,,სს ,,თელასის” საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე მომხმარებლების მიერ ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ” სემეკ-ის 2005 წლის 30 სექტემბრის №21 დადგენილებაში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.290.000.16.009.007.842
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ)
დადგენილება №24
2005 წლის 31 ოქტომბერი
ქ. თბილისი
,,სს ,,თელასის” საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე მომხმარებლების მიერ ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ” სემეკ-ის 2005 წლის 30 სექტემბრის №21 დადგენილებაში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-მუხლის, ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტისა და 28-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, კომისია ადგენს:
მუხლი 1.
,,სს ,,თელასის” საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე მომხმარებლების მიერ ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ” 2005 წლის 30 სექტემბრის №21 დადგენი-ლებაში (სსმ III, 2005 წ., №118) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები:
1. დადგენილების პუნქტი 2 და პუნქტი 3 ჩამოყალიბდნენ შემდეგი რედაქციით:
,,2. დამტკიცდეს სს “თელასის” საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე უბნების ჩამონათვალი დანართი №21-ის მიხედვით.
,,3. დადგენილების მოქმედების ვადა განისაზღვროს 2006 წლის 1 ნოემბრამდე.”.
2. დადგენილებით დამტკიცებული სს ,,თელასის” საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე მომხმარებლების მიერ ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის დროებითი წესის მე-2 მუხლს დაემატოს მე-4 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,4. ელექტროენერგიის აღრიცხვის გამართული ხელსაწყო _ ელექტროენერგიის აღრიცხვის ხელსაწყო, რომელიც დამონტაჟებულია უფლებამოსილი (ლიცენზირებული) ორგანიზაციის მიერ და შესაბამისად მრიცხველის კორპუსს ადევს დამმოწმებელი ორგანიზაციის, ხოლო მომჭერების ხუფს _ გამანაწილებელი კომპანიის ბრჯენები. მრიცხველის კორპუსი, ინდიკაციის ფარის მინა და მრიცხველში დენშემყვანი კაბელის იზოლაცია არ არის დაზიანებული.”.
3. წესის მე-4 მუხლს დაემატოს მე-5 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,5. საერთო მოხმარების მრიცხველის ექსპლოატაციაში გაშვებამდე კომპანიამ მომხმარებლებისა და საერთო მრიცხველზე მიერთებული აბონენტების წარმომადგენლების თანდასწრებით უნდა შეამოწმოს საერთო და ყველა სამფაზა მომხმარებლის აღრიცხვის კვანძები, ხოლო საერთო მრიცხველით აღრიცხვის დაწყების მომენტისათვის დააფიქსიროს საერთო, სამფაზა და ერთფაზა აბონენტების გამართული აღრიცხვის კვანძების მრიცხველების ჩვენებები.“.
4. წესის მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13.
სს ,,თელასმა“ 2005 წლის 15 დეკემბრამდე უზრუნველყოს საერთო მოხმარების მრიცხველების დაყენება და მათზე მომხმარებელთა მიერთება ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი პრინციპის შესაბამისად.“.
5. ძალადაკარგულად გამოცხადდეს დადგენილების დანართი 2.
6. დადგენილებას დაემატოს დანართი 21.
მუხლი 2.
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
თავმჯდომარე გ. თავაძე
დანართი 21
|
№ | სატრანსფორმატორო ჯიხურის № | აბონენტების რაოდენობა | მისამართი
|
| 2 | 3 | 4 | |
| მთაწმინდის მომსახურების ცენტრი | |||
| 1. 2. 3. 4. 5. 6. 7. 8. 9. 10. 11. 12. 13. 14. 15. 16. 17. 18. 19. 20. 21. 22. 23. 24. 25. 26. 27. 28. 29. | 51 53 54 55 56 58 59 60 61 63 66 68 69 70 71 72 74 75 83 87 110 117 125 129 131 132 143 4006 4008 | 91 238 179 276 235 31 230 89 52 284 73 45 157 226 91 162 66 43 95 85 22 53 32 29 35 128 25 168 173 | წავკისი წავკისი შინდისი ტაბახმელა ტაბახმელა კოჯორი კოჯორი კოჯორი კოჯორი კოჯორი კიკეთი კიკეთი, კოჯორი კიკეთი შინდისი წავკისი ტაბახმელა წავკისი კიკეთი წავკისი კოჯორი წავკისი წავკისი კვესეთი,კიკეთი(1 აბონ.) ბეთანია ბეთანია, ქვ. ბეთანია კოჯორი შინდისი ოქროყანა ოქროყანა |
| ვარაზისხევის მომსახურების ცენტრი | |||
| 30. | 3543 | 88
| სოფ. ახალდაბა |