“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 25 აპრილის №285 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ"

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1953
სარეგისტრაციო კოდი
190.040.000.22.033.009.750
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 175, 28/12/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება 1953

2006 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 25 აპრილის 285 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

ვბრძანებ:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 25 აპრილის №285 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულებაში (სსმ III, 2005 წ., №51, მუხ. 536) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3) დეპარტამენტის თავმჯდომარეს უფლება აქვს, ცალკეული საბაჟო ორგანოს სპეციფიკის გათვალისწინებით (მაგ., საბაჟო გამშვები პუნქტის გამტარუნარიანობა, საქონელბრუნვის მოცულობა და სხვა), ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მოახდინოს დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების სტრუქტურული ერთეულების და შესაბამისად, მათი საჯარო მოსამსახურეების ფუნქციების დელეგირება სხვა სტრუქტურულ ერთეულებზე და საჯარო მოსამსახურეებზე.“

ბ) მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის ქვედანაყოფებია:

ა) საბაჟო საქმის ორგანიზაციის მეთოდოლოგიის სამმართველო;

ბ) მომსახურების სამმართველო;

გ) საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველო;

დ) ფიტოსანიტარული, ვეტერინარული და სპეციალური კონტროლის სამმართველო;

ე) საბაჟო ღირებულების და სასაქონლო ნომენკლატურის საკითხთა სამმართველო;

ვ) ინფორმაციული უზრუნველყოფის სამმართველო;

ზ) ანალიტიკური სამმართველო;

თ) იურიდიული სამმართველო;

ი) ადმინისტრაციული სამმართველო;

კ) თავმჯდომარის აპარატი.“

გ) მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 12. საბაჟო საქმის ორგანიზაციის მეთოდოლოგიის სამმართველო

საბაჟო საქმის ორგანიზაციის მეთოდოლოგიის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) საბაჟო კანონმდებლობის ნორმათა ზუსტი და ერთგვაროვანი გამოყენების და სრულყოფის მიზნით:

ა.ა) საკანონმდებლო ცვლილებებისა და დამატებების თაობაზე პროექტების მომზადება;

ა.ბ) საბაჟო კოდექსისა და სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან გამომდინარე კანონქვემდებარე აქტების პროექტების, კანონქვემდებარე აქტებში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების შემუშავება;

ა.გ) საბაჟო კონტროლისა და საბაჟო პროცედურების, აგრეთვე საბაჟო ორგანოების და მათი სტრუქტურული ერთეულების მუშაობის ტექნოლოგიური სქემების შემუშავება და მათი სრულყოფა;

ა.დ) საბაჟო კანონმდებლობის გამოყენების თაობაზე მეთოდური მითითებების შედგენა და საბაჟო ორგანოებისათვის დაგზავნა;

ა.ე) საბაჟო დეპარტამენტის და საბაჟო დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების დებულებებზე მუშაობა;

ა.ვ) საბაჟო კანონმდებლობის ნორმათა (მათ შორის, განხორციელებული ცვლილებებისა და დამატებების) ეფექტურობის შესწავლა, შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე შესაბამისი რეკომენდაციებისა და პროექტების შემუშავება;

ა.ზ) საბაჟო საქმის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების შესწავლა, საკანონმდებლო ხარვეზების (ნორმათა კოლიზია, საკანონმდებლო ვაკუუმი) დადგენა და აღმოფხვრისათვის შესაბამისი წინადადებების შემუშავება;

ა.თ) საბაჟო საქმის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების სისტემატიზაცია.

ბ) ამ პუნქტის "ა" ქვეპუნქტით განსაზღვრული ფუნქციების შესრულების მიზნით, საბაჟო დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის შესაბამისი ქვედანაყოფების და საბაჟო დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების მიერ წინასწარი ოპერაციების, საბაჟო კონტროლისა და საბაჟო პროცედურების განხორციელების პროცესში საბაჟო კანონმდებლობის (მათ შორის, საერთაშორისო ხელშეკრულებების) ნორმათა გამოყენების პრაქტიკის (პრაქტიკული საქმიანობის, მისი ამსახველი დოკუმენტების და მონაცემების) სისტემატურად, დადგენილი პერიოდულობით გეგმური და არაგეგმური თემატური შესწავლა, ხოლო შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე შესაბამისი რეკომენდაციებისა და პროექტების შემუშავება;

გ) საბაჟო საქმის (მათ შორის, საერთაშორისო საბაჟო თანამშრომლობის) მომწესრიგებელ საერთაშორისო ხელშეკრულებებთან მიერთების, ასევე ამ ხელშეკრულებებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე რეკომენდაციების შემუშავება; შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის წარმართვა“;

დ) დაემატოს შემდეგი რედაქციის 121 მუხლი:

„მუხლი 121. მომსახურების სამმართველო

მომსახურების სამმართველოს ფუნქციებია:

ა) ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, ორგანიზაციებისათვის კონსულტაციების გაწევა საბაჟო კანონმდებლობის საკითხებზე, შესაბამისი განცხადებების და მომართვების განხილვა;

ბ) ფიზიკური და იურიდიული პირების, ორგანიზაციების ინფორმირება საბაჟო კანონმდებლობის საკითხებზე, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების (საინფორმაციო ბუკლეტების, ბეჭდვითი გამოცემების, სატელევიზიო გადაცემების და ა.შ.) მეშვეობით;

გ) ოპერატიული სამსახურებრივი ინფორმაციის მიღებისა და გადაცემის უზრუნველყოფა;

დ) კომპეტენციის ფარგლებში რეგიონალური საბაჟოების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ზედამხედველობა.“

ე) მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 13. საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველო

1. საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით საბაჟო დეპარტამენტის ქვემდებარეობას მიკუთვნებული ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის და გაუქმების, სალიცენზიო და სანებართვო პირობების დარღვევასთან დაკავშირებით შესაბამისი სანქციების გამოყენების თაობაზე საკითხების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება;

ბ) სალიცენზიო და სანებართვო პირობების შესრულებაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით კონტროლი;

გ) საბაჟო კონტროლის განხორციელების და საბაჟო კონტროლის შედეგების რეალიზაციის ერთიანი პრინციპებისა და სტანდარტების დანერგვის, საბაჟო კონტროლის სრულყოფისა და ეფექტურობის გაზრდის მიზნით:

გ.ა) საბაჟო დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების მიერ წინასწარი ოპერაციების, საბაჟო საზღვრის გადმოკვეთის (გადაკვეთის), საქონლის დროებითი შენახვის, მისი ტრანსპორტირების და გადაადგილების, საბაჟო პროცედურების განხორციელების პროცესში საბაჟო კონტროლის განხორციელების პრაქტიკის (პრაქტიკული საქმიანობის, მისი ამსახველი დოკუმენტების და მონაცემების) სისტემატურად, დადგენილი პერიოდულობით გეგმური და არაგეგმური შემოწმება;

გ.ბ) საბაჟო დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების მიერ საბაჟო რეჟიმის პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელების პრაქტიკის (პრაქტიკული საქმიანობის, მისი ამსახველი დოკუმენტების და მონაცემების) სისტემატურად, დადგენილი პერიოდულობით გეგმიური და არაგეგმიური შემოწმება;

გ.გ) შემოწმების შედეგების განზოგადებისა და ანალიზის, აგრეთვე საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილების შესწავლის საფუძველზე დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის კანონმდებლობაში აუცილებელი ცვლილებებისა და დამატებების განხორციელების თაობაზე რეკომენდაციების წარდგენა, საბაჟო საქმის ორგანიზაციის მეთოდოლოგიის სამმართველოსთან ერთობლივად საბაჟო კონტროლის განხორციელების საკითხებზე შესაბამისი მეთოდური მითითებების მომზადება და დაგზავნა;

დ) საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შემოწმების ორგანიზება - რეგიონალური საბაჟოების მიერ საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის გასვლითი და კამერალური შემოწმების ჩატარების დაგეგმვა, ანალიზი და პრაქტიკის განზოგადება, გადამხდელთა მიმართ ჩასატარებელი გასვლითი გეგმური შემოწმების გეგმის დამტკიცების ორგანიზება და მისი შესრულების მონიტორინგი;

ე) საბაჟო ვალდებულების დაფარვის საგარანტიო (საბანკო გარანტია, დაზღვევა, დეპოზიტი და სხვა) სისტემის ფუნქციონირების ორგანიზება და საგარანტიო სისტემის ერთიანი სტანდარტების დანერგვა: საბაჟო ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალებების პირობების შემოწმება, საბაჟო ვალდებულების უპირობო გადახდის უზრუნველსაყოფად; საგარანტიო საშუალებების გამცემ პირებთან მუშაობის წარმართვა; საგარანტიო საშუალებების, საგარანტიო საშუალებების დამოწმებაზე უფლებამოსილ პირთა ვინაობისა და ხელმოწერის ნიმუშების, ბეჭდებისა და შტამპების ერთიანი ბაზის შექმნა, მასში ცვლილებების შეტანა; დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების ინფორმირება; საგარანტიო საშუალებების გამცემ პირთა საბაჟო ორგანოს ტერიტორიაზე განთავსების თაობაზე წინადადებების მომზადება და განხილვა, გადაწყვეტილების პროექტის მომზადება;

ვ) სპეციალური სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის გაცემა, აღრიცხვა, კონტროლი და გაუქმება.

ზ) საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების დანიშნულების საბაჟო ორგანოში წარდგენისათვის დადგენილი ვადებისა და პირობების შესრულებაზე, მათ შორის საბაჟო კონტროლის ქვეშ საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობებით საქონლის შემოტანის და გადაადგილების პირობების შესრულებაზე კონტროლი (კამერალური და ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემოწმება) და შესაბამისი რეაგირება.

თ) კომპეტენციის ფარგლებში რეგიონალური საბაჟოების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ზედამხედველობა, საბაჟო დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოებისათვის კომპეტენციის ფარგლებში პრაქტიკული დახმარების აღმოჩენა, საბაჟო კონტროლის ორგანიზაციისა და განხორციელების კონკრეტულ საკითხებზე შესასრულებლად სავალდებულო მითითებების მიცემა;

ი) წინადადებების შემუშავება საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების, კონტროლის ახალი მეთოდების და ტექნიკური საშუალებების დანერგვის თაობაზე;

კ) საბაჟო გადასახდელების გადამხდელების და გადასახდელების სახეობების და მიხედვით საბიუჯეტო შემოსულობათა და ზედმეტად გადახდილი თანხების, ზედმეტად გადახდილი თანხების დაბრუნების, კანონმდებლობის დარღვევებისათვის გამოყენებული სანქციებისა და საურავების აღრიცხვის წარმოების ორგანიზება და ამ მიზნით, საბაჟო დეპარტამენტის და საბაჟო დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების შესაბამისი ქვედანაყოფების საქმიანობის სისტემატური და გეგმიური კონტროლი;

ლ) საგადასახადო დავალიანებათა (მათ შორის, საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის და უიმედო საგადასახადო დავალიანებათა შესახებ მონაცემების) აღრიცხვისა და ანალიზის პროცესის უზრუნველყოფა და ორგანიზება, ელექტრონული ან სხვა სახით წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე;

მ) საგადასახადო დავალიანებათა ამოღებისათვის საბაჟო დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების მიერ ჩატარებული ღონისძიებების (მათ შორის, საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების) ზედამხედველობა და კონტროლი;

ნ) საბაჟო ორგანოებისათვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო ვალდებულებების რესტრუქტურიზაციაზე და დავალიანებათა უიმედოდ აღიარების თაობაზე შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;

ო) ამ მუხლის „კ“ – „ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით კანონმდებლობაში განსახორციელებელ ცვლილებებსა და დამატებებზე, აგრეთვე შესაბამისი მეთოდური მითითებების შემუშავებაზე ხელმძღვანელობისათვის რეკომენდაციების წარდგენა და საბაჟო საქმის ორგანიზაციის მეთოდოლოგიის სამმართველოსთან ერთობლივად ამ მეთოდური მითითებების მომზადება და დაგზავნა;

პ) საბაჟო დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოებისათვის კომპეტენციის ფარგლებში პრაქტიკული დახმარების გაწევა;

ჟ) რეგიონალური საბაჟოების მიერ საბაჟო ორგანოების ქვემდებარეობას მიკუთვნებულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის მონიტორინგი - ამ სამართალდარღვევებზე შესაბამისი სამართალწარმოების პრაქტიკის (პრაქტიკული საქმიანობის, მისი ამსახველი დოკუმენტების და მონაცემების) სისტემატურად, დადგენილი პერიოდულობით გეგმიური და არაგეგმიური შემოწმება;

რ) საბაჟო ორგანოების ქვემდებარეობას მიკუთვნებულ სამართალდარღვევებზე საქმისწარმოება;

ს) საბაჟო ფეროში სამართალდარღვევების გამოვლენა-აღკვეთის საქმეში საგამოძიებო და სხვა უფლებამოსილ ორგანოებთან თანამშრომლობა, მათ შორის ერთობლივი ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება.

2. საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს ფუნქციებში არ შედის ამ დებულების 131 და 132 მუხლებით გათვალისწინებული საკითხები.“

ვ) 131 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით.

„მუხლი 131. ფიტოსანიტარული, ვეტერინარული და სპეციალური კონტროლის სამმართველო

ფიტოსანიტარული, ვეტერინარული და სპეციალური კონტროლის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) საბაჟო ორგანოების მიერ ფიტოსანიტარიული, ვეტერინარული, რადიაციული და სავალუტო კონტროლის, იარაღის, ნარკოტიკულ საშუალებათა და პრეკურსორების, სამკურნალო საშუალებათა, ორმაგი დანიშნულების საქონლის, სახიფათო ნარჩენების საქართვლოში შემოტანასა და საქართველოდან გატანაზე ზედამხედველობის განხორციელების, აგრეთვე საავტორო უფლებათა დაცვის მექანიზმების სრულყოფისა და ეფექტურობის გაზრდის მიზნით:

ა.ა) კონტროლის ცალკეული სახეობების განხორციელების პრაქტიკის (პრაქტიკული საქმიანობის, მისი ამსახველი დოკუმენტების და მონაცემების) სისტემატურად, დადგენილი პერიოდულობით გეგმური და არაგეგმური შემოწმება;

ა.ბ) შემოწმების შედეგების განზოგადებისა და ანალიზის, აგრეთვე საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილების შესწავლის საფუძველზე დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის კანონმდებლობაში აუცილებელი ცვლილებებისა და დამატებების განხორციელების თაობაზე რეკომენდაციების წარდგენა, საბაჟო საქმის ორგანიზაციის მეთოდოლოგიის სამმართველოსთან ერთობლივად კონტროლის განხორციელების საკითხებზე შესაბამისი მეთოდური მითითებების მომზადება და დაგზავნა;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში რეგიონალური საბაჟოების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ზედამხედველობა, საბაჟო დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოებისათვის კომპეტენციის ფარგლებში პრაქტიკული დახმარების აღმოჩენა, ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული კონტროლის ცალკეული სახეობების ორგანიზაციისა და განხორციელების კონკრეტულ საკითხებზე შესასრულებლად სავალდებულო მითითებების მიცემა;

გ) წინადადებების შემუშავება ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული კონტროლის სახეობების განხორციელებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების, კონტროლის ახალი მეთოდების და ტექნიკური საშუალებების დანერგვის თაობაზე“

ზ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 132 მუხლი:

„მუხლი 132. საბაჟო ღირებულების და სასაქონლო ნომენკლატურის საკითხთა სამმართველო

საბაჟო ღირებულების და სასაქონლო ნომენკლატურის საკითხთა სამმართველოს ფუნქციებია:

ა) ჰარმონიზირებული სისტემების და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის საკითხებზე საკითხებზე მუშაობა, ჰარმონიზირებული სისტემის ცვლილებების სისტემატიზაციის და ამ ცვლილებებთან სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისობაში მოყვანის, აგრეთვე ამ სფეროში საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა;

ბ) საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის საკითხებზე მუშაობა, აღნიშნული სფეროს მომწესრიგებელი საერთაშორისო (მათ შორის, რეგიონალური და ორმხრივი ხასიათის) ხელშეკრულებების მიღების და მათში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე ინფორმაციის სისტემატიზაცია, ამ სფეროში საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა;

გ) ამ მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებზე:

გ.ა) საკანონმდებლო ცვლილებებისა და დამატებების თაობაზე პროექტების მომზადება;

გ.ბ) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების და მათში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების პროექტების შემუშავება;

გ.გ) საბაჟო კანონმდებლობის შესაბამის ნორმათა (მათ შორის, განხორციელებული ცვლილებებისა და დამატებების) ეფექტურობის და გამოყენების პრაქტიკის შესწავლა, შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე შესაბამისი რეკომენდაციებისა და პროექტების შემუშავება;

გ.დ) მუშაობის ტექნოლოგიური სქემების შემუშავება და მათი სრულყოფა, საბაჟო კანონმდებლობის გამოყენების თაობაზე მეთოდური მითითებების შედგენა და საბაჟო ორგანოებისადმი დაგზავნა;

გ.ე) საბაჟო საქმის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების შესწავლა, საკანონმდებლო ხარვეზების (ნორმათა კოლიზია, საკანონმდებლო ვაკუუმი) დადგენა და აღმოფხვრისათვის შესაბამისი პროექტების შემუშავება;

დ) საბაჟო ღირებულების განსაზღვრის და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის მიხედვით კლასიფიკაციის სისწორის კონტროლი - ამ მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებზე საქმიანობის პრაქტიკის (პრაქტიკული საქმიანობის, მისი ამსახველი დოკუმენტების და მონაცემების) სისტემატურად, დადგენილი პერიოდულობით გეგმური და არაგეგმური შემოწმება;

ე) საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მეთოდების პრაქტიკული გამოყენებისათვის აუცილებელი საინფორმაციო ბაზების (მსგავსი და იდენტური საქონლის ფასების, საქონლის საბაჟო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის დროს გამოსაყენებელ საქონელთა ფასების სისტემა და სხვა) შემუშავება, წარმოება და ოპერატიული განახლება;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში რეგიონალური საბაჟოების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ზედამხედველობა, საბაჟო დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოებისათვის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის მიხედვით კლასიფიკაციის საკითხებზე პრაქტიკული დახმარების აღმოჩენა - კონსულტაციების გაწევა და სადავო საკითხების განხილვა-გადაწყვეტა;

ზ) საბაჟო საქმის (მათ შორის, საერთაშორისო საბაჟო თანამშრომლობის) მომწესრიგებელ საერთაშორისო ხელშეკრულებებთან მიერთების, ასევე ამ ხელშეკრულებებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე რეკომენდაციების შემუშავება, შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის წარმართვა.

თ) მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) დეპარტამენტის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში პირთა დაშვების კონტროლის მიზნით ინდივიდუალური პაროლების გაცემა, აღრიცხვა, გაუქმება, აგრეთვე ამ მიზნით სხვა მექანიზმების გამოყენება“.

ი) მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) საბაჟო პროცედურების განხორციელებისას პირების მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის და ინფორმაციის ანალიზი და შერჩევითი შემოწმება საერთაშორისო საბაჟო თანამშრომლობის მექანიზმების გამოყენებით და შესაბამისი რეაგირება".

კ) მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 16. იურიდიული სამმართველო

იურიდიული სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი მინდობილობის (რწმუნების) საფუძველზე დეპარტამენტის ინტერესების წარმომადგენლობა სასამართლო და სხვა სახის დავებში;

ბ) სასამართლო და სხვა სახის დავების წარმოშობის მიზეზების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

გ) კომპეტენციის ფარგლებში რეგიონალური საბაჟოების იურიდიული სამსახურების საქმიანობის კოორდინაცია;

დ) დეპარტამენტში შემოსული საჩივრებისა და პროტესტების (მათ შორის, ზედმეტად გადახდილი საბაჟო გადასახდელების თანხის ჩათვლის ან დაბრუნების და რეგიონალური საბაჟოს საბაჟო შეტყობინებაზე გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი წერილობითი შესაგებლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე საბაჟო დეპარტამენტში შემოსული საჩივრების) განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება.“;

ლ) მე-17 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) მკაცრი აღრიცხვის ფორმების, პირადნომრიანი ბეჭდების, შტამპების, დამღების დამზადების, გაცემის და აღრიცხვის ორგანიზება“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 2 იანვრიდან.

 

მინისტრი                                                                                               ალექსი ალექსიშვილი