„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
Law of Georgia (1)
- LAW OF GEORGIA ON ENTREPRENEURS 02.08.2021
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
„9. სავალდებულო აუდიტის შედეგების განმარტების მიზნით აუდიტორული ფირმა აუდიტის კომიტეტს წერილობით წარუდგენს დამატებით ანგარიშს. აღნიშნული დამატებითი ანგარიშის მომზადებისა და წარდგენის წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური.
10. აუდიტორული ფირმა, რომელიც სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტს ახორციელებს, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 141 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ გარემოებებს ასახავს აუდიტირებული სუბიექტის აუდიტის კომიტეტისთვის წარდგენილ, ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრულ დამატებით ანგარიშში. თუ აუდიტირებულ სუბიექტს არ ჰყავს აუდიტის კომიტეტი, დამატებითი ანგარიში აუდიტირებულ სუბიექტში მსგავსი ფუნქციების შემსრულებელ ორგანოს უნდა წარედგინოს.
11. აუდიტის კომიტეტი ან მსგავსი ფუნქციების შემსრულებელი ორგანო საჭიროების შემთხვევაში გამოსცემს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 141 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ არააუდიტორულ მომსახურებებთან დაკავშირებულ სახელმძღვანელო მითითებას.“.
მუხლი 2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური ამ კანონის ამოქმედებიდან 8 თვის ვადაში შეიმუშავებს აუდიტორული ფირმის მიერ აუდიტის კომიტეტისთვის წარსადგენი დამატებითი ანგარიშის მომზადებისა და წარდგენის წესს.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თბილისი, 29 მაისი 2024 წ. N4207-XIVმს-Xმპ |
რა შეცვალა ამ აქტმა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.05.2024.
- როდის იქნა მიღებული „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 29.05.2024. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №4207-XIVმს-Xმპ. სარეგისტრაციო კოდი — 240000000.05.001.102278.
- რამდენი მუხლისგან შედგება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.05.2024 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №4207-XIVმს-Xმპ, 29.05.2024, სარეგისტრაციო კოდი 240000000.05.001.102278 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.05.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6180082/