„დროშის კონტროლის ინსპექტორის და გემის შემმოწმებლის აღიარების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 29 აპრილის №05 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№54
სარეგისტრაციო კოდი
310020000.55.067.016180
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/05/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სა მინისტრ ო ს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №54

2024 წლის 2 მაისი

ქ. ბათუმი

„დროშის კონტროლის ინსპექტორის და გემის შემმოწმებლის აღიარების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 29 აპრილის №05 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„დროშის კონტროლის ინსპექტორის და გემის შემმოწმებლის აღიარების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 29 აპრილის №05 ბრძანებით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) წესის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. დროშის კონტროლის ინსპექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები

1. დროშის კონტროლის ინსპექტორობის კანდიდატს, შესაბამისი აღიარებული სასწავლო პროგრამის გავლის გზით, უნდა გააჩნდეს გემთან დაკავშირებული თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება, ასევე, ვალდებულია იცნობდეს ეროვნული კანონმდებლობისა და საერთაშორისო ინსტრუმენტების მოთხოვნებს დროშის კონტროლის ინსპექტორისთვის დაკისრებული ვალდებულების  შესასრულებლად და ფლობდეს ინგლისურ ენას სულ მცირე B2 დონეზე.

2. დროშის კონტროლის ინსპექტორად აღიარებისთვის პირს უნდა გააჩნდეს შემდეგი კვალიფიკაცია:

ა) შესაბამისი საზღვაო განათლება და გემის საგემბანე ან სამანქანე განყოფილების მართვის დონის თანამდებობაზე მუშაობის სულ მცირე 3 (სამი) წლის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი, რომელიც დასტურდება შესაბამისი (მოქმედი ან ვადაგასული) კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატით STCW კონვენციის II/2, III/2 რეგულაციების შესაბამისად და შესაბამისი კომპეტენციის სერტიფიკატის მიღების დღიდან ინარჩუნებს გემთან და მის ოპერირებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ ცოდნას; ან

ბ) საუნივერსიტეტო ხარისხი, როგორც გემთმშენებელს, მექანიკოს-ინჟინერს ან საზღვაო დარგთან დაკავშირებულ ინჟინერს და გააჩნია შესაბამის თანამდებობაზე მუშაობის სულ მცირე 5 (ხუთი) წლიანი სტაჟი; ან

გ) შესაბამისი აღიარებული საწვრთნელი პროგრამის საფუძველზე აღიარებულია როგორც ინსპექტორი და დასტურდება  წინამდებარე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კომპეტენციისა და გამოცდილების ეკვივალენტური დონე.

3. დროშის კონტროლის ინსპექტორი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ა) იცნობდეს ინსპექტირებასთან დაკავშირებულ პროცედურებს  (სერტიფიცირება, კონტროლი, ზედამხედველობა და სხვა);

ბ) იცნობდეს საზღვაო უსაფრთხოებასთან და გარემოს დაცვასთან დაკავშირებით საერთაშორისო და ეროვნული რეგულაციების მიზნებს და ამოცანებს;

გ) იცნობდეს გემზე და ხმელეთზე არსებულ გარე და შიდა პროცესებს;

დ) იცოდეს უსაფრთხოების, მათ შორის, პირადი უსაფრთხოების, საშუალებების გამოყენება;

ე) ფლობდეს პროფესიულ კომპეტენციას, რომელიც აუცილებელია დავალებების ეფექტურად შესასრულებლად;

ვ) ფლობდეს შესაბამის გამოცდილებას (ტრეინინგები) სხვადახვა დავალებების შესასრულებლად.“.

ბ) წესის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დროშის კონტროლის ინსპექტორის ან გემის შემმოწმებლის საქმიანობის მონიტორინგის შედეგების საფუძველზე, თუ გამოვლინდა წინამდებარე წესის მოთხოვნის(ები) დარღვევა, სააგენტო უფლებამოსილია შეაჩეროს ან/და გააუქმოს აღიარების სერტიფიკატი.“

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორიალექსი ახვლედიანი