ბაღდათის მუნიციპალიტეტის დიმის ადმინისტრაციულ ერთეულში (სოფელი დიმი), სოფელ დიმში 41-ე ქუჩისათვის „მთავარანგელოზის“ სახელის მინიჭების შესახებ

მიღების თარიღი 26.04.2024
გამომცემი ორგანო ბაღდათის მუნიციპალიტეტი
ნომერი №18
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.124.016011
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/04/2024
matsne.gov.ge 291 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ბაღდათის მუნიციპალიტეტის II ობჩის ადმინისტრაციულ ერთეულში (სოფელი II ობჩა), სოფელ II ობჩაში 28-ე ქუჩისათვის გიორგი გეწაძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 92% 24.02.2023 ბაღდათის მუნიციპალიტეტის ფერსათის ადმინისტრაციულ ერთეულში (სოფელი ფერსათი, სოფელი შუბანი), სოფელ ფერსათში მდებარე 32-ე ქუჩისათვის „საირმის“ სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 89% 26.03.2021 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბანში მდებარე ერთ-ერთი ქუჩისათვის დავით აღმაშენებლის სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 89% 13.01.2025 აბაშის მუნიციპალიტეტის ნორიოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ მაცხოვრისკარის №1 ქუჩისათვის დანიელ თოფურიას სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 89% 18.12.2018 თიანეთის მუნიციპალიტეტის დ.თიანეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ თეთრახევა, მამადაანები საჭურე და ჭურჭელაურებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 89% 31.03.2023

დოკუმენტის ტექსტი

ბაღდათის მუნიციპალიტეტის დიმის ადმინისტრაციულ ერთეულში (სოფელი დიმი), სოფელ დიმში 41-ე ქუჩისათვის „მთავარანგელოზის“ სახელის მინიჭების შესახებ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №18 2024 წლის 26 აპრილი   ქ. ბაღდათი ბაღდათის მუნიციპალიტეტის დიმის ადმინისტრაციულ ერთეულში (სოფელი დიმი), სოფელ დიმში 41-ე  ქუჩისათვის  „მთავარანგელოზის“  სახელის მინიჭების შესახებ  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239  დადგენილების მე-7 მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად და „გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2024 წლის 22 მარტის გადაწყვეტილების (ამონაწერი სხდომის ოქმის №41) საფუძველზე, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა: 1. შეტანილი იქნეს ცვლილება „ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმის ქუჩების სახელდების, საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების გადანომვრის შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 1 ივნისის № 206 განკარგულებაში  და ბაღდათის მუნიციპალიტეტის დიმის  ადმინისტრაციულ ერთეულში (სოფელ დიმში), სოფელ დიმში (საკადასტრო კოდი 30.0...00.000) მდებარე 41-ე  ქუჩას მიენიჭოს „მთავარანგელოზის“ სახელი (ქუჩის რუკა თან ერთვის). 2. ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიამ 4 თვის ვადაში უზრუნველყოს განკარგულების შესასრულებლად კონკრეტული ღონისძიებების გატარება (აბრების, ფირნიშების, რუკების (არსებობის შემთხვევაში), ცნობარების და სხვა დამზადება, კორექტირება, გავრცელება და სხვა). 3. დაევალოს ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველად სტრუქტურულ ერთეულს (შემდგომში – საკრებულოს აპარატს), განკარგულების მიღებიდან 10 დღის ვადაში საკრებულოს გადაწყვეტილება გადაუგზავნოს: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, მონაცემთა ბაზაში ცვლილების შეტანის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, აგრეთვე სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. 4. საკრებულოს აპარატმა საკრებულოს გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში, უზრუნველყოს განკარგულების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. 5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე. 6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11), ხელმოწერიდან ერთი თვის ვადაში. საკრებულოს თავმჯდომარე                                                     ნოდარ გიორგიძე