სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი გარანტიების განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №1000 |
|
2024 წლის 9 მაისი ქ. თბილისი |
პენიტენციური კოდექსის 27-ე მუხლის მე-15 ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ: |
1.
დამტკიცდეს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთათვის სოციალური დაცვის თანდართული დამატებითი გარანტიები. |
2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი გარანტიები
მუხლი 1 ეს ბრძანება განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომ – სამსახური) მოსამსახურეთათვის სოციალური დაცვის იმ დამატებით გარანტიებს, რომლებიც პენიტენციური კოდექსით გათვალისწინებული არ არის.
მუხლი 2 მოსამსახურეს სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიების სახით მიეცემა ერთჯერადი ფინანსური დახმარება შემდეგ გარემოებათა გამო: ა) დაქორწინება; ბ) შვილის შეძენა/ბავშვის შვილად აყვანა; გ) ოჯახის წევრის (მეუღლე, შვილი, ნაშვილები, დედა, მამა, მშვილებელი) გარდაცვალება.
მუხლი 3 1. ამ ბრძანების მე-2 მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი გარემოების არსებობის შემთხვევაში მოსამსახურე ან/და მისი უშუალო ხელმძღვანელი მოსამსახურისთვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაცემის თაობაზე დასაბუთებული განცხადებით/მოხსენებითი ბარათით მიმართავს სამსახურის გენერალურ დირექტორს. 2. განცხადებას/მოხსენებით ბარათს თან უნდა ერთოდეს შესაბამისი დოკუმენტაცია (ქორწინების მოწმობის ასლი, დაბადების მოწმობის ასლი, შვილად აყვანის შესახებ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ასლი, გარდაცვალების მოწმობის ასლი). 3. მოსამსახურეს სამსახურის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მიეცემა ერთჯერადი ფინანსური დახმარება 1875 ლარის ოდენობით.
მუხლი 4 ამ ბრძანებით გათვალისწინებული ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სამსახურისთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი გარანტიების განსაზღვრის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი გარანტიების განსაზღვრის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 09.05.2024.
- როდის იქნა მიღებული „სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი გარანტიების განსაზღვრის შესახებ“?
- „სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი გარანტიების განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 09.05.2024. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1000. სარეგისტრაციო კოდი — 100030010.22.027.017487.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი გარანტიების განსაზღვრის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი გარანტიების განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.05.2024 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი გარანტიების განსაზღვრის შესახებ“, №1000, 09.05.2024, სარეგისტრაციო კოდი 100030010.22.027.017487 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.05.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6171068/