„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№93/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430030000.22.022.018511
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/06/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქა რთველოს განათლების, მეც ნიერებ ისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №93/ნ

2024 წლის 31 მაისი

ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 110504011, 04/05/2011; სარეგისტრაციო კოდი: 430030000.22.022.016102)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების სამართლებრივი საფუძველი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და 30-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და „ნ3“ ქვეპუნქტის შესაბამისად,“.

2. ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული ,,უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულების“ (დანართი №1) 24-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში შედიან ექსპერტთა კორპუსის წევრები – სხვა დაწესებულებათა ადმინისტრაციული/აკადემიური/სამეცნიერო/მოწვეული პერსონალი, საერთაშორისო ექსპერტი (გარდა ამ დებულების მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ინდივიდუალური ფორმით წარმოდგენილი – ქართულ ენაში მომზადების, მასწავლებლის მომზადების, სპეციალური მასწავლებლის მომზადებისა და ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებისა) სტუდენტი, ასევე შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ დამსაქმებლები, რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში – ასევე შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოს ან/და პროფესიული ასოციაციის წარმომადგენლები და სხვა შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირები.“.

3. ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებული ,,უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საფასურის“ (დანართი №2) პირველი მუხლის:

ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. საგანმანათლებლო პროგრამის (გარდა რეგულირებადი, მასწავლებლის მომზადების, სპეციალური მასწავლებლის მომზადების, ქართულ ენაში მომზადების, ვეტერინარიის მომზადებისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებისა) აკრედიტაციის/კლასტერში შემავალი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საფასურის ოდენობა შეადგენს:

ა) ერთი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში 6 239 ლარს, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში 7 759 ლარს;  

ბ) ორი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში 8 904 ლარს, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში 10 672 ლარს; 

გ) სამი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში  13 162 ლარს, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში 16 027 ლარს; 

დ) ოთხი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში 16 319 ლარს, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში 19 252 ლარს; 

ე) ხუთი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში 18 106 ლარს, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში 21 502 ლარს; 

ვ) ექვსი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში 19 973 ლარს, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში 23 537 ლარს; 

ზ) შვიდი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში 25 006 ლარს, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში 30 619 ლარს; 

თ) რვა საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში 28 095 ლარს, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში 34 722 ლარს.“;

ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,9. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის/სპეციალური მასწავლებლის მომზადების პროგრამის აკრედიტაციის/კლასტერში შემავალი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საფასურის ოდენობა შეადგენს:

ა) ერთი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში 5 573 ლარს, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში 7 093 ლარს;  

ბ) ორი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში 8 415 ლარს, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში 10 183 ლარს; 

გ) სამი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში 12 162 ლარს, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში 15 027 ლარს; 

დ) ოთხი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში 13 986 ლარს, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში 16 919 ლარს; 

ე) ხუთი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში 16 773 ლარს, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში 20 168 ლარს; 

ვ) ექვსი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში 18 528 ლარს, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში 22 093 ლარს; 

ზ) შვიდი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში 23 339 ლარს, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში 28 953 ლარს; 

თ) რვა საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში 26 317 ლარს, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში 32 944 ლარს.“;

გ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. ვეტერინარიის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საფასურის ოდენობა შეადგენს 5 573 ლარს, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში 7 093 ლარს.“;

 დ) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,15. თუ  კლასტერში შემავალი საგანმანათლებლო პროგრამები (გარდა რეგულირებადი, მასწავლებლის მომზადების, სპეციალური მასწავლებლის მომზადების, ქართულ ენაში მომზადების, ვეტერინარიის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებისა) მოიცავს სადოქტორო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამას, აკრედიტაციის საფასურის ოდენობა დაიანგარიშება ამავე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების გამოყენებით.“;

ე) მე-16 პუნქტის:

ე.ა) ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) საგანმანათლებლო პროგრამის (გარდა რეგულირებადი, მასწავლებლის მომზადების, სპეციალური მასწავლებლის მომზადების, ქართულ ენაში მომზადების, ვეტერინარიის მომზადებისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებისა) შემთხვევაში 1 627 ლარს;“;

ე.ბ) ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე) მასწავლებლის მომზადების/სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში 1 655 ლარს;“.  

4. ბრძანების 23 პუნქტით დამტკიცებული ,,უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერად დაჯგუფების წესი და პირობები“ (დანართი №5) ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგიორგი ამილახვარი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 31.05.2024.
როდის იქნა მიღებული „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 31.05.2024. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №93/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 430030000.22.022.018511.
რამდენი მუხლისგან შედგება „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.05.2024 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №93/ნ, 31.05.2024, სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.018511 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.05.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6168238/