„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბერის №88 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№46
სარეგისტრაციო კოდი
140020000.22.026.017223
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/04/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი

ბრძანება №46

2024 წლის 18 აპრილი

ქ. თბილისი

 



მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბერის №88 ბრძანებით (ვებგვერდი, 16/12/2016, სარეგისტრაციო კოდი: 140020000.22.026.016442) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-5 მუხლის:

ა) 71 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 72 და 73 პუნქტები:

„72. სარდლობის შტაბს ხელმძღვანელობს შტაბის უფროსი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. სარდლობის შტაბის უფროსი:

ა)  წარმართავს და კოორდინაციას უწევს სარდლობის შტაბის ყოველდღიურ საქმიანობას;

ბ) ახორციელებს კოორდინაციას და კონტროლს სარდლობის სტრუქტურული ერთეულების შტაბების მუშაობაზე;

გ) ზედამხედველობს სარდლობის შტაბის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას, აძლევს მათ დავალებებს და მითითებებს;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს სარდლობის შტაბში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან ხელმოწერას;

ე) უზრუნველყოფს დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობის საბრძოლო მზადყოფნას;

ვ) პასუხისმგებელია სარდლობის შტაბის ფუნქციების შესრულებაზე;

ზ) აანალიზებს სარდლობის შტაბის საქმიანობას და სარდალს წარუდგენს წინადადებებს შტაბის მუშაობის გაუმჯობესების შესახებ;

თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს, ასრულებს ზემდგომი ხელმძღვანელობის ბრძანებებს, მითითებებსა და დავალებებს.

73. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ სტრუქტურულ ერთეულებს ხელმძღვანელობენ მეთაურები, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. სტრუქტურული ერთეულის მეთაური:

ა) ხელმძღვანელობს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას;

ბ) წყვეტს სტრუქტურული ერთეულის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს და პასუხისმგებელია მასზე დაკისრებული ამოცანების შესრულებაზე;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელობს საბრძოლო ოპერაციების დაგეგმვას და განხორციელებას;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, ორგანიზებას უწევს დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობის საბრძოლო მომზადების დაგეგმვას და აღსრულებას, ახორციელებს წვრთნებისა და სწავლებების ჩატარებას და მონიტორინგს;

ე) ასრულებს ხელმძღვანელობის ბრძანებებს, მითითებებსა და ინსტრუქციებს სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს დაქვემდებარებულ ქვედანაყოფებში უსაფრთხოების ღონისძიებების დაგეგმვას და განხორციელებას;

ზ) ითანხმებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის საკითხებს;

თ) ანაწილებს მოვალეობებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს შორის, ზედამხედველობს მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას;

ი) უზრუნველყოფს დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობის საბრძოლო მზადყოფნას, ორგანიზებას და მონიტორინგს უწევს დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ერთეულში საჯარისო სამსახურის მოთხოვნების შესრულებას;

კ) სტრუქტურულ ერთეულში შესულ კორესპონდენციას ანაწილებს დაქვემდებარებულ  მოსამსახურეებზე;

ლ) აანალიზებს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და სარდალს წარუდგენს წინადადებებს მისი მუშაობის გაუმჯობესების შესახებ;

მ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა წახალისებას ან მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებას;

ნ) ზემდგომ ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სტრუქტურული ერთეულის ამოცანების შესასრულებლად;

ო) პერიოდულად ისმენს ანგარიშს დაქვემდებარებული ქვედანაყოფების ხელმძღვანელების და ცალკეული მოსამსახურეების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

პ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს დაქვემდებარებულ მოსამსახურეებზე შეიარაღებისა და ტექნიკის ტაბელით განსაზღვრული შეიარაღებისა და ტექნიკის მიმაგრებას და დაქვემდებარებულ ქვედანაყოფებზე მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების განაწილებას;

ჟ) შუამდგომლობს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;

რ) ახორციელებს სტრუქტურულ ერთეულში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან/და ხელმოწერას;

ს) კომპეტენციის ფარგლებში, სტრუქტურულ ერთეულს  მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

ტ) აწარმოებს მიმოწერას სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ან კომპეტენციის ფარგლებში, სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან, ასევე გამოითხოვს მათგან საჭირო ინფორმაციას;

უ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს, ასრულებს ზემდგომი ხელმძღვანელობის ბრძანებებს, მითითებებსა და დავალებებს.“;

ბ) მე-8 - მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ – „ბ1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ სარდლობის სტრუქტურულ ერთეულებს ხელმძღვანელობს სტრუქტურული ერთეულის უფროსი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

9. სარდლობის სტრუქტურული ერთეულის მეთაური/უფროსი/სარდლობის შტაბის უფროსი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სტრუქტურულ ერთეულზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობის და სარდლის წინაშე.

 

10. სტრუქტურული ერთეულის უფროსი, სტრუქტურულ ერთეულზე დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით:

ა) ხელმძღვანელობს  სტრუქტურული ერთეულის  საქმიანობას;

ბ) ანაწილებს  კორესპონდენციას  სტრუქტურული ერთეულის  მოსამსახურეებს შორის;

გ) უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულის მუშაობის ორგანიზებას და ზედამხედველობს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას;

დ) ახორციელებს სტრუქტურულ ერთეულში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს და კონტროლს უწევს სამინისტროს, თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობისა და სარდლის ბრძანებების, მითითებების და დავალებების შესრულებას;

ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

11. სარდლობის სტრუქტურული ერთეულების უფროსის/მეთაურის/სარდლობის შტაბის უფროსის, დროებით არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ახორციელებს ქვედანაყოფის მოსამსახურე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ჩიქოვანი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბერის №88 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბერის №88 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.04.2024.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბერის №88 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბერის №88 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 18.04.2024. მიმღები ორგანო — საქართველოს თავდაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №46. სარეგისტრაციო კოდი — 140020000.22.026.017223.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბერის №88 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბერის №88 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბერის №88 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.04.2024 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბერის №88 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №46, 18.04.2024, სარეგისტრაციო კოდი 140020000.22.026.017223 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.04.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6158496/