აბაშის მუნიციპალიტეტის ნორიოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ მაცხოვრისკარის №1 ქუჩისათვის დანიელ თოფურიას სახელის მინიჭების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№51
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.110.016002
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/12/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №51

2018 წლის 18 დეკემბერი

აბაშა

 

აბაშის მუნიციპალიტეტის ნორიოს ადმინისტრაციული ერთეულის – სოფელ მაცხოვრისკარის №1 ქუჩისათვის დანიელ თოფურიას სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ე” ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 61-ე მუხლის, ,,გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების, ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის მე-12-მე-17 პუნქტების შესაბამისად და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის თანხმობის (2018 წლის 31 ივლისის სხდომის №11 ოქმიდან ამონაწერი) გათვალისწინებით, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო განკარგულება:

1. აბაშის მუნიციპალიტეტის ნორიოს ადმინისტრაციული ერთეულის – სოფელ მაცხოვრისკარის №1 ქუჩას მიენიჭოს დანიელ თოფურიას სახელი.

2. აბრა წარწერით „დანიელ თოფურიას სახელობის ქუჩა“ დაიდგას აბაშის მუნიციპალიტეტის ნორიოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ მაცხოვრისკარის №1 ქუჩის შემოსასვლელში.

3. ეს განკარგულება:

ა) რეაგირებისათვის გადაეგზავნოს აბაშის მუნიციპალიტეტის მერს და ამ განკარგულების მიღებიდან ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების გატარება;

ბ) მიღებიდან 10 დღის ვადაში:

ბ.ა) გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს;

ბ.ბ) გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.

4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,აბაშის მუნიციპალიტეტის ნორიოს ადმინისტრაციული ერთეულის – სოფელ მაცხოვრისკარის №1 ქუჩისათვის დანიელ თოფურიას სახელის მინიჭების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 22 ოქტომბრის №42 განკარგულება.

5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, სენაკის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: სენაკი, რუსთაველის ქ. №247).

6. განკარგულება ძალაშია მიღებისთანავე.

 აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

თავმჯდომარე  მ. კვიტაშვილი.


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „აბაშის მუნიციპალიტეტის ნორიოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ მაცხოვრისკარის №1 ქუჩისათვის დანიელ თოფურიას სახელის მინიჭების შესახებ“?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება „აბაშის მუნიციპალიტეტის ნორიოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ მაცხოვრისკარის №1 ქუჩისათვის დანიელ თოფურიას სახელის მინიჭების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.12.2018.
როდის იქნა მიღებული „აბაშის მუნიციპალიტეტის ნორიოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ მაცხოვრისკარის №1 ქუჩისათვის დანიელ თოფურიას სახელის მინიჭების შესახებ“?
„აბაშის მუნიციპალიტეტის ნორიოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ მაცხოვრისკარის №1 ქუჩისათვის დანიელ თოფურიას სახელის მინიჭების შესახებ“ მიღებულია 18.12.2018. მიმღები ორგანო — აბაშის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №51. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.110.016002.
სად არის „აბაშის მუნიციპალიტეტის ნორიოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ მაცხოვრისკარის №1 ქუჩისათვის დანიელ თოფურიას სახელის მინიჭების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.12.2018 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება „აბაშის მუნიციპალიტეტის ნორიოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ მაცხოვრისკარის №1 ქუჩისათვის დანიელ თოფურიას სახელის მინიჭების შესახებ“, №51, 18.12.2018, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.110.016002 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.12.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4417154/