გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ

მიღების თარიღი 19.04.2024
გამომცემი ორგანო კასპის მუნიციპალიტეტი
ნომერი №15
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.149.016006
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/04/2024
matsne.gov.ge 228 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

დოკუმენტის ტექსტი

გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №15 2024 წლის 19 აპრილი  კასპი გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის და 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია განიხილოს კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოსული ინიციატივა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქის სახელდებასთან დაკავშირებით. კერძოდ, სოფელ ახალქალაქის მოსახლეობას სურს ძველი სახელის – მეფისქალაქის დარქმევა. კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო აღნიშნავს, რომ მიზანშეწონილია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქს დაერქვას ძველი სახელი – მეფისქალაქი. სახელდების თაობაზე „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, აგრეთვე „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2024 წლის 22 მარტის №41 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობის შესაბამისად: 1. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქს დაერქვას ძველი სახელი – მეფისქალაქი. 2. განკარგულება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე. 3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში, სარჩელის წარდგენის გზით გორის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი გორი, სერგო ჯორბენაძის ქ.№30). საკრებულოს თავმჯდომარე                                                                    შოთა ბეგლარაშვილი