„სამკერდე ნიშნის, სამინისტროს მედალიონისა და მედლის ნიმუშების და სამკერდე ნიშნით, სამინისტროს მედალიონითა და მედლით დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1000 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №30 |
|
2024 წლის 10 აპრილი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სამკერდე ნიშნის, სამინისტროს მედალიონისა და მედლის ნიმუშების და სამკერდე ნიშნით, სამინისტროს მედალიონითა და მედლით დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1000 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, 010320000.22.034.016250) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლის:
1. „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული წესის (დანართი №1) მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 12 1. სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სამკერდე ნიშნითა და მედლით ჯილდოვდებიან საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეები საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის. 2. სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საიუბილეო მედლით − „საქართველოს სასაზღვრო ავიაცია − 25 წელი“ ასევე ჯილდოვდებიან საქართველოს სასაზღვრო ავიაციის ყოფილი ღვაწლმოსილი მოსამსახურეები, რომლებსაც განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვით საქართველოს სასაზღვრო ავიაციის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.“. 2. „დ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ №4 დანართს დაემატოს პლანშეტი №7 თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
ავერსი: საიუბილეო მედალი „საქართველოს სასაზღვრო ავიაცია − 25 წელი“ არის ჰერალდიკური ფარი, რომლის ცენტრშიც გამოსახულია საქართველოს სასაზღვრო ავიაციის ემბლემა.
ჰერალდიკური ფარი გარედან შემოსაზღვრულია ოქროსფერი არშიით. ფარის ცენტრში, თეთრ ფონზე, გამოსახულია წითელი ცენტრალური ჯვარი (წმინდა გიორგის ჯვარი), ფარის მეოთხედებში, ირიბი ჯვრის ზღვარზე, გამოსახულია ოთხი მწვანე (საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სიმბოლური ფერი) სამკუთხედი.
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის დროშის ფონზე, რელიეფურ ორ ოქროსფერ ფრთას შორის, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ემბლემაა.
მედალი ოქროსფერი ციხესიმაგრიანი საკიდითა და ვაზის ორნამენტის დეტალით (საკიდით) უკავშირდება ბაფთას.
მედლის ბაფთა ლივლივა თეთრი ფერისაა, რომელზეც გამოსახულია ორი მწვანე და შუაში ერთი წითელი ფერის ზოლი, რომლებიც ერთმანეთისგან გამოიყოფა თეთრი ფერის ზოლებით.
რევერსი: მედლის ცენტრში, ოქროსფერ ველზე, ასომთავრულით ამოტვიფრულია წარწერა „საქართველოს სასაზღვრო ავიაცია − 25 წელი“.
საიუბილეო მედლის ზომა: 36x43 მმ.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სამკერდე ნიშნის, სამინისტროს მედალიონისა და მედლის ნიმუშების და სამკერდე ნიშნით, სამინისტროს მედალიონითა და მედლით დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1000 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „სამკერდე ნიშნის, სამინისტროს მედალიონისა და მედლის ნიმუშების და სამკერდე ნიშნით, სამინისტროს მედალიონითა და მედლით დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1000 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.04.2024.
- როდის იქნა მიღებული „სამკერდე ნიშნის, სამინისტროს მედალიონისა და მედლის ნიმუშების და სამკერდე ნიშნით, სამინისტროს მედალიონითა და მედლით დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1000 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „სამკერდე ნიშნის, სამინისტროს მედალიონისა და მედლის ნიმუშების და სამკერდე ნიშნით, სამინისტროს მედალიონითა და მედლით დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1000 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 10.04.2024. მიმღები ორგანო — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №30. სარეგისტრაციო კოდი — 010320000.22.034.017458.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სამკერდე ნიშნის, სამინისტროს მედალიონისა და მედლის ნიმუშების და სამკერდე ნიშნით, სამინისტროს მედალიონითა და მედლით დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1000 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „სამკერდე ნიშნის, სამინისტროს მედალიონისა და მედლის ნიმუშების და სამკერდე ნიშნით, სამინისტროს მედალიონითა და მედლით დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1000 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „სამკერდე ნიშნის, სამინისტროს მედალიონისა და მედლის ნიმუშების და სამკერდე ნიშნით, სამინისტროს მედალიონითა და მედლით დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1000 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.04.2024 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სამკერდე ნიშნის, სამინისტროს მედალიონისა და მედლის ნიმუშების და სამკერდე ნიშნით, სამინისტროს მედალიონითა და მედლით დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1000 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №30, 10.04.2024, სარეგისტრაციო კოდი 010320000.22.034.017458 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.04.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6153905/