„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 19 სექტემბრის №242 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1001
სარეგისტრაციო კოდი
120260080.22.027.017488
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/05/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №1001

2024 წლის 9 მაისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 19 სექტემბრის №242 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 19 სექტემბრის №242 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 20/09/2017, სარეგისტრაციო კოდი: 120260080.22.027.016742) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სპეციალური წოდების მქონე პირი (მათ შორის, სამინისტროს/სამინისტროს გენერალური ინსპექციის, აღსრულების ეროვნული ბიუროს ან სამინისტროს სისტემაში შემავალი/მმართველობის სფეროში მოქმედი სხვა დაწესებულების ყოფილი მოსამსახურე, „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სხვა დაწესებულებიდან გადმოსული მოსამსახურე ან სხვა პირი) სამსახურში მიღებისას თანამდებობაზე ინიშნება მისთვის მინიჭებული ბოლო სპეციალური წოდებით, ხოლო თუ ეს წოდება სამინისტროში/სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ან აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაწესებული წოდებისგან განსხვავებულია, – შესაბამისი სპეციალური წოდებით. ამ შემთხვევაში მოსამსახურეს სპეციალური წოდება მიენიჭება ამ დებულების შესაბამისი დანართით განსაზღვრული დასაკავებელი/დაკავებული თანამდებობისთვის დადგენილი ზღვრული სპეციალური წოდების მიუხედავად.“.

2. დებულების მე-8 მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ამ ბრძანებით განსაზღვრული მიზნებისთვის სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეულის – აღსრულების პოლიციის სამმართველოს მოსამსახურისთვის სპეციალური წოდების მისანიჭებლად ამავე სტრუქტურულ ერთეულში ამ ბრძანების ამოქმედებამდე ნამსახურები ვადა ჩაითვალოს სახელმწიფო სპეციალური წოდებით სამსახურის ვადაში.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრირატი ბრეგაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 19 სექტემბრის №242 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 19 სექტემბრის №242 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 09.05.2024.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 19 სექტემბრის №242 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 19 სექტემბრის №242 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 09.05.2024. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1001. სარეგისტრაციო კოდი — 120260080.22.027.017488.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 19 სექტემბრის №242 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 19 სექტემბრის №242 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 19 სექტემბრის №242 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.05.2024 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 19 სექტემბრის №242 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №1001, 09.05.2024, სარეგისტრაციო კოდი 120260080.22.027.017488 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.05.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6170994/