სს „სადაზღვევო კომპანია არდი ჰოლდინგის” საფირმო სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით დაზღვევის (არა სიცოცხლისა) ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის
უფროსის ბრძანება №05/5-ლ
2024 წლის 2 მაისი
ქ. თბილისი
1. სს „სადაზღვევო კომპანია არდი ჰოლდინგის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405662242) საფირმო სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2024 წლის 22 აპრილის №05/2-ლ ბრძანებაში შევიდეს ცვლილება და სათაურსა და ტექსტში მზღვეველის საფირმო სახელწოდებად განისაზღვროს სს „არდი დაზღვევა“.
2. სს „არდი დაზღვევაზე“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405662242) გაიცეს დაზღვევის (არასიცოცხლისა) ლიცენზიის სალიცენზიო მოწმობა, შესაბამისი ცვლილების გათვალისწინებით.
3. ეს ბრძანება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“.
4. ამ ბრძანებით გათვალისწინებული ცვლილების შესახებ მონაცემები შეტანილ იქნეს მზღვეველთა უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.
5. ბრძანების გასაჩივრება შეიძლება ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
6. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.