ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე – რაულ ვალენბერგისა და ჭაბუა ამირეჯიბის ქუჩებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ
მიღების თარიღი 30.04.2024
გამომცემი ორგანო ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
ნომერი №21
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.132.016636
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/05/2024
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.04.2024 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე | ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე – მარუხის ქუჩაზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე – ანგისის ქუჩის I შესახვევში საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე – ანგისის ქუჩაზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის ზოგიერთ საავტომობილო გზაზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე – რეჯებ ნიჟარაძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე – რაულ ვალენბერგისა და ჭაბუა ამირეჯიბის ქუჩებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №21
2024 წლის 30 აპრილი
ქ. ბათუმი
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე – რაულ ვალენბერგისა და ჭაბუა ამირეჯიბის ქუჩებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის და 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
ქალაქ ბათუმში, რაულ ვალენბერგის ქუჩაზე დაწესდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ცალმხრივი მოძრაობა ზვიად გამსახურდიას ქუჩიდან იაკობ გოგებაშვილის ქუჩის მიმართულებით, გარდა სპეციალური დანიშნულების ავტომანქანებისა, თანახმად №1 დანართისა.
მუხლი 2🔗
ქალაქ ბათუმში, ჭაბუა ამირეჯიბის ქუჩაზე დაწესდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ცალმხრივი მოძრაობა ხულოს ქუჩიდან რაულ ვალენბერგის ქუჩის მიმართულებით, გარდა სპეციალური დანიშნულების ავტომანქანებისა, თანახმად №1 დანართისა.
მუხლი 3🔗
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს:
ა) დადგენილების ამოქმედებიდან 15 დღის ვადაში ამ დადგენილებით განსაზღვრულ ქუჩის მონაკვეთებზე (რაულ ვალენბერგისა და ჭაბუა ამირეჯიბის ქუჩები) საგზაო მოძრაობის ორგანიზებასთან დაკავშირებით ორგანიზაციულ-ტექნიკური საკითხების მოგვარება, მათ შორის, ქუჩის აღჭურვა შესაბამისი საგზაო ნიშნებით;
ბ) დადგენილების შინაარსის შესახებ მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდება პრესისა და ტელევიზიის საშუალებით, მათ შორის, მუნიციპალიტეტის ვებგვერდის მეშვეობით.
მუხლი 4🔗
ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლები ვალდებული არიან დაიცვან ამ დადგენილებით განსაზღვრული მოძრაობის ორგანიზების წესები, ხოლო ამ წესების დაუცველობა გამოიწვევს საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ გათვალისწინებული სანქციების დაკისრებას.
მუხლი 5🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარერამაზ ჯინჭარაძე