„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
ა) პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა და შემოსავლის ჩამორთმევის ნაცვლად ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გადახდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი წესით;“;
ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:
„8. დავის დაწყებამდე უფლების მფლობელმა ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გადახდის მოთხოვნით უნდა მიმართოს დამრღვევს, ხოლო დამრღვევს უფლება აქვს, უფლების მფლობელის მიერ ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გადახდის მოთხოვნიდან 2 კვირის ვადაში გადაუხადოს მას ერთჯერადი ფულადი კომპენსაცია დარღვეული უფლების კანონიერად გამოყენების შემთხვევაში უფლების მფლობელის მიერ მისაღები ფულადი ანაზღაურების 10 პროცენტზე მეტი ოდენობით. თუ დამრღვევი მისთვის მიმართვიდან 2 კვირის ვადაში არ გადაუხდის უფლების მფლობელს ერთჯერად ფულად კომპენსაციას აღნიშნული ოდენობით, უფლების მფლობელი უფლებამოსილია დაიწყოს დავა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და მოითხოვოს ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გადახდა, რომელიც არ უნდა იყოს დარღვეული უფლების კანონიერად გამოყენების შემთხვევაში უფლების მფლობელის მიერ მისაღები ფულადი ანაზღაურების ათმაგ ოდენობაზე ნაკლები.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თბილისი, 16 დეკემბერი 2022 წ. N2442-IXმს-Xმპ |
რა შეცვალა ამ აქტმა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 16.12.2022.
- როდის იქნა მიღებული „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 16.12.2022. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №2442-IXმს-Xმპ. სარეგისტრაციო კოდი — 050000000.05.001.020751.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.12.2022 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №2442-IXმს-Xმპ, 16.12.2022, სარეგისტრაციო კოდი 050000000.05.001.020751 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.12.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5644395/