„კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა სარეკომენდაციო ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის განკარგულება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №157
2024 წლის 29 იანვარი
ქ. თბილისი
„კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა სარეკომენდაციო ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა სარეკომენდაციო ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ განკარგულებით განსაზღვრული:
ა) სერვისების მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქე, საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირი, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირი და ამ განკარგულების №1 დანართის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები, „უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების გამო განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 2 მარტის №387 განკარგულებით განსაზღვრული პირები;
ბ) პირების ტესტირებისთვის/თვითტესტირებისთვის საჭირო ტესტებით (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შესყიდული და/ან დონორი ორგანიზაციებიდან მიღებული ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი-მარტივი ტესტ-სისტემები) სერვისების მიმწოდებლად რეგისტრირებული დაწესებულებების მომარაგება განხორციელდება უსასყიდლოდ;
გ) ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) დიაგნოსტიკის სერვისების მიმწოდებლები არიან სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში (შემდგომში − ცენტრი) 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მიმწოდებლებად დარეგისტრირებული დაწესებულებები;
დ) ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) დიაგნოსტიკის სერვისის ახალი მიმწოდებლების რეგისტრაცია და ამ განკარგულებით განსაზღვრულ პირთა ტესტირებისთვის/ თვითტესტირებისთვის ტესტ-სისტემების ხარჯვის შესახებ ინფორმაციის წარდგენა მიმწოდებელი დაწესებულების მიერ განხორციელდეს ცენტრის გენერალური დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული ფორმისა და მათი შევსების წესის შესაბამისად.“.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე და ვრცელდება 2024 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა სარეკომენდაციო ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა სარეკომენდაციო ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.01.2024.
- როდის იქნა მიღებული „კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა სარეკომენდაციო ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა სარეკომენდაციო ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 24.01.2024. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №157. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.025965.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა სარეკომენდაციო ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა სარეკომენდაციო ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.01.2024 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა სარეკომენდაციო ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №157, 24.01.2024, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025965 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.01.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6140548/