“სახელმწიფო ეკონომიკური განვითარების სამინისტრის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სტატისტიკის დეპარტამენტის ცენტრალურ აპარატში ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნ კანდიტატისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ"

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
13.10.2005 ძალადაკარგული 02.03.2010
ნომერი
№1-2/640
სარეგისტრაციო კოდი
010.320.010.22.024.007.807
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 123, 25/10/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.024.007.807

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-2/640

2005 წლის 13 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ეკონომიკური    განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ სტატისტიკის დეპარტამენტის ცენტრალურ აპარატში ვაკანტურ თანამდებობებზე დასანიშნ კანდიდატთათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტების მოთ-ხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ სტატისტიკის დეპარტამენტის ცენტრალურ აპარატში ვაკანტურ თანამდებობებზე დასანიშნ კანდიდატთათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები თანდართული სახით.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის

შემსრულებელი ნ. თურნავა

დანართი

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ სტატისტიკის დეპარტამენტის ცენტრალურ აპარატში ვაკანტურ თანამდებობებზე დასანიშნ კანდიდატთათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

    მუხლი 1. მეთოდოლოგიის, კოორდინაციისა და სტანდარტების სამმართველო

1. სტატისტიკური სტანდარტების განყოფილების უფროსის თანამდებობაზე დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება ეკონომისტის კვალიფიკაციით;

ბ) პროფილით მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი;

გ) კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;

დ) უცხო ენის ცოდნა (ინგლისური და რუსული);

ე) შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:

ე.ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ე.ბ) ,,სტატისტიკის შესახებ” საქართველოს კანონი;

ე.გ) ,,საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შესახებ” საქართველოს კანონი;

ე.დ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის თავი პირველი, თავი მეორე, თავი მესამე, თავი მეოთხე, თავი მეათე;

ე.ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თავი პირველი, თავი მეორე, თავი მესამე, თავი მეოთხე;

ე.ვ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის 1-1/846 ბრძანება ,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ სტატისტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ”.

2. სტატისტიკური სტანდარტების განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება ეკონომისტის კვალიფიკაციით;

ბ) კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;

გ) უცხო ენის ცოდნა (ინგლისური და რუსული);

დ) შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:

დ.ა) საქართველოს კონსტიტუცია;

დ.ბ) ,,სტატისტიკის შესახებ” საქართველოს კანონი;

დ.გ) ,,საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შესახებ” საქართველოს კანონი;

დ.დ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის თავი პირველი, თავი მეორე, თავი მესამე, თავი მეოთხე, თავი მეათე;

დ.ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თავი პირველი, თავი მეორე, თავი მესამე, თავი მეოთხე;

დ.ვ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის 1-1/846 ბრძანება ,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ სტატისტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ”.

3. მეთოდოლოგიისა და კოორდინაციის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება ეკონომისტის კვალიფიკაციით;

ბ) კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;

გ) უცხო ენის ცოდნა (ინგლისური და რუსული);

დ) შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:

დ.ა) საქართველოს კონსტიტუცია;

დ.ბ) ,,სტატისტიკის შესახებ” საქართველოს კანონი;

დ.გ) ,,საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შესახებ” საქართველოს კანონი;

დ.დ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის თავი პირველი, თავი მეორე, თავი მესამე, თავი მეოთხე, თავი მეათე;

დ.ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თავი პირველი, თავი მეორე, თავი მესამე, თავი მეოთხე;

დ.ვ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის 1-1/846 ბრძანება ,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ სტატისტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ”.

    მუხლი 2. მაკროეკონომიკური სტატისტიკის სამმართველო

1. ეროვნულ ანგარიშთა განყოფილების უფროსის თანამდებობაზე დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება ეკონომისტის კვალიფიკაციით;

ბ) პროფილით მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი;

გ) ეროვნულ ანგარიშთა სისტემის ცოდნა;

დ) კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;

ე) უცხო ენის ცოდნა (ინგლისური და რუსული);

ვ) შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:

ვ.ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ვ.ბ) ,,სტატისტიკის შესახებ” საქართველოს კანონი;

ვ.გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის თავი პირველი, თავი მეორე, თავი მესამე, თავი მეოთხე, თავი მეათე;

ვ.დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თავი პირველი, თავი მეორე, თავი მესამე, თავი მეოთხე;

ვ.ე) საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის 1-1/846 ბრძანება ,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ სტატისტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ”.

2. ეროვნულ ანგარიშთა განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება ეკონომისტის კვალიფიკაციით;

ბ) ეროვნულ ანგარიშთა სისტემის შესახებ ზოგადი ცოდნა;

გ) კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;

დ) უცხო ენის ცოდნა (ინგლისური და რუსული);

ე) შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:

ე.ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ე.ბ) ,,სტატისტიკის შესახებ” საქართველოს კანონი;

ე.გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის თავი პირველი, თავი მეორე, თავი მესამე, თავი მეოთხე, თავი მეათე;

ე.დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თავი პირველი, თავი მეორე, თავი მესამე, თავი მეოთხე;

ე.ე) საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის 1-1/846 ბრძანება ,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ სტატისტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ”.

3. ეროვნულ ანგარიშთა განყოფილების უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება ეკონომისტის კვალიფიკაციით;

ბ) კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;

გ) უცხო ენის ცოდნა (ინგლისური და რუსული);

დ) შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:

დ.ა) საქართველოს კონსტიტუცია;

დ.ბ) ,,სტატისტიკის შესახებ” საქართველოს კანონი;

დ.გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის თავი პირველი, თავი მეორე, თავი მესამე, თავი მეოთხე, თავი მეათე;

დ.დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თავი პირველი, თავი მეორე, თავი მესამე, თავი მეოთხე;

დ.ე) საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის 1-1/846 ბრძანება ,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ სტატისტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ”.

    მუხლი 3. საწარმოთა სტატისტიკის სამმართველო

1. მრეწველობისა და მშენებლობის სტატისტიკის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება ეკონომისტის კვალიფიკაციით;

ბ) კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;

გ) უცხო ენის ცოდნა (ინგლისური და რუსული);

დ) შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:

დ.ა) საქართველოს კონსტიტუცია;

დ.ბ) ,,სტატისტიკის შესახებ” საქართველოს კანონი;

დ.გ) ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონი:

დ.დ) ,,მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდაჭერის შესახებ” საქართველოს კანონი;

დ.ე) ,,სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონი;

დ.ვ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის თავი პირველი, თავი მეორე, თავი მესამე, თავი მეოთხე, თავი მეათე;

დ.ზ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თავი პირველი, თავი მეორე, თავი მესამე, თავი მეოთხე;

დ.თ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის 1-1/846 ბრძანება ,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ სტატისტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ”.

2. მრეწველობისა და მშენებლობის სტატისტიკის განყოფილების უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება ეკონომისტის კვალიფიკაციით;

ბ) კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;

გ) უცხო ენის ცოდნა (ინგლისური და რუსული);

დ) შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:

დ.ა) საქართველოს კონსტიტუცია;

დ.ბ) ,,სტატისტიკის შესახებ” საქართველოს კანონი;

დ.გ) ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონი:

დ.დ) ,,მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდაჭერის შესახებ” საქართველოს კანონი;

დ.ე) ,,სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონი;

დ.ვ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის თავი პირველი, თავი მეორე, თავი მესამე, თავი მეოთხე, თავი მეათე;

დ.ზ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თავი პირველი, თავი მეორე, თავი მესამე, თავი მეოთხე;

დ.თ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის 1-1/846 ბრძანება ,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ სტატისტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ”.

3. მომსახურების სტატისტიკის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება ეკონომისტის კვალიფიკაციით;

ბ) კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;

გ) უცხო ენის ცოდნა (ინგლისური და რუსული);

დ) შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:

დ.ა) საქართველოს კონსტიტუცია;

დ.ბ) ,,სტატისტიკის შესახებ” საქართველოს კანონი;

დ.გ) ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონი:

დ.დ) ,,მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდაჭერის შესახებ” საქართველოს კანონი;

დ.ე) ,,სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონი;

დ.ვ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის თავი პირველი, თავი მეორე, თავი მესამე, თავი მეოთხე, თავი მეათე:

დ.ზ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თავი პირველი, თავი მეორე, თავი მესამე, თავი მეოთხე;

დ.თ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის 1-1/846 ბრძანება ,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ სტატისტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ”.

    მუხლი 4. ფასების სტატისტიკის სამმართველო

1. ფასების სტატისტიკის სამმართველოს უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება ეკონომისტის კვალიფიკაციით;

ბ) კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;

გ) უცხო ენის ცოდნა (ინგლისური და რუსული);

დ) შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:

დ.ა) საქართველოს კონსტიტუცია;

დ.ბ) ,,სტატისტიკის შესახებ” საქართველოს კანონი;

დ.გ) ,,ფასების და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონი;

დ.დ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის თავი პირველი, თავი მეორე, თავი მესამე, თავი მეოთხე, თავი მეათე:

დ.ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თავი პირველი, თავი მეორე, თავი მესამე, თავი მეოთხე;

დ.ვ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის 1-1/846 ბრძანება ,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ სტატისტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ”.

    მუხლი 5. სოციალური და დემოგრაფიული სტატისტიკის სამმართველო

1. დემოგრაფიული სტატისტიკის განყოფილების უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება ეკონომისტის კვალიფიკაციით;

ბ) კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;

გ) უცხო ენის ცოდნა (ინგლისური და რუსული);

დ) შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:

დ.ა) საქართველოს კონსტიტუცია;

დ.ბ) ,,სტატისტიკის შესახებ” საქართველოს კანონი;

დ.გ) ,,საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შესახებ” საქართველოს კანონი;

დ.დ) ,,სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონი;

დ.ე) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის თავი პირველი, თავი მეორე, თავი მესამე, თავი მეოთხე, თავი მეათე;

დ.ვ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თავი პირველი, თავი მეორე, თავი მესამე, თავი მეოთხე;

დ.ზ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის 1-1/846 ბრძანება ,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ სტატისტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ”.

2. სოციალური ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება ეკონომისტის კვალიფიკაციით;

ბ) კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;

გ) უცხო ენის ცოდნა (ინგლისური და რუსული);

დ) შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:

დ.ა) საქართველოს კონსტიტუცია;

დ.ბ) ,,სტატისტიკის შესახებ” საქართველოს კანონი;

დ.გ) ,,საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შესახებ” საქართველოს კანონი;

დ.დ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის თავი პირველი, თავი მეორე, თავი მესამე, თავი მეოთხე, თავი მეათე;

დ.ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თავი პირველი, თავი მეორე, თავი მესამე, თავი მეოთხე;

დ.ვ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის 1-1/846 ბრძანება ,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ სტატისტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ”.

3. შრომის სტატისტიკის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება ეკონომისტის კვალიფიკაციით;

ბ) პროფილით მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი;

გ) კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;

დ) უცხო ენის ცოდნა (ინგლისური და რუსული);

ე) შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:

ე.ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ე.ბ) ,,სტატისტიკის შესახებ” საქართველოს კანონი;

ე.გ) ,,დასაქმების შესახებ” საქართველოს კანონი;

ე.დ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის თავი პირველი, თავი მეორე, თავი მესამე, თავი მეოთხე, თავი მეათე;

ე.ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თავი პირველი, თავი მეორე, თავი მესამე, თავი მეოთხე;

ე.ვ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის 1-1/846 ბრძანება ,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ სტატისტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ”.

    მუხლი 6. სოფლის მეურნეობისა და ეკოლოგიის სტატისტიკის სამმართველო

სოფლის მეურნეობისა და ეკოლოგიის სტატისტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება ეკონომისტის კვალიფიკაციით;

ბ) კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;

გ) უცხო ენის ცოდნა (ინგლისური და რუსული);

დ) შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:

დ.ა) საქართველოს კონსტიტუცია;

დ.ბ) ,,სტატისტიკის შესახებ” საქართველოს კანონი;

დ.გ) ,,მიწის რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონი;

დ.დ) ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” საქართველოს კანონი;