საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №221 „ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
05.04.2005 ძალადაკარგული 20.12.2006
გამომცემი ორგანო
ნომერი
№221
სარეგისტრაციო კოდი
200220010.22.033.007225
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 41, 08/04/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.220.010.22.033.007.225

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №221

2005 წლის 5 აპრილი

ქ. თბილისი

ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის შესახებ

საქართველოს საბაჟო კოდექსის 84-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 95-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტისა და 97-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქარ­თველოს 2003 წლის 6 ივნისის №2391 კანონის მე-15 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნების შესასრულებლად და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული „სა­ქარ­­თვე­ლოს ფინანსთა სამინისტროს დებულების“ მე-4 მუხ­ლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველ­ზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

საქართველოს საბაჟო საზღვარზე ფიზიკური პირის მიერ გადაადგილებული პირადი სარგებლობის საგნების, ვალუტის და ფასიანი ქაღალდების დეკლარირება გან­ხორციელდეს ”ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარა­ციის“ (დანართი № 1) გამოყენებით.

    მუხლი 2

საბაჟო დეპარტამენტმა (ზ. ანთელიძე), ფინანსთა სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურთან შეთანხმებით, უზრუნველყოს ,,ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის“ ფორმების სამ ენაზე (ქარ­­თუ­­ლი, რუსული, ინგლისური) საჭირო რაოდენობით დამზა­დება.

    მუხლი 3

ამ ბრძანების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 25 მაისის №86 ბრძანება „ფიზი­კური პირის საბაჟო დეკლარაციის შესახებ“.

    მუხლი 4

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვ. ჩეჩელაშვილი

 

 

 

 

 

დანართი №1

ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაცია

 

შენიშვნა: საბაჟო დეკდარაციაში არასწორი მონაცემების შეტანა ან საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი მუშაკისათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად

 

1.  ფიზიკური პირის მონაცემები:

ა) ____________/______________________/___________

   სახელი    გვარი       დაბადების                 თარიღი

ბ) ________________________/_____________________________________________________

  საცხოვრებელი ადგილი (ქვეყანა, მისამართი)

გ) _________________________/___________________/____________________

  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სახეობა, ნომერი, პირადი ნომერი

დ) __________________________

  მოქალაქეობა (ქვეყანა)

ე) __________________________________

  ქვეყანა, საიდანაც ჩამოვიდა პიროვნება

ვ) __________________________________    

  ქვეყანა, სადაც მიემგზავრება პიროვნება

ზ) მგზავრობის მიზანი:

 

 საქმიანი

 

პირადი

 

ტურიზმი

 

სხვა

 

2.  პირადად, აგრეთვე ხელბარგსა და ჩემს კუთვნილ ბარგში მაქვს დეკლარირებას ქვემდებარე:

ა) საქართველოს ეროვნული და უცხოური ვალუტა და ფასიანი ქაღალდები:

კი

 

 არა

 

 

 

   ვალუტის დასახელება

ოდენობა (ღირებულება)

 

ციფრებით

სიტყვიერად

 

 

 

 

 

 

 

ბ) ძვირფასეულობა (ძვირფასი ლითონები, ქვები და ნაკეთობები), ანტიკვარული ნივთები და ხელოვნების ნიმუში (ხატები, ნახატები, ქანდაკებები და სხვა), ყოველგვარი იარაღი, ტყვია-წამალი, ადვილადაალებადი ნივთიერება, ნარკოტიკები, ფსიქოტროპული, ძლიერმოქმედი და მომწამლავი ნივთიერებები, რადიაქტიური ნივთიერებანი, მაღალსიხშიარიანი რადიოელექტრონული მოწყობილობა და კავშირგაბმულობის საშუალებანი, ცოცხალი ცხოველები, ცოცხალი ფრინველები, მცენარეები

 

კი

 

 არა

 

 

 

 

საგნების დასახელება, მათი მოკლე აღწერი-ლობა, საზღვარზე გადა-ადგილების ნებართვა

 

რაოდენობა

საბაჟოს აღნიშვნისათვის

 

რაოდენობის ერთეული

ციფრებით

სიტყვიერად

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

                                                          

                         

გ) შემოსატანი საქონელი დაუბეგრავ ნორმაზე (300 ლარამდე ღირებულების) ზემოთ

 (მათ შორის აქციზური საქონელი)   

კი

 

 არა

 

 

                                                               

დ) შემოსატანი ერთგვაროვანი საქონელი 20 კგ-ზე მეტი წონის   

კი

 

 არა

 

 

                                                                

ე) შემოსატანი არაერთგვაროვანი საქონელი 50 კგ-ზე მეტი წონის

კი

 

 არა

 

 

   

3. მე გავეცანი შენიშვნას, dეკლარაცია შეავსებულია ჩემს მიერ, რაზეც ხელს ვაწერ

  ______________________/ _____________________

     ხელმოწერა                            თარიღი

  _____________________________________________________________

4. მებაჟის ხელმოწერა     _________________            ბ.ა.

 

 

„ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის“ შევსების ინსტრუქცია

 

I. ზოგადი დებულებები

1. ეს ინსტრუქცია განსაზღვრავს საქართველოს საბაჟო საზღვარზე ფიზიკური პირის მიერ დეკლარირებას ქვემდებარე საქონლის, პირადი საგნების, ვალუტისა და ფასიანი ქაღალდების გადაადგილებისას ”ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის“ (შემდგომში _ „დეკლარაცია“) შევსების წესს.

2. შევსებული დეკლარაცია რჩება საბაჟო ორგანოში და ინახება არანაკლებ 6 წლის განმავლობაში.

3. დეკლარციაში არ უნდა იყოს წაშლილი და გადასწორებული ადგილები. ყოველი შესწორებების შეტანა უნდა მოხდეს არასწორი მონაცემების გადახაზვით და, თუ საჭიროა, შესაბამისი მონაცემების იმავე ფურცელზე ჩამატებით. ყოველი შესწორება მოწმდება საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით და პირადნომრიანი ბეჭდის დასმით.

4. დეკლარაცია ივსება ფიზიკური პირის სურვილისამებრ ქართულ, რუსულ ან ინგლისურ ენაზე. გაურკვევლად შევსებული დეკლარაციები საბაჟო ორგანოების მიერ არ მიიღება.

5. დეკლარაციის 1–3 პუნქტები, გარდა მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის ცხრილის უჯრედისა - „საბაჟოს აღნიშვნისათვის“, ივსება ფიზიკური პირის მიერ.

    6. დეკლარაციიის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის ცხრილის უჯრედი _ „საბაჟოს აღნიშვნისათვის“ და მე-4 პუნქტი ივსება საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი მოხელის მიერ.

 

II. დეკლარაციის შევსების წესი

     

 7. ფიზიკური პირის (შემდგომში _ პირის) მიერ დეკლარაციის შევსების წესი:

   

 პუნქტი 1. „ფიზიკური პირის მონაცემები“:

 „ა“ ქვეპუნქტში აღინიშნება პირის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი. ამ მონაცემებისათვის გამოყოფილ ადგილებზე დაუშვებელია ინიციალების მითითება.

 „ბ“ ქვეპუნქტში აღინიშნება პირის მუდმივი საცხოვრებელი (რეგისტრაციის) ადგილი.

 „გ“ ქვეპუნქტში აღინიშნება პირადობის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტის სახეობა და ნომერი, პირადი ნომერი პირადობის მოწმობის (პასპორტის) მიხედვით.

 „დ“ ქვეპუნქტში აღინიშნება პირის მოქალაქეობა.

 „ე“ ქვეპუნქტში აღინიშნება ქვეყანა, საიდანაც ჩამოვიდა პიროვნება.

 „ვ“ ქვეპუნქტში აღინიშნება ქვეყანა, სადაც მიემგზავრება პიროვნება.

 „ზ“ ქვეპუნქტში მგზავრობის მიზნის შესაბამის კვადრატში კეთდება აღნიშვნა „X“.

    

 პუნქტი 2. „პირადად, აგრეთვე ხელბარგსა და ჩემს კუთვნილ ბარგში მაქვს დეკლარირებას ქვემდებარე“ -

  „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ნაღდი ფულის არსებობის შემთხვევაში „კი“-ს გასწვრივ კვადრატში კეთდება აღნიშვნა ”X“, ხოლო ცხრილის შესაბამის უჯრედებში აღინიშნება საქართველოს ეროვნული ან უცხოური ვალუტის და ფასიანი ქაღალდების დასახელება და რაოდენობა როგორც ციფრებით, ისე სიტყვიერად. თუ ცხრილში დარჩება ცარიელი უჯრები, ისინი გადაიხაზება. ნაღდი ფულის არარსებობის შემთხვევაში „არა“-ს გასწვრივ კვადრატში კეთდება აღნიშვნა „X“, ხოლო ცხრილის ყველა ცარიელი უჯრედი გადაიხაზება.

  „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული ნივთების არსებობის შემთხვევაში ”კი“-ს გასწვრივ კვადრატში კეთდება აღნიშვნა ”X“, ხოლო ცხრილის შესაბამის უჯრედებში აღინიშნება ნივთების დასახელება, მათი მოკლე აღწერილობა, საზღვარზე გადაადგილების ნებართვა, რაოდენობა (რაოდენობის ერთეულის მითითებით) როგორც ციფრებით, ისე სიტყვიერად. თუ ცხრილში დარჩება ცარიელი უჯრედები, ისინი გადაიხაზება. მითითებული ნივთების არარსებობის შემთხვევაში ”არა“-ს გასწვრივ კვადრატში კეთდება აღნიშვნა „X“, ხოლო ცხრილის ყველა ცარიელი უჯრედი გადაიხაზება.

„გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებში მითითებული საქონლის არსებობის შემთხვევაში „კი“-ს გასწვრივ კვადრატებში კეთდება აღნიშვნა „X“, წინააღმდეგ შემთხვევაში „არა“-ს გასწვრივ კვადრატებში კეთდება აღნიშვნა „X“;

პუნქტ 3-ში შესაბამის ადგილზე პირი აკეთებს ხელმოწერას, ხოლო „თარიღი“-ს გასწვრივ აღნიშნავს დეკლარაციის შევსების თარიღს რიცხვის, თვის და წელიწადის მითითებით;

   

8. საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი მოხელის მიერ გრაფების შევსების წესი:

საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი მოხელის მიერ უცილებლობის შემთხვევაში კეთდება სათანადო აღნიშვნა დეკლარაციიის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის ცხრილის ”საბაჟოს აღნიშვნისათვის“ გამოყოფილი უჯრედის შესაბამის დანაყოფში;

მე-4 პუნქტში საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი მოხელე შესაბამის ადგილზე აწერს ხელს და „ბ.ა“-ზე (ბეჭდის ადგილზე) ამოწმებს მისი პირადნომრიანი ბეჭდით. ამასთან,     სრულყოფილად უნდა იკითხებოდეს ბეჭდის ნომერი და წარწერა.