საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის, საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვისა და საქართველოს ტერიტორიიდან უცხო ქვეყნის გადამზიდველის მიერ განხორციელებული ერთჯერადი საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის (დადგენილი კვოტის ზევით) სანებართვო მოწმობის ფორმების დამტკიცების თაობაზე
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება მოქმედი ტრანსპორტი
მიღების თარიღი 16.04.2024
გამომცემი ორგანო საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
ნომერი №34/ნ
სარეგისტრაციო კოდი 310150000.77.090.016034
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/04/2024
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.04.2024 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| დირექტორი ლევან გამყრელიძე | დირექტორი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საერთაშორისო სამგზავრო გადაყვანის, საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის, საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების თაობაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 07.11.2023
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შპს „ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტის“ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-16 ნაწილებით, 125(4), მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) ან/და საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის პირთან) გასაჩივრებისას, საჩივრის განმხილველ და გადაწყვეტილების მიმღებ პირად განსაზღვრის შესახებ შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ურუგვაის აღმოსავლური რესპუბლიკის მთავრობას შორის მოქმედი ორდინალური პასპორტების მფლობელთათვის სავიზო მოთხოვნის გაუქმების შესახებ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესის დამტკიცების შესახებ შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და შვეიცარიის ფედერალურ საბჭოს შორის საერთაშორისო სამგზავრო და სატვირთო საავტომობილო გადაზიდვების შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის ზოგიერთ საავტომობილო გზაზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის, საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვისა და საქართველოს ტერიტორიიდან უცხო ქვეყნის გადამზიდველის მიერ
განხორციელებული ერთჯერადი საერთაშორისო საავტომობილო
სატვირთო გადაზიდვის (დადგენილი კვოტის ზევით) სანებართვო მოწმობის ფორმების დამტკიცების თაობაზე
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის
სააგენტოს დირექტორის
ბრძანება №34/ნ
2024 წლის 16 აპრილი
ქ. თბილისი
საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის, საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვისა და საქართველოს ტერიტორიიდან უცხო ქვეყნის გადამზიდველის მიერ
განხორციელებული ერთჯერადი საერთაშორისო საავტომობილო
სატვირთო გადაზიდვის (დადგენილი კვოტის ზევით) სანებართვო მოწმობის ფორმების დამტკიცების თაობაზე
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის 52 მუხლის პირველი პუნქტის, „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანებით დამტკიცებული „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის“ (დანართი №1) მე-14 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
1. დამტკიცდეს:
ა) საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის სანებართვო მოწმობის ფორმა დანართი №1-ის შესაბამისად;
ა.ა) აღნიშნული ნებართვის გაცემისას, სანებართვო მოწმობის ფორმის შესაბამის გრაფაში („საერთაშორისო რეგულარული“, „საერთაშორისო არარეგულარული“, „ქვეყნის შიდა რეგულარული“) მითითებულ (მონიშნული) იქნეს სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გადამზიდველისთვის ნებადართული საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის სახე;
ბ) საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის სანებართვო მოწმობის ფორმა დანართი №2-ის შესაბამისად;
გ) საქართველოს ტერიტორიიდან უცხო ქვეყნის გადამზიდველის მიერ განხორციელებული ერთჯერადი საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის (დადგენილი კვოტის ზევით) სანებართვო მოწმობის ფორმა დანართი №3-ის შესაბამისად.
2. სანებართვო მოწმობების ფორმებზე შესაძლებელია დატანილ იქნეს მაიდენტიფიცირებელი საშუალება (შტრიხკოდი, QR კოდი).
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საერთაშორისო სამგზავრო გადაყვანის, საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის, საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების თაობაზე“ სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 7 ნოემბრის №30/ნ ბრძანება.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.დირექტორილევან გამყრელიძე