„კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1030
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.025962
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/06/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

„კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1030

2023 წლის 31 მაისი

ქ. თბილისი

„კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და:

ა)
განკარგულების:

ა.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID- 19) ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა სარეკომენდაციო ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“;

ა.ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა სარეკომენდაციო ნუსხა და ჩატარების წესი“.“;

ა.გ) მე-2 და მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

ა.დ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ განკარგულებით განსაზღვრულ პირთა ტესტირებისთვის/თვითტესტირებისთვის საჭირო ტესტებით პროგრამის სერვისების მიმწოდებლად რეგისტრირებული დაწესებულებების მომარაგება განხორციელდება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უსასყიდლოდ.“;

ბ) განკარგულებით დამტკიცებული №1 დანართის („კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხა და ჩატარების წესი“):

ბ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა სარეკომენდაციო ნუსხა და ჩატარების წესი“;

ბ.ბ) პირველი პუნქტის:

ბ.ბ.ა) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირებს განეკუთვნებიან:“;

ბ.ბ.ბ) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) შემთხვევის სტანდარტული განმარტებით მოცული პირები;“;

ბ.ბ.გ) „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ.ბ.დ) „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, საჭიროების შემთხვევაში, მოთხოვნის შესაბამისად;

კ) სტაციონარულ (მათ შორის, დღის სტაციონარსა და ემერჯენსში) დაწესებულებაში ჰოსპიტალიზებული პაციენტები და მათი თავმდგომი პირი, სიმპტომების მიუხედავად;“;

ბ.ბ.ე) „ლ“, „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ.გ) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ წესის პირველი პუნქტის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირები, განკარგულებით დადგენილი პერიოდულობით, ასევე „გ“ ქვეპუნქტითა და „დ“ ქვეპუნქტის „დ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები, საჭიროების შემთხვევაში, ტესტირებას ექვემდებარებიან თვითტესტირების რეჟიმით.

3. ამ წესის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით, „მ“ ქვეპუნქტის „მ.ბ“ და „მ.გ“ ქვეპუნქტებით, „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირები ტესტირებას ექვემდებარებიან საჭიროების შესაბამისად.“;

ბ.დ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ წესის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“ და „კ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პრიორიტეტული პირების ტესტირება ხორციელდება ანტიგენის (SARS-CoV-2 Ag) სწრაფი ტესტით.“.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე და ვრცელდება 2023 წლის 22 მაისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრი                      ირაკლი ღარიბაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 31.05.2023.
როდის იქნა მიღებული „კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 31.05.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1030. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.025962.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.05.2023 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1030, 31.05.2023, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025962 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.05.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5820734/