საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დელეგირებული უფლებამოსილების შესასრულებლად მუნიციპალიტეტებისთვის მიზნობრივი ტრანსფერის გაანგარიშების მეთოდოლოგიისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 12.04.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №121
სარეგისტრაციო კოდი 190020010.22.033.017813
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/04/2024
matsne.gov.ge 1,094 სიტყვა · ~5 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (15)
1 დირექტორი/მენეჯერი
2 ბუღალტერი
3 ექიმი-ეპიდემიოლოგი (პირველადი)
4 ექიმი-ეპიდემიოლოგი (პირველადი)
5 ექიმი-ეპიდემიოლოგი (პირველადი)
6 ექიმი-ეპიდემიოლოგი (პირველადი)
7 ექიმი-ეპიდემიოლოგი (იმუნიზაცია)
8 იმუნოპროფილაქტიკის ლოჯისტიკაზე (ცივ ჯაჭვზე) პასუხისმგებელი პირი
9 სამედიცინო-სტატისტიკურ ინფორმაციაზე პასუხისმგებელი პირი
10 ექიმი პრევენციონისტი/პროფილაქტიკოსი
11 ექიმი პრევენციონისტი/პროფილაქტიკოსი
12 ექიმი ეპიდემიოლოგ – პარაზიტოლოგი
13 ენტომოლოგი
14 პარაზიტოლოგი – ლაბორანტი
15 მძღოლი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პერსონალური ასისტენტის მომსახურების დელეგირებული უფლებამოსილების შესასრულებლად მუნიციპალიტეტებისთვის მიზნობრივი ტრანსფერის გაანგარიშების მეთოდოლოგიისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 88% 30.01.2025 სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 87% 29.02.2024 სამინისტროს სისტემაში შემავალი სამედიცინო და სხვა დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 87% 30.12.2024 სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2023 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 86% 27.01.2023 სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ 86% 25.12.2019

დოკუმენტის ტექსტი

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დელეგირებული უფლებამოსილების შესასრულებლად მუნიციპალიტეტებისთვის მიზნობრივი ტრანსფერის გაანგარიშების მეთოდოლოგიისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის  ერთობლივი ბრძანება №121/№25/ნ 2024 წლის 12 აპრილი ქ. თბილისი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დელეგირებული უფლებამოსილების შესასრულებლად მუნიციპალიტეტებისთვის მიზნობრივი ტრანსფერის გაანგარიშების მეთოდოლოგიისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის „ბ.გ“ ქვეპუნქტის, „2024 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის №529 დადგენილებით დამტკიცებული „2024 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“ №11 დანართის („საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებების დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების ხელშეწყობა“) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის, ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 მარტის №168 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებთ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დელეგირებული უფლებამოსილების შესასრულებლად მუნიციპალიტეტებისთვის „მიზნობრივი ტრანსფერის გაანგარიშების მეთოდოლოგია (კალკულაცია)“ (დანართი №1). მუხლი 2🔗 მუნიციპალიტეტებმა მათთვის გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერი მიმართონ მხოლოდ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დელეგირებული უფლებამოსილების შესასრულებლად. ამასთან, ადგილობრივი საჭიროებებიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე, მათი ხარჯების განაწილება შესაძლოა განსხვავდებოდეს №1 დანართით განსაზღვრული ხარჯების განაწილებისგან.  მუხლი 3🔗 მუნიციპალიტეტებმა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისა და ანგარიშგებისას იხელმძღვანელონ „საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური სამსახურების ფუნქციონირების შესახებ“ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული რეკომენდაციით (გაიდლაინით). მუხლი 4🔗 მუნიციპალიტეტები ვალდებული არიან კალენდარული წლის ბოლოს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს (შემდგომში – ცენტრი) წარუდგინონ ინფორმაცია მიზნობრივი ტრანსფერის ათვისების თაობაზე. კალენდარული წლის ბოლოს ჩარიცხული ტრანსფერიდან აუთვისებელი ნაშთის არსებობის შემთხვევაში, ცენტრი ვალდებულია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის დელეგირებული ფუნქციების შესასრულებლად, მომდევნო კალენდარულ წელს მუნიციპალიტეტისთვის ფაქტობრივად ჩასარიცხი თანხა შეამციროს აღნიშნული ნაშთის მოცულობით. მუხლი 5🔗 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2024 წლის 15 მაისამდე უზრუნველყოს „საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური სამსახურების ფუნქციონირების შესახებ“ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული რეკომენდაციის (გაიდლაინის) განახლება მასში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დელეგირებული ფუნქციების განხორციელებისა და ანგარიშგების მექანიზმების განსაზღვრის მიზნით.  მუხლი 6🔗 „2024 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის №529 დადგენილებით დამტკიცებული №11 დანართის („საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებების დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების ხელშეწყობა“) ფარგლებში 2024 წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტებისათვის პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების ანაზღაურების მიმართ ვრცელდება ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „მიზნობრივი ტრანსფერის გაანგარიშების მეთოდოლოგია (კალკულაცია)“ (დანართი №1).  მუხლი 7🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილისაქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიმიხეილ სარჯველაძე დანართი №1 მიზნობრივი ტრანსფერის გაანგარიშების მეთოდოლოგია (კალკულაცია) ტრანსფერის დაანგარიშება შედგება შემდეგი კომპონენტებისაგან: შრომის ანაზღაურება; საოპერაციო ხარჯები (ოფისის ხარჯები + ფუნქციონირებისათვის საჭირო სხვა ხარჯები); ტრანსპორტის ხარჯი. შრომის ანაზღაურება სახელფასო ფონდი გაიანგარიშება WF = (BS * SLCSUM * 12თვე) + SeS, სადაც: WF – სჯდ მუნიციპალური ცენტრის სახელფასო ფონდი; BS – საბაზო თანამდებობრივი სარგო, რომელიც განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით; SLCSUM – სახელფასო კოეფიციენტების ჯამი; SeS – სჯდ მუნიციპალური ცენტრის სეზონური სამუშოს სახელფასო ფონდი. BS – საბაზო თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით და შეადგენს 1 330 ლარს. SLCSUM – სახელფასო კოეფიციენტების ჯამი სახელფასო კოეფიციენტების ჯამი გამოითვლება შემდეგი ფორმულით: SLCSUM = StU1 * SlC1 + StU2 * SlC2 + StU3 * SlC3 ..... StU17 * SlC17, სადაც: StU1,2,3….17 – „საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური სამსახურების ფუნქციონირების შესახებ“ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული რეკომენდაციით (გაიდლაინით) განსაზღვრული შტატის ერთეული, შესაბამისი სიდიდის მუნიციპალიტეტის მიხედვით; SLC1,2,3....17 – სახელფასო კოეფიციენტების კატეგორიები, რომლებიც მუნიციპალიტეტის სიდიდისა და თანამდებობის მიხედვით განისაზღვრება შემდეგნაირად: StU  სტრუქტურული და საშტატო ერთეული საშტატო ერთეული – StU სახელფასო კოეფიციენტი – SLC მოსახლეობა 1,000 მოსახლეობა 1,000 <25 25-60 60-150 150-180 >180 <25 25-60 60-150 150-180 >180 ადმინისტრაცია 2 2 2 2 2 2.60 2.80 3.20 3.70 4.10 1 დირექტორი/მენეჯერი 1 1 1 1 1 1.60 1.80 2.00 2.30 2.50 2 ბუღალტერი 1 1 1 1 1 1.00 1.00 1.20 1.40 1.60 პროფილური შრომითი რესურსი 4 8 9 11 12 4.00 8.90 11.00 13.30 17.50 3 ექიმი-ეპიდემიოლოგი (პირველადი) 1 1 1 1 1 1.00 1.00 1.20 1.40 1.60 4 ექიმი-ეპიდემიოლოგი (პირველადი) 1 1 1 0.90 1.00 1.20 1.40 5 ექიმი-ეპიდემიოლოგი (პირველადი) 1 1 1.00 1.20 1.40 6 ექიმი-ეპიდემიოლოგი (პირველადი) 1 1.40 7 ექიმი-ეპიდემიოლოგი (იმუნიზაცია) 1 1 1 1 1.00 1.10 1.20 1.60 8 იმუნოპროფილაქტიკის ლოჯისტიკაზე (ცივ ჯაჭვზე) პასუხისმგებელი პირი 1 1 1 1 1 1.00 1.00 1.10 1.20 1.60 9 სამედიცინო-სტატისტიკურ ინფორმაციაზე პასუხისმგებელი პირი 1 1 1 1 1 1.00 1.00 1.20 1.20 1.40 10 ექიმი პრევენციონისტი/პროფილაქტიკოსი 1 1 1 1 1 1.00 1.00 1.10 1.20 1.40 11 ექიმი პრევენციონისტი/პროფილაქტიკოსი 1 1 1.10 1.50 12 ექიმი ეპიდემიოლოგ – პარაზიტოლოგი 1 1 1 1 1.00 1.10 1.20 1.40 13 ენტომოლოგი 1 1 1 1 1.00 1.10 1.20 1.40 14 პარაზიტოლოგი – ლაბორანტი 1 1 1 1 1.00 1.10 1.20 1.40 სეზონური ინსტრუქტორ – ბონიფიკატორი სეზონურად დამხმარე პერსონალი (დარაჯი, მძღოლი, დამლაგებელი) 3 3 3 3 3 2.10 2.25 2.40 2.55 2.75 15 მძღოლი 1 1 1 1 1 0.75 0.80 0.85 0.90 1.00 16 დამლაგებელი 1 1 1 1 1 0.70 0.75 0.80 0.85 0.90 17 დარაჯი 1 1 1 1 1 0.65 0.70 0.75 0.80 0.85 სულ 9 13 14 16 17 8.70 13.95 16.60 19.55 24.35 SeS – სჯდ მუნიციპალური ცენტრის სეზონური სამუშოს სახელფასო ფონდი SeS = BS * SLCSUM / SfSUM * 6თვე სადაც: SfSUM – სჯდ მუნიციპალური ცენტრისთვის ეროვნული რეკომენდაციით განსაზღვრული საშტატო ერთეულების რაოდენობა, შესაბამისი სიდიდის მუნიციპალიტეტის მიხედვით. საოპერაციო ხარჯები საოპერაციო ხარჯები (ოფისის ხარჯები + ფუნქციონირებისათვის საჭირო სხვა ხარჯები) გაანგარიშდება: AdC = OfC + OpC სადაც: AdC – სჯდ მუნიციპალური ცენტრის ადმინისტრაციული (საოპერაციო) ხარჯი; OfC – ოფისის (კომუნალური, საკანცელარიო და სხვა) ხარჯი; OpC – საოპერაციო (პროფესიული ფუნქციების შესრულება) ხარჯი. OfC = SfSUM * ₾1500 OpC = SfSUM * ₾500 სადაც: SfSUM – სჯდ მუნიციპალური ცენტრისთვის ეროვნული რეკომენდაციით განსაზღვრული საშტატო ერთეულების რაოდენობა, შესაბამისი სიდიდის მუნიციპალიტეტის მიხედვით. ტრანსპორტის ხარჯი ტრანსპორტის ხარჯები გაინგარიშება: TC = СP / 5წელი + (ArC + ComC) * FP სადაც: TC – სჯდ მუნიციპალური ცენტრის ტრანსპორტის ხარჯი; СP – III კლასის ავტომობილის შესყიდვის და მოვლის ღირებულება, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი ნორმებისა და ფასების შესაბამისად; ArC – მუნიციპალიტეტის ფართობის კოეფიციენტი; ComC – მუნიციპალიტეტში არსებული დასახლებების კოეფიციენტი; FP – ფორმულის გაანგარიშების წინა თვის კონსოლიდირებული ტენდერის საშუალო ფასი. ArC = MunAr / 1000 * 1 (ტონა საწვავი) (If MunCom < 50) * 1 * 0.5 (ტონა საწვავი) (If MunCom 50 < > 100) * 2 * 0.5 (ტონა საწვავი) ComC = (If MunCom 100 < > 150) * 3 * 0.5 (ტონა საწვავი) (If MunCom 150 < > 200) * 4 * 0.5 (ტონა საწვავი)           (If MunCom 200 < > 250) * 3 * 0.5 (ტონა საწვავი) სადაც: MunAr – მუნიციპალიტეტის ფართობი კვ​2-ში; MunCom – მუნიციპალიტეტში არსებული დასახლებული პუნქტების რაოდენობა.