„გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 მარტის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №12 |
|
2024 წლის 30 მაისი ქ. გარდაბანი |
ა) მე-11 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. მერიის სამსახურებია:
ა) ადმინისტრაციული სამსახური:
ა.ა) მოქალაქეთა მომსახურებისა და საქმისწარმოების განყოფილება;
ა.ბ) იურიდიული განყოფილება;
ა.გ) ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება;
ბ) წარმომადგენელთა კოორდინაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური:
ბ.ა) წარმომადგენელთა კოორდინაციისა და საორგანიზაციო საკითხების განყოფილება;
ბ.ბ) საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის განყოფილება;
ბ.გ) ინფორმაციული უზრუნველყოფის განყოფილება;
გ) საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური:
გ.ა) საფინანსო-საბიუჯეტო განყოფილება;
გ.ბ) საბუღალტრო აღრიცხვის განყოფილება;
გ.გ) სახაზინო განყოფილება;
გ.დ) შესყიდვების განყოფილება;
დ) ეკონომიკური განვითარებისა და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახური:
დ.ა) ეკონომიკის განყოფილება;
დ.ბ) მუნიციპალური ქონებისა და მატერიალური რესურსების მართვის განყოფილება.
ე) ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახური:
ე.ა) არქიტექტურის განყოფილება;
ე.ბ) საპროექტო დოკუმენტაციის ანალიზისა და მონიტორინგის განყოფილება;
ე.გ) სამშენებლო სამუშაოების მონიტორინგის განყოფილება;
ვ) განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და გენდერული თანასწორობის საქმეთა სამსახური:
ვ.ა) განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება;
ვ.ბ) ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და სპორტის განყოფილება;
ვ.გ) გენდერული თანასწორობის განყოფილება.
ზ) ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური:
ზ.ა) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება;
თ) მუნიციპალური ინსპექციის სამსახური:
თ.ა) ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილება;
თ.ბ) ინსპექტირების განყოფილება;
თ.გ) ადგილობრივი მოსაკრებლების განოფილება;
ი) შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახური:
ი.ა) შიდა აუდიტის განყოფილება;
ი.ბ) მონიტორინგის განყოფილება.“;
ბ) 29-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საქართველოს კანონით „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ განსაზღვრული წესით მერიაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირია მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი, ხოლო საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირია – მერიის წარმომადგენელთა კოორდინაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი.”;
გ) 29-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. მერიის საქმიანობის შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებულობას უზრუნველყოფს მერიის წარმომადგენელთა კოორდინაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციული უზრუნველყოფის განყოფილება, მერიის ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით.“.
|