დმანისის მუნიციპალიტეტში გარე ვაჭრობის რეგულირების და გარე ვაჭრობის ფაქტების აღკვეთისას სამართალდარღვევის საგნის (საქონლის) კონფისკაციის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დადგენის შესახებ
მიღების თარიღი 23.05.2024
გამომცემი ორგანო დმანისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №13
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.156.016520
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/05/2024
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.05.2024 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილი | დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 13.08.2015
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
თვითმმართველობის დადგენილება (1)
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დადგენის შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და
ბაზრობების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში გარე ვაჭრობის რეგულირებისა და უნებართვო გარე ვაჭრობის ფაქტების აღკვეთისას სამართალდარღვევის საგნის (საქონლის) კონფისკაციის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
დმანისის მუნიციპალიტეტში გარე ვაჭრობის რეგულირების და გარე ვაჭრობის ფაქტების აღკვეთისას სამართალდარღვევის საგნის (საქონლის) კონფისკაციის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დადგენის შესახებ
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №13
2024 წლის 23 მაისი
ქ. დმანისი
დმანისის მუნიციპალიტეტში გარე ვაჭრობის რეგულირების და გარე ვაჭრობის ფაქტების აღკვეთისას სამართალდარღვევის საგნის (საქონლის) კონფისკაციის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დადგენის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 22-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 1533 მუხლის შენიშვნის მე-4 ნაწილის საფუძველზე, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „დმანისის მუნიციპალიტეტში გარე ვაჭრობის რეგულირების და გარე ვაჭრობის ფაქტების აღკვეთისას სამართალდარღვევის საგნის (საქონლის) კონფისკაციის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესი“ დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების შესრულებაზე კონტროლს განახორციელებს დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია.
მუხლი 3🔗
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დმანისის მუნიციპალიტეტში გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 აგვისტოს №20 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 18/08/2015, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.156.016214).
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ყულიაშვილი
დანართი
დმანისის მუნიციპალიტეტში გარე ვაჭრობის რეგულირების და გარე ვაჭრობის ფაქტების აღკვეთისას სამართალდარღვევის საგნის (საქონლის) კონფისკაციის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესი
მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო
დმანისის მუნიციპალიტეტში გარე ვაჭრობის რეგულირების და გარე ვაჭრობის ფაქტების აღკვეთისას სამართალდარღვევის საგნის (საქონლის) კონფისკაციის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ქუჩებზე, მოედნებზე, ტროტუარებზე და გზისპირებზე, ასევე დასასვენებელ ადგილებში მცირე სტაციონარული არქიტექტურული ფორმებიდან და არასტაციონარული კონსტრუქციებიდან გარე ვაჭრობის ადგილის განსაზღვრის, გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი საქონლის განთავსებისა და ტერიტორიის მოწყობის წესებს და დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნებართვო გარე ვაჭრობის ფაქტების აღკვეთისას სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის პროცედურებს.
მუხლი 2🔗. გარე ვაჭრობის რეგულირების წესის ამოცანები
წინამდებარე წესის ამოცანებია:
1. დმანისის მუნიციპალიტეტის იერსახის დაცვა;
2. დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
3. ფეხით მოსიარულეთათვის გადაადგილების შეზღუდვის თავიდან აცილება;
4. დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სურსათის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
5. დმანისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინტერესების დაცვა.
მუხლი 3🔗. გარე ვაჭრობისათვის დასაშვები საქონლის ნომეკლატურა
მცირე სტაციონარული არქიტექტურული ფორმებიდან და არასტაციონარული კონსტრუქციებიდან დროებითი ვაჭრობისათვის დასაშვები საქონლის ნომენკლატურა განისაზღროს:
1. დროებითი სტაციონარიდან:
ა) ჟურნალ-გაზეთები;
ბ) წიგნები;
გ) ნახატები, სუვენირები და სხვა ხელნაკეთი ნივთები;
დ) ყვავილები.
2. სეზონური ვაჭრობა დროებითი სტაციონარიდან:
ა) გაზიანი გამაგრილებელი სასმელები და წყლები (მათ შორის ბურახი);
ბ) ნაყინი (სპეციალური მაცივრის მეშვეობით);
გ) პოპკორნი (ბატი-ბუტი).
3. არასტაციონალური კონსტრუქციებიდან
ა) ხილ-ბოსტნეული:
ა.ა) ვერტიკალურ სტელაჟზე ან/და დალხზე (თუ პროდუქცია და მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა აკმაყოფილებს სანიტარიულ ნორმებს და უზრუნველყოფს პროდუქციის ხარისხის შენარჩუნებას მიღების, შენახვისა და რეალიზაციის პროცესში);
ა.ბ) სატრასპორტო საშუალებებზე;
ბ) სპეცდანიშნულების საფირმო მანქანებიდან კვების პროდუქტები (სანიტარიული პირობებით და სასაქონლო-ესთეტიკური იერსახით დაცული).
გ) შეშა (სპეციალურად მოწყობილ ადგილებში);
4. გასართობი აპარატები
ა) ბოქსის აპარატი;
ბ) ტირი;
გ) ჰოტვილსის მანქანები;
დ) მაგიდის ფეხბურთი;
ე) საპრიზე აპარატი;
ვ) და სხვა.
მუხლი 4🔗. გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილებზე ობიექტების განთავსება
1. საზოგადოებრივი სარგებლობის ადგილებში ვაჭრობისათვის განკუთვნილი ადგილები მოეწყოს ისე, რომ ისინი აკმაყოფილებდნენ მუნიციპალიტეტის იერსახის მოთხოვნებს და არ შეაფერხონ ფეხით მოსიარულეთა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება. ვაჭრობა განხორციელდეს მოქმედი სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების, სხვა ნორმებისა და წესების დაცვით.
2. საზოგადოებრივ და საკურორტო ადგილებში, ასევე კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში განთავსებული მცირე არქიტექტურული ფორმების (კიოსკი, საჩრდილობელი, საყვავილე და სხვა) მოწყობა, რომელიც არ საჭიროებს მზიდი ან საყრდენი სამშენებლო კონსტრუქციების აგებას, გარდა ტერიტორიის შემოღობვისა, დაიშვება მხოლოდ დმანისის მუნიციპალიტეტის მერიასთან შეთანხმებული არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტით.
3. გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე განთავსებული შენობა - ნაგებობა ითვლება დროებით შენობა- ნაგებობად.
4. პირს, რომელსაც ამ წესის მე-6 მუხლის შესაბამისად მიეცემა გარე ვაჭრობის უფლება, გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე უფლება აქვს განათავსოს მხოლოდ I კლასს მიკუთვნებული შენობა-ნაგებობა, რომლის მშენებლობა ხდება საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით“ გათვალისწინებული წესით.
5. გარე ვაჭრობისთვის განსაზღვრულ ადგილზე ისეთი ნივთის განთავსება, რომელიც „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილების მიხედვით არ წარმოადგენს შენობა-ნაგებობას და შესაბამისად არ მიეკუთვნება რომელიმე კლასს (მაცივარი, სპეციალური სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი, ნივთის რეალიზაციის სხვა სპეციალური დანადგარი, დახლი და სხვა), თუმცა აღნიშნული ნივთები განკუთვნილია უშუალოდ გარე ვაჭრობისთვის, დასაშვებია დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით“ I კლასს მიკუთვნებული შენობა-ნაგებობის მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის გათვალისწინებული წესის შესაბამისად, შეთანხმებული არქიტექტურული ესკიზის საფუძველზე.
მუხლი 5🔗. გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრა
დმანისის მუნიციპალიტეტის მერიამ:
1. განსაზღვროს დმანისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე გარე ვაჭრობის კონკრეტული ადგილები, რა დროსაც გათვალისწინებული უნდა იქნეს:
ა) ქალაქის განვითარების ინტერესები;
ბ) ქალაქის იერსახე;
გ) მოსახლეობის სიმჭიდროვე;
დ) სატრანსპორტო ნაკადი;
ე) საზოგადოებრივი სივრცეების გამტარუნარიანობა;
ვ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება;
ზ) საგზაო მოძრაობის წესები;
თ) ეკოლოგიური მდგომარეობა;
ი) საზოგადოების სხვა ინტერესები.
2. განსაზღვროს გარე ვაჭრობისათვის გამოყოფილი ადგილებით სარგებლობის ფორმები და ამისათვის განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები;
3. შეიმუშაოს სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში, ასევე სხვა ფართომასშტაბიანი ღონისძიებებისა და აქციების მოწყობისას გარე ვაჭრობის ორგანიზების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები;
4. გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ აღნიშნულ ადგილზე გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი ნივთის (ობიექტის) განთავსებამ არ დააბრკოლოს ან სხვაგვარად არ შეზღუდოს მიწის ვაკისის სავალ ნაწილზე ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობა ან არ შეზღუდოს ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის ხილვადობა, ქვეითად მოსიარულეთა თავისუფალი მოძრაობა კონკრეტული ადგილის ინტენსიობა/გამტარუნარიანობის გათვალისწინებით.
მუხლი 6🔗. გარე ვაჭრობის უფლების მოპოვება
1. გარე ვაჭრობის უფლება შეიძლება მიეცეს ფიზიკურ პირს, ინდივიდუალურ მეწარმეს ან/და იურიდიულ პირს ან პირთა გაერთიანებას.
2. გარე ვაჭრობისათვის გამოყოფილ ტერიტორიაზე ფართის სასყიდლით გადაცემა შეიძლება მოხდეს პირდაპირი განკარგვის ან აუქციონის წესით „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის N669 დადგენილების შესაბამისად.
3. გარე ვაჭრობის უფლების მინიჭებისა და შესაბამისი ფართის გამოყოფის თაობაზე დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გამოსცემს ბრძანებას.
4. პირს გარე ვაჭრობის უფლება ეძლევა მხოლოდ იმ ადგილზე, რომელიც ამ წესის შესაბამისად განსაზღვრულია გარე ვაჭრობის ადგილისათვის.
5. გარე ვაჭრობისთვის განსაზღვრულ ადგილზე გარე ვაჭრობის უფლების მოპოვებისათვის დაინტერესებული პირი განცხადებით მიმართავს დმანისის მუნიციპალიტეტის მერს.
6. განცხადება ერთდროულად შეიძლება წარდგენილ იქნეს გარე ვაჭრობის უფლების რამდენიმე ადგილზე მიცემის მოთხოვნით. განცხადება შედგენილი უნდა იყოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78–ე მუხლის შესაბამისად და უნდა შეიცავდეს:
ა) დაინტერესებული პირის სახელს, გვარსა და მისამართს;
ბ) გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი იმ ადგილის ზუსტ დასახელებას, რომელზეც სურს გარე ვაჭრობის უფლების მოპოვება;
გ) მითითებას, რომ გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე, რომელზეც ითხოვს გარე ვაჭრობის უფლების მოპოვებას, უზრუნველყოფს სისუფთავის დაცვას;
დ) მითითებას, რომ სრულად და ჯეროვნად შეასრულებს გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრული ადგილისათვის დაწესებულ მოთხოვნებს;
ე) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც დაინტერესებული პირის აზრით მნიშვნელობა აქვს გარე ვაჭრობის უფლების მოპოვების საკითხის განხილვისას.
ვ) ელექტრო აპარატების განთავსების შემთხვევაში უსაფრთხოების ნორმების დაცვას.
7. დაინტერესებული პირი ვალდებულია განცხადებას დაურთოს მისი პირადობის მოწმობის ასლი, ხოლო თუ დაინტერესებული პირი იურიდიული პირია, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან.
8. გარე ვაჭრობის უფლების მინიჭების და ფართის გამოყოფის თაობაზე დმანისის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება უნდა ადგენდეს:
ა) გარე ვაჭრობის უფლების ვადას. თუ პირს გარე ვაჭრობის უფლება ეძლევა იმ ადგილზე, რომელიც განსაზღვრულია სეზონური გარე ვაჭრობის ადგილად, გარე ვაჭრობის უფლება არ შეიძლება აღემატებოდეს აღნიშნული ადგილისათვის განსაზღვრულ ვადას;
ბ) გადაცემული ფართის საფასურის გადახდის ვადებს;
გ) გადაცემული ფართის საფასურის დადგენილ ვადაში გადაუხდელობისას პირგასამტეხლოს ოდენობას;
დ) ანგარიშის ნომერს, რომელზეც უნდა მოხდეს გადაცემული ფართის საფასურის გადახდა ან/და დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდა;
ე) მითითებას, რომ პირი ვალდებულია გარე ვაჭრობა განახორციელოს მხოლოდ გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ იმ ადგილზე და იმ საზღვრებში, რომელზეც მიეცა გარე ვაჭრობის უფლება;
ვ) მითითებას გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე დასუფთავების წესების (სისუფთავის) დაცვის ვალდებულებაზე;
ზ) მითითებას დასუფთავების მოსაკრებლის/საფასურის გადახდის ვალდებულებაზე;
თ) მითითებას გარე ვაჭრობის უფლების გაუქმების საფუძვლების თაობაზე;
ი) მითითებას, რომ გარე ვაჭრობის უფლება არ ექვემდებარება სხვა პირებზე რაიმე ფორმით გადაცემას;
კ) სხვა საკითხებს, რომლებიც აუცილებელია გარე ვაჭრობის უფლების გადაცემისათვის.
9. გარე ვაჭრობის უფლების მოპოვებისათვის დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობისას გადაწყვეტილება გარე ვაჭრობის უფლებისა და ფართის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გაიცემა დმანისის მუნიციპალიტეტის მერის წერილის სახით.
10. ამ მუხლის შესაბამისად გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები, რომლებიც მოწესრიგებული არ არის წინამდებარე წესით, წესრიგდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით.
11. ფიზიკური ან/და იურიდიული პირების საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე გარე ვაჭრობის უფლების მოპოვება განხორციელდეს ამ დადგენილებით განსაზღვრული რეგულაციების შესაბამისად, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მუხლი 7🔗. საგამონაკლისო რეგულირება
დმანისის მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია უქმე დღეებისათვის და სხვა სადღესასწაულო დღეებისათვის განსაზღვროს ადგილები, სადაც გარე ვაჭრობა დასაშვებია წინამდებარე წესის მე-6 მუხლის დაუცველად, ასევე განსაზღვროს აღნიშნულ ადგილებზე გარე ვაჭრობისთვის განკუთვნილი ობიექტების განთავსების პირობები.
მუხლი 8🔗. წესის დარღვევა
1. გარე ვაჭრობის წესის დარღვევას წარმოადგენს:
ა) გარე ვაჭრობა შესაბამისი უფლების გარეშე;
ბ) გარე ვაჭრობა, გარე ვაჭრობის უფლების მიცემის (მიმნიჭებელი) აქტით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით.
2. ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ამ წესის შესაბამისად ითვლება გარე ვაჭრობად, მაგრამ ვერ აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს, ითვლება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1533 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევად.
მუხლი 9🔗. კონფისკაციის შედეგად მიღებული ქონების განკარგვა
1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნებართვო გარე ვაჭრობის ფაქტების აღკვეთისას სამართალდარღვევის საგნის (საქონლის) (შემდგომში – ქონება) კონფისკაციის შედეგად მიღებული ქონება წარმოადგენს დმანისის მუნიციპალიტეტის საკუთრებას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქონება ექვემდებარება პირდაპირი განკარგვის წესით უსასყიდლოდ გადაცემას იმ იურიდიული პირისათვის, რომლის საქმიანობის მიზანს წარმოადგენს სოციალურად დაუცველი, მზრუნველობამოკლებული, თავშესაფარში მცხოვრები ან სხვა გარემოების გამო სპეციალური საჭიროებების მქონე პირთათვის მომსახურების გაწევა/დახმარება.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ის ქონება, რომელიც არ ექვემდებარება გადაცემას ან ვერ გამოვლინდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით ქონების მიმღები პირი, უნდა განიკარგოს ან განადგურდეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დაწესებულებისათვის ქონების გადაცემაზე უფლებამოსილია დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია და ქონების მიმღებს ქონება გადაეცემა შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, რომელსაც ხელს აწერენ ქონების მიმღებისა და დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფლებამოსილი წარმომადგენელი (თანამშრომელი).