„ღივების წარმოებისთვის განკუთვნილი თესლებისა და ღივების მიკვლევადობის შესახებ მოთხოვნების“ დამტკიცების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№190
სარეგისტრაციო კოდი
240110000.10.003.024584
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/06/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №190

2024 წლის 13 ივნისი

ქ. თბილისი

 

მუხლი 1
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „ღივების წარმოებისთვის განკუთვნილი თესლებისა და ღივების მიკვლევადობის შესახებ მოთხოვნები“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე



ღივების წარმოებისთვის განკუთვნილი თესლებისა და ღივების მიკვლევადობის შესახებ მოთხოვნები
მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. „ღივების წარმოებისთვის განკუთვნილი თესლებისა და ღივების მიკვლევადობის შესახებ მოთხოვნები“ (შემდგომში − წესი) ადგენს მიკვლევადობის წესებს და აწესრიგებს ამ პროცესში წარმოქმნილ ურთიერთობებს.

2. ბიზნესოპერატორის მიერ ამ წესით განსაზღვრული მიკვლევადობასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულების სახელმწიფო კონტროლს საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სურსათის ეროვნული სააგენტო,  ხოლო საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებისას −  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური, „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილებითა  და „არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 13 აპრილის №153 დადგენილებით განსაზღვრული საქონლის მიმართ.

მუხლი 2. მოქმედების სფერო

1. ამ წესით განსაზღვრული მიკვლევადობის მოთხოვნები ვრცელდება:

ა) ღივების პარტიებზე;

ბ) თესლების პარტიებზე, რომლებიც განკუთვნილია ღივების წარმოებისათვის.

2. ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნები არ ვრცელდება ღივებზე, რომლებიც, მიკრობიოლოგიური საფრთხეების პრევენციისა და თავიდან აცილებისათვის, ექვემდებარებიან დამუშავებას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.

მუხლი 3. ტერმინთა განმარტებები

1. ამ წესის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ღივი − პროდუქტი, რომელიც მიიღება თესლის აღმოცენებითა და   წყალში ან სხვა არეში განვითარებით, რომელიც მოკრეფილია ნამდვილი ფოთლის განვითარებამდე და განკუთვნილია სურსათად მთლიანად,  თესლის ჩათვლით, მოხმარებისათვის;

ბ) პარტია − ღივების ან ღივების საწარმოებლად განკუთვნილი თესლების რაოდენობა, რომელსაც აქვს ერთი და იგივე ტაქსონომიური დასახელება,  იგზავნება ერთი და იმავე საწარმოდან/დაწესებულებიდან ერთსა და იმავე დანიშნულების ადგილზე, ერთსა და იმავე დღეს. ერთი ან რამდენიმე პარტია შეიძლება, ქმნიდეს ტვირთის პარტიას, თუმცა ერთ შეფუთვაში შერეული სხვადასხვა ტაქსონომიური დასახელების მქონე თესლები, რომლებიც გამიზნულია ერთად გაღივებისთვის და მათგან მიღებული ღივებიც ასევე  წარმოადგენს ერთ პარტიას;

გ) ტვირთი − ღივების ან თესლების რაოდენობა, რომელიც განკუთვნილია ღივების  წარმოებისათვის და:

გ.ა) რომელიც წარმოშობილია ერთი და იმავე ქვეყნიდან;

გ.ბ) რომელზედაც გაცემულია ერთი და იგივე  სერტიფიკატი;

გ.გ) რომელთა გადაზიდვა ხდება ერთი და იმავე სატრანსპორტო საშუალებით.

2. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ტერმინებისა, ამ წესის მიზნებისათვის გამოიყენება ასევე სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით განსაზღვრული ტერმინები.

მუხლი 4. მიკვლევადობის მოთხოვნები

1. ბიზნესოპერატორმა წარმოებისა და დისტრიბუციის ყველა ეტაპზე უნდა უზრუნველყოს  ღივების წარმოებისათვის განკუთვნილი თესლებისა და ღივების შესახებ ჩანაწერების წარმოება. იგი ვალდებულია, ამ მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულებისათვის საჭირო ინფორმაცია მიაწოდოს თესლებისა და ღივების მიმღებ ბიზნესოპერატორს. ეს ინფორმაცია უნდა მოიცავდეს  მონაცემებს:

ა) თესლების ან ღივების ზუსტი აღწერილობის, მათ შორის, მცენარის ტაქსონომიური დასახელების შესახებ;

ბ) მიწოდებული თესლების ან ღივების მოცულობის ან რაოდენობის შესახებ;

გ) თუ თესლები ან ღივები გამოგზავნილია სხვა ბიზნესოპერატორისაგან, დასახელებასა და მისამართს:

გ.ა) იმ ბიზნესოპერატორის, ვისგანაც გამოიგზავნა თესლები ან ღივები;

გ.ბ) ტვირთის გამგზავნი (მფლობელი), თუ ის განსხვავდება იმ ბიზნესოპერატორისაგან, ვისგანაც გამოიგზავნა თესლები ან ღივები;

დ) იმ ბიზნესოპერატორის შესახებ, ვისთანაც გაიგზავნა თესლები ან ღივები;

ე) ტვირთის მიმღების (მფლობელის) სახელისა და მისამართის შესახებ, თუ ის განსხვავდება იმ ბიზნესოპერატორისაგან, ვისაც ეგზავნება თესლები ან ღივები;

ვ) საჭიროების შემთხვევაში, ინფორმაციას პარტიის საიდენტიფიკაციო მონაცემების შესახებ;

ზ) გაგზავნის თარიღის შესახებ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია შეიძლება შენახულ იქნეს ჩანაწერების სახით და ნებისმიერი შესაბამისი ფორმით ადვილად იქნეს მიწოდებული თესლების ან ღივების მიმღები  ბიზნესოპერატორისათვის.

3. ბიზნესოპერატორმა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული: 

ა) სათანადო ინფორმაცია უნდა გასცეს ყოველდღიურად;

ბ) ჩანაწერები განაახლოს ყოველდღიურად და ხელმისაწვდომი გახადოს  საკმარისი დროის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც შეიძლება, მიჩნეულ იქნეს, რომ ღივები მოხმარებულია.

4. ბიზნესოპერატორი ვალდებულია, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია მიაწოდოს უფლებამოსილ პირს მოთხოვნისთანავე, ზედმეტი შეფერხების გარეშე.

მუხლი 5. მიკვლევადობის მოთხოვნები იმპორტირებული თესლებისათვის ან ღივებისათვის

1. იმპორტირებულ თესლების ტვირთს, რომელიც გამიზნულია ღივების წარმოებისათვის და იმპორტირებულ ღივების ტვირთს თან უნდა ახლდეს ამ წესის დანართით განსაზღვრული „ოფიციალური სერტიფიკატი ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის განკუთვნილი ღივებისა და ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის განკუთვნილი ღივების საწარმოებლად გამიზნული თესლების საქართველოში იმპორტისათვის“.

2. ბიზნესოპერატორი, რომელიც ახორციელებს თესლების ან ღივების იმპორტს, ვალდებულია, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სერტიფიკატი შეინახოს საკმარისი დროის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც შეიძლება, მიჩნეულ იქნეს, რომ ღივები მოხმარებულია.

3. ყველა ბიზნესოპერატორმა, რომელსაც შეხება აქვს/განკარგავს  ღივების წარმოებისთვის განკუთვნილ  იმპორტირებულ თესლებს, უნდა მიაწოდოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სერტიფიკატის ასლები ყველა ბიზნესოპერატორს, ვისთანაც იგზავნება თესლები, სანამ ამ თესლებს არ მიიღებს ღივების მწარმოებელი ბიზნესოპერატორი.

4. თუ ღივების წარმოებისათვის განკუთვნილი თესლი საცალო ვაჭრობაში რეალიზაციისათვის დაფასოებულია, ყველა ბიზნესოპერატორმა, რომელსაც შეხება აქვს/განკარგავს ღივების წარმოებისათვის განკუთვნილ იმპორტირებულ თესლებზე, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სერტიფიკატის ასლი უნდა მიაწოდოს ყველა იმ ბიზნესოპერატორს, ვისაც საცალო ვაჭრობაში რეალიზაციისათვის შეფუთვამდე მიეწოდება თესლები.


📎 დანართები (1)
დანართი N190.docx

დანართი

ოფიციალური სერტიფიკატი

ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის განკუთვნილი ღივებისა და ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის განკუთვნილი ღივების საწარმოებლად გამიზნული თესლების საქართველოში იმპორტისათვის

ქვეყანა/ Country ოფიციალური სერტიფიკატი საქართველოში იმპორტისათვის/ Official certificate for import into Georgia

ნაწილი

I : ტვირთის აღწერა/Part I: Description of consignment

I.1. ტვირთის გამგზავნი/ექსპორტიორი Consignor/Exporter

სახელი/ Name

მისამართი/ Address

ქვეყანა/Country ქვეყნის ISO კოდი/ISO country code

I.2. სერტიფიკატის ნომერი/

Certificate reference No

I.2a
I.3. ცენტრალური კომპეტენტური ორგანო /Central competent authority QR CODE
I.4.ადგილობრივი კომპეტენტური ორგანო /Local competent authority

I.5. ტვირთის მიმღები/იმპორტიორი Consignee/Importer

სახელი/Name

მისამართი/Address

ქვეყანა/Country ISO კოდი/ISO country code

I.6. ტვირთზე პასუხისმგებელი პირი /Operator responsible for the consignment

სახელი/Name

მისამართი/Address

ქვეყანა/Country ISO კოდი/ISO country code

I.7. წარმოშობის ISO კოდი/

ქვეყანა/Country of origin ISO country code

I.9. დანიშნულების ISO კოდი

ქვეყანა/Country of destination ISO country Code

1.8 წარმოშობის რეგიონი/ კოდი/Code

Region of origin

I.10. დანიშნულების რეგიონი/ კოდი/

Region of destination Code

I.11. გაგზავნის ადგილი/Place of dispatch

სახელი/ Name რეგისტრაციის/აღიარების N

მისამართი/ Address Registration/Approval N

ქვეყანა/Country ISO კოდი/ISO country code

I.12. დანიშნულების ადგილი/ Place of destination

სახელი/ Name

რეგისტრაციის/აღიარების N

მისამართი/ Address Registration/Approval N

ქვეყანა/Country

ISO კოდი/ISO country code

I.13. ჩამოტვირთვის ადგილი/Place of loading I.14. გაგზავნის დრო და თარიღი/ Date and time of departure

I.15. სატრანსპორტო საშუალება/

Means of transport

თვითმფრინავი/Aircraft გემი /Vessel

სარკინიგზო/ საგზაო ავტოტრანსპორტი/

Railway Road vehicle

იდენტიფიკაცია/Identification

I.16. შესვლის სასაზღვრო კონტროლის პუნქტი / Entry Border Control Post

1.17.თანმხლები დოკუმენტები/Accompanying documents

ტიპი/Type კოდი/Code

ქვეყანა/Country ISOკოდი/ISO country code

კომერციული დოკუმენტის სარეგისტრაციო ნომერი/Commercial document Reference

I.18. ტრანსპორტირების პირობები/ Transport conditions  გარემო/ Ambient  გაცივებული/Chilled  გაყინული/Frozen

I.19. კონტეინერის/ლუქის ნომერი/ Container No/ Seal No

კონტეინერის ნომერი/ Container No ლუქის ნომერი/ Seal No

I.20. სერტიფიცირებულია / certified as or for
ადამიანთა მოხმარებისთვის/ products for Human consumption 
I.21. I.22. შიდა ბაზრისთვის/ For internal market: 
I.23
I.24. შეფუთვის საერთო რაოდენობა/ Total number of packages

I.25. საერთო რაოდენობა/

Total quantity

I.26. მთლიანი ნეტო წონა(კგ)/ მთლიანი ბრუტო წონა(კგ)/

Total net weight (kg)/Total gross weight (kg)

I.27. ტვირთის აღწერა/ Description of consignment
სეს ესნ კოდი/CN code სახეობა / Species
საწყობი – მაცივარი/Cold store შეფუთვის სახე/Type of packaging ნეტო წონა/Net weight
შეფუთვის რაოდენობა/Number of packaging ლოტის ნომერი/Batch number
საბოლოო მომხმარებელი/ final consumer  შეგროვების დრო/date of collection
მწარმოებელი/ Manufacturing plant
ქვეყანა/ Country ოფიციალური სერტიფიკატი საქართველოში იმპორტისათვის/ Official certificate for import into Georgia

ნაწილი II : სერტიფიცირება/ certification

II. ინფორმაცია უვნებლობის შესახებ/ Health information

II.ა.სერტიფიკატის ნომერი/

II.a Certificate reference No

II.ბ

II. სანიტარიულ-ჰიგიენური დამოწმება

მე, ქვემოთ ხელის მომწერი, ვაცხადებ, რომ გავეცანი სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №173 დადგენილების  „ტექნიკური რეგლამენტების − „სურსათის ჰიგიენის ზოგადი წესისა“ და „სურსათის ჰიგიენის გამარტივებული წესის“ დამტკიცების თაობაზე“ შესაბამის მოთხოვნებს  (ევროპის პარლამენტისა და ევროსაბჭოს  რეგულაცია (EC) N178/2002 და ევროპის პარლამენტისა და ევროსაბჭოს  რეგულაცია (EC) N852/2004) და ვადასტურებ, რომ: / I, the undersigned, hereby declare that I am aware of the relevant requirements of  food/feed safety, veterinary and plant protection code of Georgia and Resolution N 173 of the Government of Georgia dated June 25, 2010 on approval of technical regulations – "General rule of food hygiene" and "Simplified rule of food hygiene"((EC) N178/2002 of the European Parliament and of the Council and Regulation (EC) N852/2004 of the European Parliament and of the Council), and hereby certify that:

ან(1) II.1.1. I ნაწილში აღწერილი ღივების წარმოებისათვის განკუთვნილი თესლი წარმოებულია საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №173 დადგენილების „ტექნიკური რეგლამენტების − „სურსათის ჰიგიენის ზოგადი წესისა“ და „სურსათის ჰიგიენის გამარტივებული წესის“ დამტკიცების თაობაზე“ მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ, ამ დადგენილების დანართი 1-ის მე-3 მუხლით გათვალისწინებული პირველადი წარმოებისა და მასთან დაკავშირებული პროცედურების ჰიგიენური მოთხოვნების შესაბამისად (ევროპის პარლამენტისა და ევროსაბჭოს  რეგულაცია (EC) N852/2004, დანართი I , ნაწილი "ა")/the sprouts and seeds intended for the production of sprouts described in Part I were produced under conditions which comply with Resolution N 173 of the Government of Georgia dated June 25, 2010 on approval of technical regulations – "General rule of food hygiene" and "Simplified rule of food hygiene" in particular with the hygiene requirements for primary production and associated operations set out in Annex 1, article 3 thereto (Regulation(EC) N852/2004, Annex I, Part A).

ან(1) II.1.1.

ა) I ნაწილში აღწერილი ღივები წარმოებულია საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №173 დადგენილების „ტექნიკური რეგლამენტების − „სურსათის ჰიგიენის ზოგადი წესისა“ და „სურსათის ჰიგიენის გამარტივებული წესის“ დამტკიცების თაობაზე“ მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ, ამ დადგენილების დანართი 1-ის მე-3 მუხლით გათვალისწინებული პირველადი წარმოებისა და მასთან დაკავშირებული პროცედურების ჰიგიენური მოთხოვნების შესაბამისად (ევროპის პარლამენტისა და ევროსაბჭოს  რეგულაცია (EC) N852/2004, დანართი I , ნაწილი "ა")/the sprouts and seeds intended for the production of sprouts described in Part I were produced under conditions which comply with Resolution N 173 of the Government of Georgia dated June 25, 2010 on approval of technical regulations – "General rule of food hygiene" and "Simplified rule of food hygiene" in particular with the hygiene requirements for primary production and associated operations set out in Annex 1, article 3 thereto (Regulation(EC) N852/2004, Annex I, Part A).

ბ) I ნაწილში აღწერილი ღივები წარმოებულია საწარმოში, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, რომელიც შეესაბამება ევროსაბჭოს რეგულაციის N210/2013 (on the approval of establishments producing sprouts pursuant to Regulation (EC) No 852/2004 of the European Parliament and of the Council) მე-2 მუხლით – the sprouts were produced in establishment in accordance with the requirements laid down in resolution „on the approval of establishments producing sprouts დადგენილ მოთხოვნებს.

გ) I ნაწილში აღწერილი ღივები წარმოებულია ამ დადგენილებით განსაზღვრული მიკვლევადობის მოთხოვნათა პირობების დაცვით და შეესაბამება საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის N581 დადგენილების „სურსათის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ დანართის კრიტერიუმებს (ევროსაბჭოს რეგულაცია (EU) N208/2013 და ევროსაბჭოს რეგულაციის (EC) N2073/2005 დებულებების კრიტერიუმები, რომელიც მითითებულია დანართში)/)The sprouts were produced in compliance with the traceability requirements described by this and comply with the criteria of Annex the Resolution N581 of the Government of Georgia dated November 10, 2015 "On Approving the Technical Regulations on Microbiological Indicators of Food" (Commission implementing Regulation (EU) N208/2013 and respect the criteria laid down in Annex I to Commission Regulation (EC) N2073/2005.)

შენიშვნები

Notes

ევროპის კავშირიდან და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებიდან დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გასვლის შესახებ შეთანხმების, კერძოდ, ირლანდიის/ჩრდილოეთ ირლანდიის შესახებ ოქმის მე-5(4) მუხლის შესაბამისად, ამ ოქმის მეორე დანართთან ერთად, მითითებები წინამდებარე სერტიფიკატის ფორმაში ევროკავშირის მიმართ მოიცავს გაერთიანებულ სამეფოს და ჩრდილოეთ ირლანდიასაც/in accordance with the agreement on the withdrawal of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland from the European Union and the European Atomic Energy Community, and in particular article 5(4) of the Protocol on Ireland/Nothern Ireland in conjunction with Annex 2 to that Protocol, references to the Union in this official certificate include the United Kingdome in respect of Northen Ireland.

აღნიშნული ოფიციალური სერტიფიკატი შევსებული უნდა იქნეს ამ დადგენილების დანართით – „ოფიციალური სერტიფიკატის ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის განკუთვნილი ღივებისა და ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის განკუთვნილი ღივების საწარმოებლად გამიზნული თესლების საქართველოში იმპორტისათვის“ განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, რომელიც შეესაბამება – ევროსაბჭოს რეგულაცია (EU) 2020/2235 დანართი I, თავი მე-4-ს;

This official Certificate shall be completed according to the Model official certificate by this resolution Annex “ official certificate for the entry into the Georgia of sprouts intended for human consumtion and seeds intended for the production of sprouts for human consumption” wich coresponts to Commission Implementing Regulation 2020/2235, chapter 4 of Annex I-);

ნაწილი I:/Part I:

გრაფა 1.27: ტვირთის აღწერა:/Box reference 1.27: Description of consignment:

„სეს ესნ კოდი/CN code": დაესვას შესაბამისი სეს ესნ კოდი/კოდები, კერძოდ კი:/ Insert the appropriate HS code(s) such as: 0704 90, 0706 90, 0708 10, 0708 20, 0708 90, 0713 10, 0713 33, 0713 34, 0713 35, 0713 39, 0713 40, 0713 50, 0713 60, 0713 90, 0910 99, 1201 10, 1201 90, 1207 50, 1207 99, 1209 10, 1209 21, ან 1209 91.

„მცენარის მწარმოებელი“: ჩაიწეროს საწარმოს დასახელება, რომელიც აწარმოებს ღივებს ან თესლებს/

„Manufacturing plant“: Insert the name of the establishments which produced the sprouts or seeds.

ნაწილი II:/ Part II:

(1) არასაჭირო წაიშალოს (მაგ., თუ თესლია) /(1) Delete as appropriate (e. g. if seeds)

სერტიფიკატის გამცემი უფლებამოსილი პირი/Certifying officer:

სახელი და გვარი/Name (in capital letters)

თარიღი/Date: კვალიფიკაცია და თანამდებობა/Qualification and title:

ბეჭედი/Stamp: ხელმოწერა/Signature: