“შეზღუდული შესაზლებლობის მქონე პირთა სოციალური ადაპტაციის ხელშეწყობისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების 2005 წლის პროგრამების და უმწეო მდგომარობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების გაცემის წესისა და პრონციპების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2005 წლის 4 მარტის №67/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ"
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 280.120.000.22.035.007.790
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №258/ნ
2005 წლის 10 ოქტომბერი
ქ. თბილისი
“შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ადაპტაციის ხელშეწყობისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების 2005 წლის პროგრამების და უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების გაცემის წესისა და პრინციპების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2005 წლის 4 მარტის №67/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
“ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის და “საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ადაპტაციის ხელშეწყობისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების 2005 წლის პროგრამების და უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების გაცემის წესისა და პრინციპების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2005 წლის 4 მარტის №67/ნ ბრძანების (სსმ III, 09.03.2005 წ., №27, მუხ. 254) პირველი პუნქტით დამტკიცებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ადაპტაციის ხელშეწყობის პროგრამის:
ა) თანდართული ცხრილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
| ორგანიზაციული კოდი | დასახელება | 2004 წლის დაზუსტებული გეგმა (მლნ. ლ.) | 2005 წლის გეგმა (მლნ. ლ.) | სხვაობა (ათ. ლ.) | %-.ად (+,-) |
| 32 27 12 | შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ადაპტაციის ხელშეწყობის პროგრამა | 4,295.0 | 4,485.0 | 190.0 | 4.4% |
|
| სხვა საქონელი და მომსახურება | 3,930.0 | 3,785.0 | -145.0 | -3.7% |
|
| სუბსიდიები და მიმდინარე ტრანსფერები | 365.0 | 700.0 | 335.0 | 91.8% |
| 32 27 12 01 | შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ინტეგრაციის ქვეპროგრამა | 800.0 | 701.9 | -98.1 | -12.3% |
|
| სხვა საქონელი და მომსახურება | 800.0 | 701.9 | -98.1 | -12.3% |
| 32 27 12 02 | შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინსტიტუციური პატრონაჟის ხარჯების ქვეპროგრამა | 2,050.0 | 2,463.1 | 413.1 | 20.2% |
|
| სხვა საქონელი და მომსახურება | 2,050.0 | 2,463.1 | 413.1 | 20.2% |
| 32 27 12 03 | შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დევნილთა სოციალური რეაბილიტაციის პროგრამა | 100.0 | 0.0 | -100.0 | -100.0% |
|
| სხვა საქონელი და მომსახურება | 100.0 | 0.0 | -100.0 | -100.0% |
| 32 27 12 04 | შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა არასამთავრობო ორგანიზაციების (უსინათლოთა და ყრუ-მუნჯთა კავშირების) და მათ მიერ დაფუძნებული საწარმოების მიერ გადასახდელი მიწისა და ქონების გადასახადების სუბსიდირების ხარჯების ქვეპროგრამა | 365.0 | 200.0 | -165.0 | -45.2% |
|
| სუბსიდიები და მიმდინარე ტრანსფერები | 365.0 | 200.0 | -165.0 | -45.2% |
| 32 27 12 05 | შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამა | 600.0 | 600.0 | 0.0 | 0.0% |
|
| სხვა საქონელი და მომსახურება | 600.0 | 600.0 | 0.0 | 0.0% |
| 32 27 12 06 | შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა | 0.0 | 500.0 | 500.0 | 100.0% |
|
| სუბსიდიები და მიმდინარე ტრანსფერები | 0.0 | 500.0 | 500.0 | 100.0% |
| 32 27 12 07 | სპინალური (ზურგის ტვინის დაზიანება) პათოლოგიით დასნებოვნებულ შშმპ-თა რეაბილიტაციის ქვეპროგრამა | 0.0 | 20.0 | 20.0 | 100.0% |
|
| სხვა საქონელი და მომსახურება | 0.0 | 20.0 | 20.0 | 100.0% |
| 32 27 12 08 | „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური ადაპტაციის ხელშეწყობის პროგრამებში წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვა | 380.0 | 0.0 | -380.0 | -100.0% |
|
| სხვა საქონელი და მომსახურება | 380.0 | 0.0 | -380.0 | -100.0% |
ბ) 1-ლი პუნქტის 1.2 ქვეპუნქტის “რესურსი: 286 900 ლარი” ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“რესურსი:
401 900 ლარი”;
გ) მე-2 პუნქტის 2.1 ქვეპუნქტის “რესურსი: 2 298 100 ლარი” ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“რესურსი:
2 198 100 ლარი”;
დ) მე-3 პუნქტის “რესურსი: 365 000 ლარი” ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“რესურსი:
200 000 ლარი”;
ე) მე-5 პუნქტის 5.1 ქვეპუნქტის “რესურსი: 282 000 ლარი – სავარძელ-ეტლების შესაძენად; 4 500 ლარი – ხელჯოხების შესაძენად; 3 500 ლარი – ყავარჯნების შესაძენად” ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“რესურსი:
338 000 ლარი – სავარძელ-ეტლების შესაძენად;
7 500 ლარი – ხელჯოხების შესაძენად;
4 500 ლარი – ყავარჯნების შესაძენად.”
ვ) მე-5 პუნქტის 5.2 ქვეპუნქტის “რესურსი: 60 000 ლარი” ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“რესურსი:
150 000 ლარი”.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ლ. ჭიპაშვილი