ქალაქ ბათუმში, კახაბრის ქ. N36-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე 05.31.07.646; 05.31.07.728; 05.31.07.740; 05.31.07.647 განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 30.04.2024
გამომცემი ორგანო ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
ნომერი №23
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.132.016638
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/05/2024
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.04.2024 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე | ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ ბათუმში, კახაბრის ქ. N48-ში; ხახულის ქ. N50-ში; დასახლება ურეხში მდებარე მიწის ნაკვეთებზე: 05.31.07.179; 05.31.07.208; 05.31.07.210 განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ ქალაქ ბათუმში, დასახლება მახინჯაურში (ს/კ 05.34.22.121; 05.34.22.555; 05.34.22.554; 05.34.22.312; 05.34.22.530) წარმოდგენილ გეგმარებით ერთეულზე განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ ქალაქ ბათუმში, გაგარინის ქ. №32-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე (ს/კ 05.25.08.171; 05.25.08.172) წარმოდგენილ გეგმარებით ერთეულზე განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ ქალაქ ბათუმში, ადლიის ქ. N59-ში და ადლიის III ჩიხი N1-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე (ს/კ N05.32.03.296, N05.32.03.553, N05.32.03.515) განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ ქალაქ ბათუმში, ადლიის ქუჩა N53-57-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე (ს/კ N05.32.16.322; N05.32.03.904; N05.32.16.095; N05.32.16.096) წარმოდგენილ გეგმარებით ერთეულზე განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ბათუმში, კახაბრის ქ. N36-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე 05.31.07.646; 05.31.07.728; 05.31.07.740; 05.31.07.647 განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №23
2024 წლის 30 აპრილი
ქ. ბათუმი
ქალაქ ბათუმში, კახაბრის ქ. N36-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე 05.31.07.646; 05.31.07.728; 05.31.07.740; 05.31.07.647 განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 41-ე და 43-ე მუხლების და საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 დადგენილებით დამტკიცებული „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის“ მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
ქალაქ ბათუმში, კახაბრის ქუჩა №36-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე (ს/კ-05.31.07.646; 05.31.07.728; 05.31.07.740; 05.31.07.647) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის დამტკიცდეს განაშენიანების დეტალური გეგმა, თანახმად დანართისა.
მუხლი 2🔗
კანონმდებლობით გათვალისწინებული მაკომპენსირებელი ღონისძიება განისაზღვროს საპროექტო მიწის ნაკვეთებზე (ს/კ№ 05.31.07.646; 05.31.07.728; 05.31.07.740; 05.31.07.647) დაგეგმილი მშენებლობის (შეთანხმებული პროქტის მიხედვით გადამეტებული) კ 1/2 მაჩვენებლის 10%-ს ოდენობით საცხოვრებელი ფართობით ან იმავე ოდენობის სხვა მაკომპენსირებელი ღონისძიებით.
მუხლი 3🔗
განემარტოს შპს „ბათუმის სამედიცინო ცენტრს“ (ს/№248384234), რომ იგი ვალდებულია არქიტექტურული პროექტის შეთანხმების ეტაპზე წარმოადგინოს სრულყოფილი დენდროლოგიური დასკვნა და სატრანსპორტო სქემა.
მუხლი 4🔗
განემარტოს შპს „ბათუმის სამედიცინო ცენტრს“ (ს/№248384234), რომ იგი ვალდებულია საპროექტო ობიექტის სიმაღლის განსაზღვრა განახორციელოს სსიპ „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან“ შეთანხმების საფუძველზე.
მუხლი 5🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარერამაზ ჯინჭარაძე