„საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ივნისის №340 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №166 |
|
2024 წლის 15 მაისი ქ. თბილისი |
1. „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საერთაშორისო ურთიერთობების, სტრატეგიული დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანებია:
ა.ა) კომპეტენციის ფარგლებში, საგარეო რისკების ანალიზი და, საგარეო პოლიტიკის შემუშავების მიზნით, შესაბამის უწყებებთან კოორდინაცია; საერთაშორისო ორგანიზაციებთან, უცხო ქვეყნის შესაბამის უწყებებსა და წარმომადგენლობებთან კომუნიკაცია;
ა.ბ) კომპეტენციის ფარგლებში, უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობა, მათთან გამართულ მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღება;
ა.გ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის სწორად პოზიციონირებისა და თანმიმდევრული და მიზანმიმართული ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა;
ა.დ) სამთავრობო პოლიტიკის დაგეგმვის ხელშეწყობა და კოორდინაცია;
ა.ე) საქართველოს მთავრობის მიერ დასამტკიცებელი სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების ექსპერტიზა;
ა.ვ) საქართველოს მთავრობის ყოველწლიური პრიორიტეტების, მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრის მიზნით, ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შემუშავება;
ა.ზ) საქართველოს მთავრობის გრძელვადიანი ხედვისა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგი და შეფასება;
ა.თ) დონორთა მოძიებისა და მათი მხარდაჭერის ეფექტიანი კოორდინაცია;
ა.ი) საგარეო დახმარების შესახებ მონაცემთა შეგროვება და ანალიზი;
ა.კ) ღია მმართველობის პარტნიორობაში საქართველოს წევრობის კოორდინირება ეროვნულ დონეზე და საერთაშორისო წარმომადგენლობა, ღია მმართველობის პარტნიორობის საქართველოს სამოქმედო გეგმის შემუშავება, შესრულების მონიტორინგი და ანგარიშგება, სამოქმედო გეგმით განსაზღვრული აქტივობების განხორციელების ხელშეწყობა; საქართველოს ღია მმართველობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს ფუნქციების შესრულება;
ა.ლ) საჯარო მმართველობის რეფორმის კოორდინირება ეროვნულ დონეზე და საერთაშორისო წარმომადგენლობა, საჯარო მმართველობის რეფორმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება, შესრულების მონიტორინგი და ანგარიშგება, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების ხელშეწყობა; საჯარო მმართველობის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს ფუნქციების შესრულება;
ა.მ) გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნულ დონეზე დანერგვა, ეროვნულ დონეზე კოორდინირება და საერთაშორისო წარმომადგენლობა, მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების მონიტორინგი და ანგარიშგება, მდგრადი განვითარების მიზნების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს ფუნქციების შესრულება;
ა.ნ) უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოსათვის „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელების ხელშეწყობა, საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ა.ო) საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის საქმიანობის ანალიტიკური უზრუნველყოფის ან მხარდაჭერის ფარგლებში მოთხოვნილი ან შეთანხმებული დოკუმენტების მომზადება საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსისათვის;
ა.პ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, აღმასრულებელ ხელისუფლებაში განსახორციელებელი ინსტიტუციური რეფორმების თაობაზე წინადადებების შემუშავება, აღმასრულებელი ხელისუფლების ინსტიტუციური ან/და დარგობრივი რეფორმების კოორდინაცია, აღნიშნულთან დაკავშირებით:
ა.პ.ა) ანალიტიკური ინსტრუმენტების გამოყენებით, შესაბამისი პრიორიტეტული სფეროების ანალიზი, პრობლემებისა და რისკების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების შემუშავება;
ა.პ.ბ) სამინისტროებსა და საჯარო და კერძო სამართლის სუბიექტებთან კოორდინირებით, შესაბამისი ინფორმაციის დამუშავება, ინდიკატორების გათვალისწინებით, რისკებისა და გამოწვევების იდენტიფიცირება;
ა.ჟ) ელექტრონული მმართველობისა და სახელმწიფო სერვისების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრის ხელშეწყობა, ამ სფეროში სახელმწიფო უწყებათა საქმიანობის კოორდინაცია;
ა.რ) ადგილობრივ და საერთაშორისო ანალიტიკურ, ექსპერტულ და საკონსულტაციო წრეებთან, ასევე შესაბამისი პროფილით მომუშავე კვლევით ჯგუფებთან თანამშრომლობა;
ა.ს) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;“.
2. „ა1“ და „ვ1“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.
|