“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 25 აპრილის №285 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№113
სარეგისტრაციო კოდი
190.040.000.22.033.008.185
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 24, 23/02/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.008.185

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №113

2006 წლის 17 თებერვალი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის            25 აპრილის №285 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ი” და ,,ლ” ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 25 აპრილის №285 ბრძანებში (სსმ III, 2005 წ., №51, მუხლი 536) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

1. დებულების მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ა1” ქვეპუნქტი:

,,ა1) საქართველოს საბაჟო საზღვარზე საბაჟო კონტროლთან ერთად ახორციელებს ვეტერინარულ და ფიტოსანიტარიულ კონტროლს და შესაბამისი მოსაკრებლების გადახდევინებას”.

2. დებულების მე-13 მუხლის ,,ა.ა” და ,,კ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა.ა) საბაჟო დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საბაჟო დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების მიერ წინასწარი ოპერაციების, საბაჟო კონტროლისა და კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო კონტროლის სხვა სახეების, საბაჟო გაფორმების პრაქტიკის პერიოდული, სისტემატური და გეგმური შესწავლა.

კ) წინადადებების შემუშავება საბაჟო კონტროლისა და კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო კონტროლის სხვა სახეების განხორციელებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების, კონტროლის ახალი მეთოდებისა და ტექნიკური საშუალებების დანერგვის და ამ მიზნით სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების თაობაზე.”.

3. დებულების მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ლ” ქვეპუნქტი:

,,ლ) რეგიონალური საბაჟოების მიერ ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული კონტროლის განხორციელებაზე ზედამხედველობა და კოორდინაცია”.

    მუხლი 2

 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი