აბაშის მუნიციპალიტეტის სამიქაოსა და სუჯუნის ადმინისტრაციულ ერთეულებში სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, შესახვევი, ჩიხი) არაბული ციფრებით სახელდების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №41
2023 წლის 4 აგვისტო
აბაშა
აბაშის მუნიციპალიტეტის სამიქაოსა და სუჯუნის ადმინისტრაციულ ერთეულებში სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, შესახვევი, ჩიხი) არაბული ციფრებით სახელდების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის ,,გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ მე-8 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების, ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-15-მე-17 პუნქტების შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა:
1. აბაშის მუნიციპალიტეტის სამიქაოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში – სამიქაოსა და მაიდანში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩებს, შესახვევებსა და ჩიხებს მიენიჭოს სახელი №1, №2 და №3 დანართების შესაბამისად.
2. აბაშის მუნიციპალიტეტის სუჯუნის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ სუჯუნაში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩასა და შესახვევს მიენიჭოს სახელი №4 და №5 დანართების შესაბამისად.
3. ეს განკარგულება:
ა) რეაგირებისათვის გადაეგზავნოს აბაშის მუნიციპალიტეტის მერს და ამ განკარგულების მიღებიდან 4 თვის ვადაში უზრუნველყოს ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების გატარება.
ბ) მიღებიდან 10 დღის ვადაში:
ბ.ა) გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.
ბ.ბ) გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.
4. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში სენაკის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. სენაკი, რუსთაველის ქ. №247).
5. განკარგულება ძალაშია მიღებისთანავე.
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გელა ხოშტარია
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „აბაშის მუნიციპალიტეტის სამიქაოსა და სუჯუნის ადმინისტრაციულ ერთეულებში სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, შესახვევი, ჩიხი) არაბული ციფრებით სახელდების შესახებ“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება „აბაშის მუნიციპალიტეტის სამიქაოსა და სუჯუნის ადმინისტრაციულ ერთეულებში სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, შესახვევი, ჩიხი) არაბული ციფრებით სახელდების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 04.08.2023.
- როდის იქნა მიღებული „აბაშის მუნიციპალიტეტის სამიქაოსა და სუჯუნის ადმინისტრაციულ ერთეულებში სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, შესახვევი, ჩიხი) არაბული ციფრებით სახელდების შესახებ“?
- „აბაშის მუნიციპალიტეტის სამიქაოსა და სუჯუნის ადმინისტრაციულ ერთეულებში სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, შესახვევი, ჩიხი) არაბული ციფრებით სახელდების შესახებ“ მიღებულია 04.08.2023. მიმღები ორგანო — აბაშის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №41. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.110.016004.
- სად არის „აბაშის მუნიციპალიტეტის სამიქაოსა და სუჯუნის ადმინისტრაციულ ერთეულებში სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, შესახვევი, ჩიხი) არაბული ციფრებით სახელდების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.08.2023 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება „აბაშის მუნიციპალიტეტის სამიქაოსა და სუჯუნის ადმინისტრაციულ ერთეულებში სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, შესახვევი, ჩიხი) არაბული ციფრებით სახელდების შესახებ“, №41, 04.08.2023, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.110.016004 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.08.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5889818/