თავდაცვის ძალების საჭიროებისთვის სამოქალაქო სპეციალობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 05.04.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №45
სარეგისტრაციო კოდი 120000000.22.026.017222
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/04/2024
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.04.2024 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- სამხედრო ძალების საჭიროებისათვის სამოქალაქო სპეციალობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 18.05.2018
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ბრძანება (1)
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
თავდაცვის ძალების საჭიროებისთვის სამოქალაქო სპეციალობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ
საქართველოს თავდაცვის
მინისტრის
ბრძანება №45
2024 წლის 5 აპრილი
ქ. თბილისი
თავდაცვის ძალების საჭიროებისთვის სამოქალაქო სპეციალობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ
თავდაცვის კოდექსის 92-ე მუხლის მე-2 ნაწილის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თავდაცვის ძალების საჭიროებისთვის სამოქალაქო სპეციალობათა ნუსხა.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სამხედრო ძალების საჭიროებისათვის სამოქალაქო სპეციალობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის ძალების 2018 წლის 18 მაისის №42 ბრძანება.
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ჩიქოვანი
თავდაცვის ძალების საჭიროებისთვის სამოქალაქო სპეციალობათა ნუსხა
1. კომპიუტერული ინჟინერია;
2. ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერა;
3. კომპიუტერული ქსელის ადმინისტრირება;
4. კომპიუტერული ქსელი და სისტემები;
5. ვებტექნოლოგიები;
6. პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპინგი;
7. ინფორმაციული ტექნოლოგიები;
8. ინფორმაციული სისტემები;
9. კომპიუტერული მეცნიერება;
10. პროგრამული ინჟინერია;
11. ინფორმატიკა;
12. საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურება;
13. ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერია;
14. გარემოს ინჟინერია;
15. მშენებლობა და სამოქალაქო ინჟინერია;
16. მასალათმცოდნეობა;
17. სამთო და გეოინჟინერია;
18. გეოლოგია;
19. ფიზიკა;
20. ქიმიური ინჟინერია და პროცესები;
21. ეპიდემიოლოგია;
22. თერაპია და რეაბილიტაცია;
23. სტომატოლოგია;
24. ფარმაცია;
25. მედიცინა;
26. დიპლომატია და საერთაშორისო პოლიტიკა;
27. კონფლიქტოლოგია;
28. უსაფრთხოების კვლევები;
29. სამხედრო საქმე და თავდაცვა;
30. ევროპისმცოდნეობა;
31. საზოგადოებასთან ურთიერთობა;
32. ავტოსატრანსპორტო საშუალებების ძარას შეკეთება;
33. სატვირთო ავტოტრანსპორტისა და სპეცდანიშნულების ტექნიკის შეკეთება;
34. მსუბუქი ავტომობილების შეკეთება;
35. ელექტროობა;
36. საინჟინრო გეოდეზია და გეოინფორმატიკა;
37. აზომვით-ტოპოგრაფიული სამუშაოს შესრულება;
38. ტელეკომუნიკაცია;
39. ხელსაწყოთმშენებლობა, ავტომატიზაცია და მართვის სისტემების ინჟინერია;
40. საექთნო საქმე;
41. სამედიცინო დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ტექნოლოგიები;
42. ვეტერინარია;
43. აფხაზური ფილოლოგია (აფხაზური როგორც მეორე ენა);
44. რუსული ფილოლოგია;
45. სომხური ფილოლოგია /არმენოლოგია;
46. ლიტერატურა და ლინგვისტიკა;
47. ენები – არაკლასიფიცირებული;
48. კავკასიოლოგია;
49. ჟურნალისტიკა და რეპორტიორობა;
50. სოციალური მეცნიერებები, ჟურნალისტიკა და ინფორმაციის მართვა (ინტერდისციპლინური);
51. ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები (ინტერდისციპლინური);
52. ელექტრონული ინჟინერია;
53. ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები;
54. ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია;
55. ელექტროენერგეტიკა;
56. ელექტროტექნიკა და სამრეწველო ელექტრონიკა;
57. საინჟინრო ფიზიკა;
58. ელექტრომექანიკის ინჟინერია;
59. ავტომატიზაცია და მართვის სისტემები;
60. საზომი სისტემები, ხარისხის კონტროლისა და უზრუნველყოფის ტექნოლოგიები;
61. ელექტრონული მოწყობილობების ექსპლუატაცია;
62. ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია;
63. ელექტროინჟინერია;
64. საავიაციო ინჟინერია;
65. საჰაერო ხომალდის ტექნიკური ექსპლუატაცია;
66. შედუღება;
67. საინჟინრო ლოგისტიკა.