„საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ივნისის №340 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №180 |
|
2025 წლის 27 მაისი ქ. თბილისი |
1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შექმნილია საქართველოს მთავრობის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის, ანალიტიკური, ინფორმაციული და სხვა მასალების მომზადების, კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში, ამავე კანონით განსაზღვრული აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების/დაწესებულებების/თანამდებობის პირების (გარდა აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებებისა და მათი მმართველობის სფეროში შემავალი/მათი სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა), აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფოს პირდაპირი ან/და არაპირდაპირი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი/მოქმედი საწარმოებისა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ძირითადი მიმართულებების განხორციელებისა და საჯარო სამსახურის სფეროში საქმიანობის კოორდინაციის ხელშეწყობის მიზნით.“.
2. მე-2 მუხლის:
ა) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებათა და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების/დაწესებულებების/თანამდებობის პირების (გარდა აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებებისა და მათი მმართველობის სფეროში შემავალი/მათი სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა), აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფოს პირდაპირი ან/და არაპირდაპირი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი/მოქმედი საწარმოებისა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობას;“;
ბ) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჟ) კანონმდებლობის შესაბამისად შერჩეული სახელმწიფო რწმუნებულის კანდიდატურ(ებ)ის საქართველოს მთავრობისთვის წარმოდგენისა და სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას;“.
3. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნ) მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანებია:
ნ.ა) კომპეტენციის ფარგლებში, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების/დაწესებულებების/თანამდებობის პირების, ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფოს პირდაპირი ან/და არაპირდაპირი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი/მოქმედი საწარმოებისა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობის ღონისძიებების ფარგლებში:
ნ.ა.ა) რისკების გამოვლენა, მონაცემების შეგროვება და ანალიზი, ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებათა შეფასებისა და მათზე ეფექტიანი რეაგირების მიზნით, რისთვისაც იგი უფლებამოსილია, გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია;
ნ.ა.ბ) მონიტორინგისა და კონტროლის პროცედურების განხორციელება, შესაბამისობის, ეკონომიურობის, პროდუქტიულობისა და ეფექტიანობის შეფასების მიზნით;
ნ.ა.გ) კომპეტენციის ფარგლებში, რეკომენდაციების, ანალიტიკური მიმოხილვების, ანგარიშების, წინადადებების, შენიშვნებისა და მითითებების მომზადება;
ნ.ა.დ) დასახული მიზნების მისაღწევად, შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა და კოორდინაციის ხელშეწყობა;
ნ.ბ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ღირებულების გაზრდა და დაცვა, ობიექტური და რისკზე დაფუძნებული რწმუნების, კონსულტაციისა და პროფესიული გამოცდილების შედეგად მიღებული ცოდნისა და ხედვების გაზიარების გზით. აღნიშნულის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისთვის დამოუკიდებელი, ობიექტური, მარწმუნებელი და რჩევითი საკონსულტაციო მომსახურების გაწევა, ოპერაციების გაუმჯობესებისა და დამატებითი ღირებულების შექმნის მიზნით. დახმარების გაწევა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დასახული მიზნებისა და ამოცანების მიღწევაში, რისთვისაც ის სისტემატიზებული, დისციპლინირებული და ორგანიზებული მიდგომით აფასებს და აუმჯობესებს რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესების ეფექტიანობას;
ნ.გ) საჯარო სექტორში შიდა აუდიტის საქმიანობისა და გაცემული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ინფორმირების მიზნით, სხვა უწყებების შიდა აუდიტის სუბიექტებთან თანამშრომლობა და ამ მიზნით მათი საქმიანობის წლიური ანგარიშების, სტრატეგიული და წლიური გეგმების, აუდიტორული შემოწმებებისა და გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის ანგარიშების გამოთხოვა;
ნ.დ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მოსამსახურეთა მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების, საქართველოს მთავრობის რეგლამენტის, საქართველოს მთავრობის დადგენილებების, განკარგულებების, ამ დებულების, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შინაგანაწესის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ბრძანებების შესრულებაზე დანერგილი კონტროლების შემოწმება და შეფასება;“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ივნისის №340 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ივნისის №340 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.05.2025.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ივნისის №340 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ივნისის №340 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 27.05.2025. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №180. სარეგისტრაციო კოდი — 010220000.10.003.025072.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ივნისის №340 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ივნისის №340 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ივნისის №340 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.05.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ივნისის №340 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №180, 27.05.2025, სარეგისტრაციო კოდი 010220000.10.003.025072 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.05.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6507311/