„რეექსპორტის საბაჟო რეჟიმის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
07.04.2005 ძალადაკარგული 20.12.2006
ნომერი
№229
სარეგისტრაციო კოდი
230020020.22.330.007234
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 43, 12/04/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.020.020.22.033.007.234

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №229

2005 წლის 7 აპრილი

ქ. თბილისი

„რეექსპორტის საბაჟო რეჟიმის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე

საქართველოს საბაჟო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების” მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

დამტკიცდეს დებულება „რეექსპორტის საბაჟო რეჟიმის შესახებ”.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

ვ. ჩეჩელაშვილი

დებულება

რეექსპორტის საბაჟო რეჟიმის შესახებ

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქონლის რეექსპორტის საბაჟო რეჟიმი ნიშნავს უცხოური საქონ­ლის გატანას საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან ეკონომიკური პოლი­ტიკის ღონისძიებათა გამოუყენებლად.

2. რეექსპორტის საბაჟო რეჟიმით გადასაადგილებელი საქონელი, სა­ქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესა­ბამისად, ექვემდებარება საბაჟო კონტროლსა და საბაჟო გაფორმებას.

3. რეექსპორტისათვის განკუთვნილი საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას უნდა იყოს იმავე მდგომარეობაში, როგორშიც იგი იყო საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას საბაჟო ორგანოები­სა­თვის მისი წარდგენის მომენტში, გარდა საქონლის მდგომარეობის იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთით, ტრანსპორ­ტი­რებით ან შენახვის ნორმალურ პირობებში ბუნებრივი დანაკარგებით.

4. საქონელი, რომლის შემოტანაც საქართველოს საბაჟო ტერი­ტო­რი­აზე შემოტანისას გაცხადებული იქნა რეექსპორტისათვის, გატანილ უნდა იქნეს ამ ტერიტორიიდან არა უგვიანეს ექვსი თვისა, მასზე სატვირთო-საბაჟო დეკ­ლარაციის მიღების დღიდან. დადგენილი ვადის დარღვევის შემთხვევაში საქონელი განიხილება იმპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცეულად.

5. რეექსპორტისათვის განკუთვნილი საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას გადაიხდევინება საბაჟო გადასახადი, აქციზი და დღგ ან დაიტოვება საბანკო გარანტია იმპორტის საბაჟო რეჟიმის დროს გათვალისწინებული გადასახადების ოდენობით ან შესაბამისი ღირებულების შემოტანილი საქონელი გარანტიის სახით, ხოლო საქართველოდან აღნიშ­ნული საქონლის გატანისას უქმდება საბანკო გარანტია, გადასახადის გადამ­ხდელს საბაჟო ორგანოს მიერ უბრუნდება საბაჟო გადასახადის, აქციზისა და დღგ-ის გადახდილი თანხა ან გარანტიის სახით დატოვებული საქონელი ფაქ­ტობრივად გატანილი საქონლის ღირებულების მიხედვით.

    მუხლი 2. რეექსპორტის საბაჟო რეჟიმში საქონლის გაცხადება და საბაჟო გაფორმება

1. რეექსპორტის საბაჟო რეჟიმში საქონლის გაცხადება დაიშვება უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას ან უცხოურ საქონელზე საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმის რეექსპორტით შეცვლისას.

2. რეექსპორტის საბაჟო რეჟიმში საქონლის დეკლარირება ხორცი­ელ­დება იმ საბაჟო ორგანოში, სადაც ხორციელდება მისი საბაჟო გაფორმება აღნიშნულ საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევისა და ამ რეჟიმის დამთ­ავ­რების მიზნით.

3. საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის რეექსპორტის საბაჟო რეჟიმში დეკლარირება და საბაჟო გაფორ­მება დაიშვება იმ საბაჟო ორგანოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდე­ბარეობს შესაბამისი საბაჟო საწყობი.

4. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი უცხოური სა­ქონლის რეექსპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცევის მიზნით დეკლარანტმა გაფორმების სა­ბაჟო ორგანოში უნდა წარადგინოს:

ა) დადგენილი წესით შევსებული რეექსპორტის სატვირთო-საბაჟო დეკლარაცია და წინმსწრები საბაჟო რეჟიმით საქონლის შემოტანაზე გაფორ­მებული სატვირთო-საბაჟო დეკლარაცია;

ბ) საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისა და გატანის დამადასტურებელი, საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობაში მონაწილე მხარეთა შორის სათანადო წესით გაფორმებული ხელშეკრულებები (კონ­ტრაქ­­ტები) ან მათი შემცვლელი დოკუმენტები;

გ) შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მიერ გაცემული ნებართვა (ლიცენ­ზია), თუ საქონელი რეექსპორტის დროს ექვემდებარება ასეთ კონ­ტროლს;

დ) საქონლის თანმხლები სატვირთო-საბაჟო დოკუმენტები;

ე) საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები.

5. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი და რეექს­პორტის საბაჟო რეჟიმში გაცხადებული უცხოური საქონლის რეექსპორტზე საბაჟო დეპარტამენტის მხრიდან დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემ­თხვევაში გაფორმების საბაჟო ორგანო უზრუნველყოფს:

ა) საქონლის საბაჟო გაფორმების დასრულებას;

ბ) საქონლის იდენტიფიცირებას საქართველოს საბაჟო კოდექსით დადგენილი წესით;

გ) საქონლის საბაჟო კონტროლის ქვეშ გადაადგილებისათვის საჭირო პროცედურების ჩატარებას, კერძოდ, საქონლის საბაჟო კონტროლის ქვეშ გაშვებას ქვეყნის საზღვარზე განთავსებულ საბაჟო ორგანოს დანიშნულებით, საიდანაც საქონელმა უნდა დატოვოს ქვეყნის ტერიტორია.

    მუხლი 3. საბაჟო კონტროლი

1. საქონელი, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შე­მოტანის სასაზღვრო საბაჟო ორგანოში გაცხადებული იქნება რეექსპორ­ტი­სათვის, ექვემდებარება საბაჟო კონტროლს საბაჟო საზღვრის გადმოკვეთის მომენტიდან და იმ საბაჟო ორგანოს დანიშნულებით მიწოდებას, სადაც უნდა განხორციელდეს საქონლის საბაჟო გაფორმება.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული საქონელი საბაჟო კონტროლის ქვეშ იმყოფება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში. მასზე საბაჟო კონტროლი მთავრდება საქარ­თველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას საბაჟო საზღვრის გადა­კვეთის მომენტისათვის.

3. საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში გაფორ­მებულ და საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფ საქონელზე, რომელიც გაცხა­დებული იქნება რეექსპორტის საბაჟო რეჟიმში, გრძელდება საბაჟო კონ­ტროლი მისი საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას საბაჟო საზღვრის გადა­კვეთის მომენტამდე.