების შესაბამის ორგანოში ჩაბარების ორგანიზება და კონტროლი;
გ) სახელმწიფო სპეციალური წოდებებისა და საკლასო ჩინების მინიჭების მიზნით მასალების მომზადება;
დ) შრომის შინაგანაწესისა და შრომის დაცვაზე კონტროლის განხორციელება;
ე) საჯარო მოსამსახურეთა მომზადების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული გადამზადების ღონისძიებების ორგანიზება და ჩატარება;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების უზრუნველყოფა; საბაჟო დეპარტამენტის სისტემის ორგანოების მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების აღრიცხვა და განაწილება, მისი დანიშნულებისამებრ გამოყენებისა და შენახვის უზრუნველყოფა; კაპიტალური მშენებლობისა და მიმდინარე რემონტის დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
ზ) დეპარტამენტის სისტემაში საფინანსო-საბუღალტრო საქმიანობის კოორდინაცია; სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრების მართვის ორგანიზაცია; დეპარტამენტის ნაერთი ბალანსების მომზადება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენა; სახაზინო-საბანკო და სალაროს ოპერაციებთან დაკავ-შირებული დოკუმენტაციის მომზადება და კონტროლი მათ წარმოებაზე; დეპარტამენტის ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების წლიური ხარჯთაღრიცხვის შედგენა და დასამტკიცებლად წარდგენა; საბიუჯეტო ასიგნებათა ფარგლებში საბაჟო დეპარტამენტის მიერ გასაწევი ხარჯებისა და სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვაში მონაწილეობა, მათთან დაკავშირებული ვალდებულებითი დოკუმენტების მომზადება, გაფორმება და კონტროლი მათ შესრულებაზე. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა ხელფასების დაანგარიშება, დარიცხვა და საბანკო ანგარიშებზე მათი გადატანის უზრუნველყოფა; დეპარტამენტს დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების წესების დაცვაზე კონტროლის განხორციელება; საბაჟო სისტემის საჯარო მოსამსახურეთა სტიმულირებისა და სოცილაური დაცვის ღონისძიებათა შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
თ) დეპარტამენტში შემოსული განცხადებების და სხვა სახის, მათ შორის, უცხოური კორესპონდენციის, შიდა მიმოწერის აღრიცხვა, დამუშავება და საქმისწარმოების მარეგულირებელი კანონმდებლობით განსაზღვრული წესების დაცვის უზრუნველყოფა, მათი შესრულების კონტროლი;
ი) საუწყებო არქივის ფორმირება და მასში საქმეებისა და დოკუმენტების შენახვა, რეგიონალურ საბაჟოებში საქმეთა ფორმირების და შენახვის, აგრეთვე საუწყებო არქივში ჩაბარების ღონისძიებების განხორციელებაზე კოორდინაცია;
კ) საბაჟო დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში სასაშვო რეჟიმის უზრუნველყოფა;
ლ) ოპერატიული სამსახურებრივი ინფორმაციის მიღებისა და გადაცემის უზრუნველყოფა.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ალექსიშვილი