“ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №221 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1036
სარეგისტრაციო კოდი
200.220.010.22.033.007.803
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 122, 24/10/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.220.010.22.033.007.803

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №1036

2005 წლის 18 ოქტომბერი

 ქ. თბილისი

,,ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №221 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

“საქართველოს საბაჟო კოდექსის” 84-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 95-ე მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტისა და 97-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ,,საბაჟო ტარიფისა და გადასახადების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-8 პუნქტის დებულებათა გათვალისწინებით და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების” მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ” ქვე-პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

 ,,ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №221 ბრძანებაში (სსმ III, 2005 წ., №41, მუხ. 441) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება და დამატებები:

1. ბრძანების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 1

2006 წლის 1 იანვრიდან საქართველოს საბაჟო საზღვარზე ფიზიკური პირის მიერ გადაადგილებული პირადი სარგებლობის საგნების, ვალუტის და ფასიანი ქაღალდების დეკლარირება განხორციელდეს ,,ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის” (დანართი №1) გამოყენებით”.

2. ბრძანების პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 მუხლი:

,,მუხლი 11.

2006 წლის 1 იანვრამდე საქართველოს საბაჟო საზღვარზე ფიზიკური პირის მიერ გადაადგილებული პირადი სარგებლობის საგნების, ვალუტის და ფასიანი ქაღალდების, ძვირფასეულობის (ძვირფასი ლითონები, ქვები და ნაკეთობები), ანტიკვარული ნივთებისა და ხელოვნების ნიმუშების (ხატები, ნახატები, ქანდაკებები და სხვა) ყოველგვარი იარაღის, ნარკოტიკების, ფსიქოტროპული, ძლიერმოქმედი და მომწამვლელი ნივთიერებების, რადიაქტიური ნივთიერებების, მაღალსიხშირიანი რადიოელექტრონული მოწყობილობებისა და კავშირგაბმულობის საშუალებების, ცოცხალი ცხოველების, ცოცხალი ფრინველების, მცენარეების დეკლარირება განხორციელდეს „ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის” (დანართი №2) გამოყენებით”.

3. ბრძანებას დაემატოს დანართი №2 „ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაცია” თანდართული რედაქციით.

    მუხლი 2

 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 ა. ალექსიშვილი

დანართი №2

ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაცია

 

შენიშვნა: საბაჟო დეკ ლ არაციაში არასწორი მონაცემების შეტანა ან საბაჟო ორგანოს

 პასუხისმგებელი მუშაკისათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად

 

1.  ფიზიკური პირის მონაცემები:

ა) ––––––––––––/––––––––––––––––––––––/–––––––––––

   სახელი    გვარი       დაბადების                 თარიღი

ბ) ––––––––––––––––––––––––/–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

  საცხოვრებელი ადგილი (ქვეყანა, მისამართი)

გ) –––––––––––––––––––––––––/–––––––––––––––––––/––––––––––––––––––––

  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სახეობა, ნომერი, პირადი ნომერი

დ) ––––––––––––––––––––––––––

  მოქალაქეობა (ქვეყანა)

ე) ––––––––––––––––––––––––––––––––––

  ქვეყანა, საიდანაც ჩამოვიდა პიროვნება

ვ) ––––––––––––––––––––––––––––––––––    

  ქვეყანა, სადაც მიემგზავრება პიროვნება

 

ზ) მგზავრობის მიზანი:

 

 საქმიანი

 

პირადი

 

ტურიზმი

 

სხვა

 

2.  პირადად, აგრეთვე ხელბარგსა და ჩემს კუთვნილ ბარგში მაქვს დეკლარირებას ქვემდებარე:

ა) საქართველოს ეროვნული და უცხოური ვალუტა და ფასიანი ქაღალდები:

 

კი

 

 არა

 

 

 

ვალუტის (ფასიანი ქაღალ-დების) დასახელება

ოდენობა (ღირებულება)

ციფრებით

სიტყვიერად

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ბ) ძვირფასეულობა (ძვირფასი ლითონები, ქვები და ნაკეთობები), ანტიკვარული ნივთები და ხელოვნების ნიმუში (ხატები, ნახატები, ქანდაკებები და სხვა), ყოველგვარი იარაღი, ტყვია-წამალი, ადვილადაალებადი ნივთიერება, ნარკოტიკები, ფსიქოტროპული, ძლიერმოქმედი და მომწამლავი ნივთიერებები, რადიაქტიური ნივთიერებანი, მაღალსიხშირიანი რადიოელექტრონული მოწყობილობა და კავშირგაბმულობის საშუალებანი, ცოცხალი ცხოველები, ცოცხალი ფრინველები, მცენარეები

 

კი

 

 არა

 

 

 

საგნების დასახე-ება, მათი მოკლე აღწერი-ობა, საზღვარზე გადა- ადგილების ნებართვა

რაოდენობა

 

საბაჟოს აღნიშვნი-

სათვის

რაოდენობის ერთეული

ციფრებით

სიტყვიერად

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

                                                         

                         

გ) შემოსატანი საქონელი (მათ შორს აქციზური)

დაუბეგრავ ნორმაზე მეტი                          

კი

 

 არა

 

 

 

                                                            

გ.ა) კვების პროდუქტები ჯამური წონით 5 კგ-ზე მეტი და

ჯამური თანხით 200 ლარზე მეტი ღირებულებისა 

კი

 

 არა

 

 

                                                               

გ.ბ) პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი არაერთგვაროვანი,

50 კგ-ზე მეტი და თანხით 300 ლარზე მეტი ღირებულების

საქონელი

კი

 

 არა

 

 

 

გ.გ) ერთგვაროვანი საქონელი

 

კი

 

 არა

 

 

 

გ.დ) 2 ლიტრზე მეტი ალკოჰოლური სასმელი და 200 ღერზე

მეტი სიგარეტი      

კი

 

 არა

 

 

 

3. მე გავეცანი შენიშვნას, დეკლარაცია შეავსებულია ჩემ მიერ, რაზეც ხელს ვაწერ

  ––––––––––––––––––––––/ –––––––––––––––––––––

     ხელმოწერა                                 თარიღი

  –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

4. მებაჟის ხელმოწერა     –––––––––––––––––            ბ.ა.

 

 

„ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის“ შევსების ინსტრუქცია

 

I. ზოგადი დებულებები

 1. ეს ინსტრუქცია განსაზღვრავს საქართველოს საბაჟო საზღვარზე ფიზიკური პირის მიერ დეკლარირებას ქვემდებარე ვალუტისა და ფასიანი ქაღალდების და დეკლარაციის მე-2 პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტში მითითებული საგნების გადაადგილებისას ”ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის“ (შემდგომში –  „დეკლარაცია“) შევსების წესს.

    2. შევსებული დეკლარაცია რჩება საბაჟო ორგანოში და ინახება არანაკლებ 6 წლის განმავლობაში.

    3. დეკლარაციაში არ უნდა იყოს წაშლილი და გადასწორებული ადგილები. ყოველი შესწორების შეტანა უნდა მოხდეს არასწორი მონაცემების გადახაზვით და, თუ საჭიროა, შესაბამისი მონაცემების იმავე ფურცელზე ჩამატებით. ყოველი შესწორება მოწმდება საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით და პირადნომრიანი ბეჭდის დასმით.

    4. დეკლარაცია ივსება ფიზიკური პირის სურვილისამებრ ქართულ, რუსულ ან ინგლისურ ენაზე. გაურკვევლად შევსებული დეკლარაციები საბაჟო ორგანოების მიერ არ მიიღება.

    5. დეკლარაცია ივსება ორ ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი რჩება საბაჟო ორგანოს, ხოლო მეორე ეგზემპლარი გადაეცემა ფიზიკურ პირს.

    6. დეკლარაციის 1–3 პუნქტები, გარდა მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის ცხრილის უჯრედისა – ”საბაჟოს აღნიშვნისათვის“, ივსება ფიზიკური პირის მიერ.

    7. დეკლარაციიის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის ცხრილის უჯრედი ”საბაჟოს აღნიშვნისათვის“ და მე-4 პუნქტი ივსება საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი მოხელის მიერ.

 

II. დეკლარაციის შევსების წესი

    8. ფიზიკური პირის (შემდგომში – პირის) მიერ დეკლარაციის შევსების წესი:

   

    პუნქტი 1. „ფიზიკური პირის მონაცემები“:

    „ა“ ქვეპუნქტში აღინიშნება პირის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი. ამ მონაცემებისათვის გამოყოფილ ადგილებზე დაუშვებელია ინიციალების მითითება.

    „ბ“ ქვეპუნქტში აღინიშნება პირის მუდმივი საცხოვრებელი (რეგისტრაციის) ადგილი.

    „გ“ ქვეპუნქტში აღინიშნება პირადობის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტის სახეობა და ნომერი, პირადი ნომერი პირადობის მოწმობის (პასპორტის) მიხედვით.

    „დ“ ქვეპუნქტში აღინიშნება პირის მოქალაქეობა.

    „ე“ ქვეპუნქტში აღინიშნება ქვეყანა, საიდანაც ჩამოვიდა პიროვნება.

    „ვ“ ქვეპუნქტში აღინიშნება ქვეყანა, სადაც მიემგზავრება პიროვნება.

 „ზ“ ქვეპუნქტში მგზავრობის მიზნის შესაბამის კვადრატში კეთდება აღნიშვნა ”X“.

   

    პუნქტი 2. ”პირადად, აგრეთვე ხელბარგსა და ჩემს კუთვნილ ბარგში მაქვს დეკლარირებას ქვემდებარე“ -

    „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ნაღდი ფულის არსებობის შემთხვევაში „კი“-ს გასწვრივ კვადრატში კეთდება აღნიშვნა ”X“, ხოლო ცხრილის შესაბამის უჯრედებში აღინიშნება საქართველოს ეროვნული ან უცხოური ვალუტის და ფასიანი ქაღალდების დასახელება და რაოდენობა როგორც ციფრებით, ისე სიტყვიერად. თუ ცხრილში დარჩება ცარიელი უჯრები, ისინი გადაიხაზება. ნაღდი ფულის არარსებობის შემთხვევაში „არა“-ს გასწვრივ კვადრატში კეთდება აღნიშვნა ”X“, ხოლო ცხრილის ყველა ცარიელი უჯრედი გადაიხაზება.

     „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული ნივთების არსებობის შემთხვევაში ”კი“-ს გასწვრივ კვადრატში კეთდება აღნიშვნა ”X“, ხოლო ცხრილის შესაბამის უჯრედებში აღინიშნება ნივთების დასახელება, მათი მოკლე აღწერილობა, საზღვარზე გადაადგილების ნებართვა, რაოდენობა (რაოდენობის ერთეულის მითითებით) როგორც ციფრებით, ისე სიტყვიერად. თუ ცხრილში დარჩება ცარიელი უჯრედები, ისინი გადაიხაზება. მითითებული ნივთების არარსებობის შემთხვევაში ”არა“-ს გასწვრივ კვადრატში კეთდება აღნიშვნა ”X“, ხოლო ცხრილის ყველა ცარიელი უჯრედი გადაიხაზება.

     „გ“, „გ.ა“, „გ.ბ“, ,,გ.გ" და ,,გ.დ" ქვეპუნქტებში მითითებული საქონლის არსებობის შემთხვევაში „კი“-ს გასწვრივ კვადრატებში კეთდება აღნიშვნა „X“, წინააღმდეგ შემთხვევაში „არა“-ს გასწვრივ კვადრატებში კეთდება აღნიშვნა „X“;

     პუნქტ 3-ში შესაბამის ადგილზე პირი აკეთებს ხელმოწერას, ხოლო „თარიღი“-ს გასწვრივ აღნიშნავს დეკლარაციის შევსების თარიღს რიცხვის, თვის და წელიწადის მითითებით;

    9. საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი მოხელის მიერ გრაფების შევსების წესი:

    საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი მოხელის მიერ აუცილებლობის შემთხვევაში კეთდება სათანადო აღნიშვნა დეკლარაციიის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის ცხრილის ”საბაჟოს აღნიშვნისათვის“ გამოყოფილი უჯრედის შესაბამის დანაყოფში;

     მე-4 პუნქტში საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი მოხელე შესაბამის ადგილზე აწერს ხელს და „ბ.ა“-ზე (ბეჭდის ადგილზე) ამოწმებს მისი პირადნომრიანი ბეჭდით. ამასთან,     სრულყოფილად უნდა იკითხებოდეს ბეჭდის ნომერი და წარწერა.