“რეექსპორტის საბაჟო რეჟიმის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 7 აპრილის №229 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ"
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.020.020.22.033.007.727
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №891
2005 წლის 19 სექტემბერი
ქ. თბილისი
,,რეექსპორტის საბაჟო რეჟიმის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 7 აპრილის №229 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს საბაჟო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების” მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
„რეექსპორტის საბაჟო რეჟიმის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე, „საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 7 აპრილის №229 ბრძანებაში (სსმ III, 2005 წ., №43, მუხ. 451) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დებულების პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. რეექსპორტისათვის განკუთვნილი საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას გადაიხდევინება საბაჟო გადასახადი, აქციზი და დღგ, ან დაიტოვება საბანკო გარანტია იმპორტის საბაჟო რეჟიმის დროს გათვალისწინებული გადასახადების (საბაჟო გადასახადი, აქციზი, დღგ) ოდენობით ან შესაბამისი ღირებულების შემოტანილი საქონელი გარანტიის სახით, ხოლო საბანკო გარანტია უქმდება აღნიშნული საქონლის საქართველოდან გატანისას ან საბანკო გარანტიით დადგენილი ვადის ფარგლებში ერთი ან სხვადასხვა სასაქონლო პარტიებით შემოტანილი საქონლის რეექსპორტის საბაჟო რეჟიმით გატანის შემდეგ, გადასახადის გადამხდელს საბაჟო ორგანოს მიერ უბრუნდება საბაჟო გადასახადის, აქციზისა და დღგ-ის გადახდილი თანხა ან გარანტიის სახით დატოვებული საქონელი ფაქტობრივად გატანი-ლი საქონლის ღირებულების მიხედვით.”.
2. დებულების პირველ მუხლს დაემატოს მე-6 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,6. ერთი საბანკო გარანტიით შეიძლება უზრუნველყოფილ იქნეს ერთ საბაჟო ორგანოში რეექსპორტისათვის გაცხადებული საქონლის ერთი ან რამდენიმე სასაქონლო პარტია.”.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ალექსიშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა “რეექსპორტის საბაჟო რეჟიმის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 7 აპრილის №229 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ"?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 19.09.2005.
- როდის იქნა მიღებული “რეექსპორტის საბაჟო რეჟიმის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 7 აპრილის №229 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ"?
- “რეექსპორტის საბაჟო რეჟიმის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 7 აპრილის №229 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ" მიღებულია 19.09.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №891. სარეგისტრაციო კოდი — 230.020.020.22.033.007.727.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ “რეექსპორტის საბაჟო რეჟიმის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 7 აპრილის №229 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ"-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის “რეექსპორტის საბაჟო რეჟიმის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 7 აპრილის №229 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ"-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.09.2005 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რეექსპორტის საბაჟო რეჟიმის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 7 აპრილის №229 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ", №891, 19.09.2005, სარეგისტრაციო კოდი 230.020.020.22.033.007.727 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.09.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/61498/