„აგროდაზღვევის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 აპრილის №236 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№137
სარეგისტრაციო კოდი
290040000.10.003.024530
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/04/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №137 

2024 წლის 16 აპრილი

   ქ. თბილისი

 

„აგროდაზღვევის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 აპრილის №236 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „აგროდაზღვევის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 აპრილის №236 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/04/2020, 290040000.10.003.021951) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „აგროდაზღვევის პროგრამის“:

1. მე-2 მუხლის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ) დამზღვევი − ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში აქვს   სასოფლო-სამეურნეო   დანიშნულების   მიწის ნაკვეთ(ებ)ი, საიდანაც პროგრამის ფარგლებში დაზღვევას ექვემდებარება არაუმეტეს 20 ჰა (მარცვლეული კულტურის დაზღვევის შემთხვევაში − არაუმეტეს 100 ჰა-ისა) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთ(ებ)ი და დადებული აქვს დაზღვევის ხელშეკრულება. ამასთანავე, დამზღვევს შესაძლებელია დაზღვეული ჰქონდეს როგორც მარცვლეული კულტურა, ისე სხვა კულტურები ერთდროულად, ამ ქვეპუნქტის შესაბამისად;

შენიშვნა: თუ დამზღვევი არის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, მასზე არ გავრცელდება პროგრამით გათვალისწინებული მიწის ფართობის ოდენობის შეზღუდვა. ამასთანავე, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიმართ გამოიყენება დანართ №1-ით განსაზღვრული ტარიფები;“;

ბ) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ო) ფრანშიზა – არაანაზღაურებადი მინიმუმი, რომლის გამოქვითვა ხორციელდება თითოეული სადაზღვევო შემთხვევისათვის. ფრანშიზა გამოითვლება, როგორც სადაზღვევო ლიმიტის 10% (დანართ №1-ით განსაზღვრული ციტრუსის შემთხვევაში − სადაზღვევო ლიმიტის 15%, ასევე ხეხილოვან კულტურებში ქარიშხლის რისკით მიყენებული ზიანის შემთხვევაში – 15%) ან მისაღები მოსავლის ოდენობის სადაზღვევო ანაზღაურების გაანგარიშებისას გამოყენებულ ფასზე გამრავლებით მიღებული ღირებულების 10% (დანართ №1-ით განსაზღვრული ციტრუსის   შემთხვევაში − 15%, ასევე ხეხილოვან კულტურებში ქარიშხლის რისკით მიყენებული ზიანის შემთხვევაში – 15%). მითითებული 2 სიდიდიდან გამოიქვითება ის ოდენობა, რომელიც უფრო მცირე იქნება. ამასთანავე, ერთისა და იმავე რისკის ხდომილებისას, იმ შემთხვევაში, თუ მეორე სადაზღვევო შემთხვევა მოხდება წინა სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დაზიანებული დაზღვეული ტერიტორიის (ნაკვეთის) დათვალიერების აქტის შედგენამდე, ფრანშიზა გამოიქვითება ერთჯერადად, მხოლოდ იმ პირობით, რომ მზღვეველს ორივე სადაზღვევო შემთხვევის შესახებ შეტყობინება მიღებული აქვს პროგრამით განსაზღვრული წესით. განმეორებით შემთხვევებზე ფრანშიზის დაქვითვა უნდა ხდებოდეს არა საწყისი სადაზღვევო ლიმიტიდან, არამედ წინა შემთხვევებით გამოწვეული დაზიანების პროცენტული მაჩვენებლით შემცირებული სადაზღვევო ლიმიტიდან;“;

) „პ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

პ.გ) ქარიშხალი − ქარი, სიჩქარით 20 მ/წმ ან მეტი, რომელიც იწვევს მცენარეების გაძლიერებულ ტრანსპირაციას, ნიადაგის ზედა ფენების გამოშრობას, მცენარეების მექანიკურ დაზიანებებს;“.

2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მოვლენის, რომელიც ატარებს სადაზღვევო შემთხვევის ნიშნებს, დადგომისას დამზღვევი/მოსარგებლე ვალდებულია, შეატყობინოს აღნიშნულის თაობაზე მზღვეველს 72 საათის განმავლობაში სატელეფონო ზარით. ამავდროულად, 5 სამუშაო დღეში ტელეფონით ან ელექტრონულად მზღვეველთან დააზუსტოს შემდეგი ინფორმაცია: დამზღვევის პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი, სადაზღვევო პოლისის ნომერი, დამზღვევის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, დაზღვეული დაზიანებული ნაკვეთის ადგილმდებარეობა, ფართობი და განხორციელებული რისკი. მზღვეველი დამზღვევის/მოსარგებლის იდენტიფიცირებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, 30 კალენდარული დღის ვადაში ციტრუსოვანი კულტურების შემთხვევაში, ადგენს დაზიანებული დაზღვეული ტერიტორიის (ნაკვეთის) დათვალიერების აქტს. ამასთანავე, ერთი დაზღვეული რისკის ხდომილების შედეგად კონცენტრირებულ გეოგრაფიულ ერთეულზე (მუნიციპალიტეტი) მზღვევლის მოცულობითი პორტფელის 51% და მეტი ნაკვეთების დაზიანების შემთხვევაში შესაძლებელია დაზიანებული დაზღვეული ტერიტორიის (ნაკვეთის) დათვალიერების აქტის შედგენის ვადა გაგრძელდეს არაუმეტეს 30 კალენდარულ დღემდე. თუ  სააგენტო დამზღვევის/მოსარგებლის სააგენტოსათვის მიმართავის საფუძველზე დაადგენს, რომ ზემოაღნიშნულ ვადაში მზღვეველი არ შეადგენს დაზღვეული ტერიტორიის (ნაკვეთის) დათვალიერების აქტს, იგი გადაუხდის სააგენტოს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 50 (ორმოცდაათი) ლარს. იმ შემთხვევაში, თუ პირგასამტეხლოს თანხა აღემატება 500 (ხუთასი) ლარს, მზღვეველი ვალდებულია, გააფორმოს დაზიანებული დაზღვეული ტერიტორიის (ნაკვეთის) დათვალიერების აქტი დაუყოვნებლივ. პირგასამტეხლოს თანხის გადახდა არ ათავისუფლებს მზღვეველს დაზიანებული დაზღვეული ტერიტორიის (ნაკვეთის) დათვალიერების აქტის შედგენისგან;“.

3. დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე
📎 დანართები (1)
137-1.doc

დანართი №1

სასოფლო-სამეურნეო კულტურა სააგენტოს თანამონაწი-ლეობა დამზღვევის თანამონა- წილეობა ტარიფის ქვედა ზღვარი ტარიფ-ის ზედა ზღვარი მაქს. ნორმა-ტი- ული ფასი ლარი /ჰა მაქს. ნორმატიუ- ლი ფასი ლარი /კგ

მაქს

ნორმატი-ული მოსავლი-ანობა კგ /ჰა

მარცვლეული კულტურები
ხორბალი 70% 30% 4.88% 8.13% 1,500 0.5 3,000
ქერი 70% 30% 4.88% 8.13% 1,320 0.6 2,200
სიმინდი 70% 30% 4.88% 8.13% 2,250 0.5 4,500
შვრია 70% 30% 4.88% 8.13% 1,200 0.6 2,000
წიწიბურა 70% 30% 4.88% 8.13% 2,340 1.2 1,950
ჭვავი 70% 30% 4.88% 8.13% 1,365 0.65 2,100
პარკოსანი კულტურები
ლობიო 70% 30% 4.88% 8.13% 3,400 2 1,700
მზესუმზირა 70% 30% 4.88% 8.13% 2,300 1 2,300
სოიო 70% 30% 4.88% 8.13% 2,500 1 2,500
ბარდა 70% 30% 4.88% 8.13% 1,080 0.6 1,800
მიწის თხილი 70% 30% 4.88% 8.13% 8,500 5 1,700
ბოსტნეული კულტურები
ბადრიჯანი 70% 30% 6.38% 10.63% 14,000 0.5 28,000
წიწაკა 70% 30% 6.38% 10.63% 14,000 0.5 28,000
კომბოსტო 70% 30% 6.38% 10.63% 15,200 0.4 38,000
პომიდორი 70% 30% 6.38% 10.63% 12,000 0.4 30,000
კიტრი 70% 30% 6.38% 10.63% 13,500 0.5 27,000
კარტოფილი 70% 30% 6.38% 10.63% 15,000 0.6 25,000
ხახვი 70% 30% 6.38% 10.63% 12,500 0.5 25,000
ნიორი 70% 30% 6.38% 10.63% 14,400 1.8 8,000
სტაფილო 70% 30% 6.38% 10.63% 16,250 0.65 25,000
ჭარხალი 70% 30% 6.38% 10.63% 15,000 0.5 30,000
ბროკოლი 70% 30% 6.38% 10.63% 20,000 2 10,000
ყვავილოვანი კომბოსტო 70% 30% 6.00% 10.00% 15,000 0.8 18,750
მწვანილი არა სასათბურე 70% 30% 6.00% 10.00% 18,000 3 6,000
ცერეცო არა სასათბურე 70% 30% 6.00% 10.00% 30,000 3 10,000
ბაღჩეული კულტურები
საზამთრო, გარდა კახეთის რეგიონისა 70% 30% 7.88% 13.13% 10,000 0.25 40,000
საზამთრო კახეთის რეგიონი 70% 30% 9.85% 16.41% 10,000 0.25 40,000
ნესვი გარდა კახეთის რეგიონისა 70% 30% 7.88% 13.13% 10,000 0.4 25,000
ნესვი, კახეთის რეგიონი 70% 30% 9.85% 16.41% 10,000 0.4 25,000
გოგრა 70% 30% 7.50% 12.50% 12,000 0.6 20,000
ვაზი, გარდა კახეთის რეგიონისა
თეთრი 70% 30% 6.38% 10.63% 9,000 0.9 10,000
წითელი 70% 30% 6.38% 10.63% 15,000 1.5 10,000
ვაზი კახეთის რეგიონი
თეთრი 70% 30% 7.97% 13.29% 9,000 0.9 10,000
წითელი 70% 30% 7.97% 13.29% 15,000 1.5 10,000
ხეხილი
ვაშლი, გარდა შიდა ქართლის რეგიონისა 70% 30% 6.75% 11.25% 25,000 1 25,000
ვაშლი   შიდა ქართლის რეგიონი 70% 30% 7.43% 12.38% 25,000 1 25,000
მსხალი 70% 30% 6.00% 10.00% 30,000 1.5 20,000
კომში 70% 30% 6.00% 10.00% 20,000 1 20,000
ბალი, ალუბალი 70% 30% 6.00% 10.00% 22,500 1.5 15,000
ატამი 70% 30% 6.00% 10.00% 13,800 0.6 23,000
გარგარი 70% 30% 6.00% 10.00% 22,500 1.5 15,000
ქლიავი 70% 30% 6.00% 10.00% 14,400 0.9 16,000
ბროწეული 70% 30% 6.00% 10.00% 19,200 1.2 16,000
ალუჩა 70% 30% 6.00% 10.00% 16,000 0.8 20,000
ტყემალი 70% 30% 6.00% 10.00% 9,000 0.6 15,000
კენკროვანი კულტურები
მარწყვი 70% 30% 8.25% 13.75% 13,500 1.5 9,000
ჟოლო 70% 30% 8.25% 13.75% 14,000 2.8 5,000
მოცხარი 70% 30% 8.25% 13.75% 12,000 2 6,000
მოცვი 70% 30% 8.25% 13.75% 32,000 4 8,000
მაყვალი 70% 30% 8.25% 13.75% 14,000 2.8 5,000
კაკლოვანი კულტურები
თხილი 70% 30% 4.50% 7.50% 6,000 4 1,500
კაკალი 70% 30% 4.50% 7.50% 16,000 4 4,000
ნუში 70% 30% 6.94% 11.56% 15,000 5 3,000
სუბტროპიკული კულტურები
კივი 70% 30% 8.03% 13.38% 18,000 1 18,000
სუბტროპიკული ხურმა , კარალიოკი 70% 30% 8.03% 13.38% 10,800 0.6 18,000
ფეიხოა 70% 30% 8.03% 13.38% 12,000 1.5 8,000
ციტრუსი
მანდარინი 70% 30% 11.25% 18.75% 10,000 0.5 20,000
ლიმონი 70% 30% 11.25% 18.75% 13,600 0.85 16,000