სს „სადაზღვევო კომპანია არდი ჰოლდინგზე“ სიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიის გაცემის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№05/1-ლ
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/04/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის 

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის

ბრძანება №05/1-ლ

2024 წლის 22 აპრილი

ქ. თბილისი

სს „სადაზღვევო კომპანია არდი ჰოლდინგზე“ სიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიის გაცემის თაობაზე
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 29-ე პუნქტის, მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-13, მე-14 და 36-ე მუხლების, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის და 22-ე მუხლის, „სადაზღვევო საქმიანობის სალიცენზიო მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2015 წლის 09 თებერვლის №01 ბრძანების, „სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის შექმნისა და მასთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს ჩამოყალიბების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 02 მაისის №102-ე დადგენილებით დამტკიცებული სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე–3 მუხლის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების და მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. გაიცეს სს „სადაზღვევო კომპანია არდი ჰოლდინგზე“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405662242) სიცოცხლის დაზღვევის ლიცენზია.

2. გაიცეს სს „სადაზღვევო კომპანია არდი ჰოლდინგზე“ სიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიის სალიცენზიო მოწმობა.

3.ინფორმაცია სს „სადაზღვევო კომპანია არდი ჰოლდინგზე“ სიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიის გაცემის თაობაზე 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში – „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“.

4. სს „სადაზღვევო კომპანია არდი ჰოლდინგზე“ სიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიის გაცემის შესახებ მონაცემები შეტანილ იქნეს მზღვეველთა უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

5. ბრძანების გასაჩივრება შეიძლება ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, N 64) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

6. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

სამსახურის უფროსი                                                       დავით ონოფრიშვილი