აბაშის მუნიციპალიტეტის ტყვირის ადმინისტრაციული ერთეულის სოფ. ცილორის მე-2 და მე-3 ქუჩებისათვის მამია და ლენგი ხარებავების სახელის მინიჭების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №21 |
|
2025 წლის 31 მარტი აბაშა |
1. აბაშის მუნიციპალიტეტის ტყვირის ადმინისტრაციული ერთეულის სოფ. ცილორის მე-2 და მე-3 ქუჩებს მიენიჭოს მამია და ლენგი ხარებავების სახელი თანდართული რუკის თანახმად.
2. აბრა წარწერით ,,მამია და ლენგი ხარებავების სახელობის ქუჩა“ დაიდგას აბაშის მუნიციპალიტეტის ტყვირის ადმინისტრაციული ერთეულის სოფ. ცილორის მე-2 და მე-3 ქუჩების შემოსასვლელში.
3. ეს განკარგულება:
ა) რეაგირებისთვის გადაეგზავნოს აბაშის მუნიციპალიტეტის მერს და ამ განკარგულების მიღებიდან 4 თვის ვადაში უზრუნველყოს ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების გატარება;
ბ) მიღებიდან 10 დღის ვადაში:
ბ.ა) გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.
ბ.ბ) გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.
4. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში სენაკის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. სენაკი, რუსთაველის ქ. №247).
5. განკარგულება ძალაშია მიღებისთანავე.
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე: გელა ხოშტარია
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „აბაშის მუნიციპალიტეტის ტყვირის ადმინისტრაციული ერთეულის სოფ. ცილორის მე-2 და მე-3 ქუჩებისათვის მამია და ლენგი ხარებავების სახელის მინიჭების შესახებ“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება „აბაშის მუნიციპალიტეტის ტყვირის ადმინისტრაციული ერთეულის სოფ. ცილორის მე-2 და მე-3 ქუჩებისათვის მამია და ლენგი ხარებავების სახელის მინიჭების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 31.03.2025.
- როდის იქნა მიღებული „აბაშის მუნიციპალიტეტის ტყვირის ადმინისტრაციული ერთეულის სოფ. ცილორის მე-2 და მე-3 ქუჩებისათვის მამია და ლენგი ხარებავების სახელის მინიჭების შესახებ“?
- „აბაშის მუნიციპალიტეტის ტყვირის ადმინისტრაციული ერთეულის სოფ. ცილორის მე-2 და მე-3 ქუჩებისათვის მამია და ლენგი ხარებავების სახელის მინიჭების შესახებ“ მიღებულია 31.03.2025. მიმღები ორგანო — აბაშის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №21. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.110.016006.
- სად არის „აბაშის მუნიციპალიტეტის ტყვირის ადმინისტრაციული ერთეულის სოფ. ცილორის მე-2 და მე-3 ქუჩებისათვის მამია და ლენგი ხარებავების სახელის მინიჭების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.03.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება „აბაშის მუნიციპალიტეტის ტყვირის ადმინისტრაციული ერთეულის სოფ. ცილორის მე-2 და მე-3 ქუჩებისათვის მამია და ლენგი ხარებავების სახელის მინიჭების შესახებ“, №21, 31.03.2025, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.110.016006 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.03.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6462448/