,,აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ონტოფოს დამისამართების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 აგვისტოს #60 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განკარგულება №48
2024 წლის 21 ივნისი
აბაშა
1. „აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ონტოფოს დამისამართების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 აგვისტოს №60 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება, კერძოდ:
ა) განკარგულების პირველი პუნქტით დამტკიცებული სოფელ ონტოფოს მისამართების რეესტრის №1 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;
ბ) განკარგულების პირველი პუნქტით დამტკიცებული ორთორუკა (ნუმერაციის მითითებით) №11 დანართი 01 და 02 ქუჩების ნაწილში შეიცვალოს ახალი №11 დანართით (დანართი თან ერთვის ორ ფურცლად).
2. ეს განკარგულება:
ა) რეაგირებისათვის გადაეგზავნოს აბაშის მუნიციპალიტეტის მერს და ამ განკარგულების მიღებიდან 4 თვის ვადაში უზრუნველყოს „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების გატარება;
ბ) მიღებიდან 10 დღის ვადაში:
ბ.ა) გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს;
ბ.ბ) გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.
4. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, სენაკის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. სენაკი, რუსთაველის ქ. №247).
5. განკარგულება ძალაშია მიღებისთანავე.
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
თავმჯდომარე გელა ხოშტარია