„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 იანვრის №52-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №41-48 |
|
2024 წლის 14 ივნისი ქ. თბილისი |
1. მე-3 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის „ჰ8“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჰ8) კომპეტენციას მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას სატრანსპორტო საშუალებების სპეციალურ დაცულ სადგომებზე გადაყვანის თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, დადგენილებების გამოცემა.
ბ) მე-3 პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ტ) იქონიოს და მართოს სპეციალური დაცული სადგომები;“.
2. მე-5 მუხლს:
ა) პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“ ქვეპუნქტი:
„ლ1) ამტკიცებს სააგენტოს მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებთან დაკავშირებულ ვიდეომონიტორინგისა და აუდიომონიტორინგის განხორციელების თაობაზე ინსტრუქციას და განსაზღვრავს ვიდეო და აუდიო ჩანაწერების წვდომაზე, დამუშავებაზე, შენახვაზე, გაცემასა და წაშლაზე პასუხისმგებელ პირებს;“;
ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1 1 პუნქტი:
„11. სააგენტოს, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ჰყავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, რომელიც ანგარიშვალდებულია სააგენტოს უფროსის წინაშე.“.
3. მე-7 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„რ) ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილ №15-ში მდებარე სპეციალური დაცული სადგომის მართვის №1 სამსახური;
ბ) მე-2 პუნქტს, „რ“ ქვეპუნქტის შემდეგ, დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ1“ ქვეპუნქტი:
„რ1) გელოვანის გამზირზე მდებარე სპეციალური დაცული სადგომის მართვის №2 სამსახური.
4. მე-8 მუხლის მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„17. ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილ №15-ში მდებარე სპეციალური დაცული სადგომის მართვის №1 სამსახურის უფლებამოსილებას მიეკუთვნება:
ა) აღნიშნულ მისამართზე მდებარე სააგენტოს სპეციალური დაცული სადგომის 24/7 ფუნქციონირებაზე, მოვლასა და შენახვაზე კონტროლი და აღნიშნული ფუნქციის განსახორციელებლად შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობა;
ბ) აღნიშნულ მისამართზე მდებარე სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალებების მიღება; სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალების მის მესაკუთრისთვის/მფლობელისთვის დაბრუნება თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი სატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირებისა და სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის ან მინდობილობის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისთანავე და ამ დოკუმენტების შენახვა;
გ) თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე ტრანსპორტირებისა და შენახვის საფასურის გადახდაზე კონტროლი და ამ ინფორმაციის ასახვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების აღრიცხვისა და მართვის ელექტრონულ სისტემაში;
დ) აღნიშნულ მისამართზე მდებარე სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალებების შესახებ სათანადო ინფორმაციის ასახვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების აღრიცხვისა და მართვის ელექტრონულ სისტემაში;
ე) საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და თბილისის საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილი სხვა ფუნქციების შესრულება.“.
5 . მე-8 მუხლს:
ა) მე-10 პუნქტში, „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:
„ვ1) „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-16 ნაწილებით, 1252 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1341 მუხლით, 135-ე-1355 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-13 და მე-15 ნაწილებით, 1252 მუხლით, 135-ე-1355 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის/გამოწერის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 15 მაისის №57-52 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის 11 პუნქტით დადგენილი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების აღრიცხვისა და მართვის სისტემის (Protocols) მეშვეობით განსახორციელებელი ქმედებების მართვა და კონტროლი, ასევე ამ მიზნით ამ სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან საჭირო ინფორმაციის გამოთხოვა;“;
ბ) მე-15 პუნქტში, „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:
„ზ1) „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-16 ნაწილებით, 1252 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1341 მუხლით, 135-ე-1355 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-13 და მე-15 ნაწილებით, 1252 მუხლით, 135-ე-1355 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის/გამოწერის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 15 მაისის №57-52 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის 41 პუნქტით დადგენილი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების აღრიცხვისა და მართვის სისტემის (Protocols) მეშვეობით განსახორციელებელი ქმედებების მართვა და კონტროლი, ასევე ამ მიზნით ამ სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან საჭირო ინფორმაციის გამოთხოვა;“;
გ) მე-16 პუნქტში, „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:
„გ1) „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-16 ნაწილებით, 1252 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1341 მუხლით, 135-ე-1355 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-13 და მე-15 ნაწილებით, 1252 მუხლით, 135-ე-1355 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის/გამოწერის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 15 მაისის №57-52 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის 11 პუნქტით დადგენილი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების აღრიცხვისა და მართვის სისტემის (Protocols) მეშვეობით განსახორციელებელი ქმედებების მართვა და კონტროლი, ასევე ამ მიზნით ამ სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან საჭირო ინფორმაციის გამოთხოვა;“;
დ) მე-17 პუნქტის შემდეგ, დაემატოს შემდეგი შინაარსის 171 პუნქტი:
„171. გელოვანის გამზირზე მდებარე სპეციალური დაცული სადგომის მართვის №2 სამსახურის უფლებამოსილებას მიეკუთვნება:
ა) აღნიშნულ მისამართზე მდებარე სააგენტოს სპეციალური დაცული სადგომის 24/7 ფუნქციონირებაზე, მოვლასა და შენახვაზე კონტროლი და აღნიშნული ფუნქციის განსახორციელებლად შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობა;
ბ) აღნიშნულ მისამართზე მდებარე სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალებების მიღება; სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალების მის მესაკუთრისთვის/მფლობელისთვის დაბრუნება თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი სატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირებისა და სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის ან მინდობილობის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისთანავე და ამ დოკუმენტების შენახვა;
გ) თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე ტრანსპორტირებისა და შენახვის საფასურის გადახდაზე კონტროლი და ამ ინფორმაციის ასახვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების აღრიცხვისა და მართვის ელექტრონულ სისტემაში;
დ) აღნიშნულ მისამართზე მდებარე სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალებების შესახებ სათანადო ინფორმაციის ასახვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების აღრიცხვისა და მართვის ელექტრონულ სისტემაში;
ე) საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და თბილისის საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილი სხვა ფუნქციების შესრულება.“;
ე) მე-18 პუნქტში, „გ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ2“ ქვეპუნქტი:
„გ2) „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-16 ნაწილებით, 1252 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1341 მუხლით, 135-ე-1355 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-13 და მე-15 ნაწილებით, 1252 მუხლით, 135-ე-1355 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის/გამოწერის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 15 მაისის №57-52 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის 11 პუნქტით დადგენილი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების აღრიცხვისა და მართვის სისტემის (Protocols) მეშვეობით განსახორციელებელი ქმედებების მართვა და კონტროლი, ასევე ამ მიზნით ამ სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან საჭირო ინფორმაციის გამოთხოვა;“;
ვ) მე-19 პუნქტში, „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:
„ვ1) „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-16 ნაწილებით, 1252 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1341 მუხლით, 135-ე-1355 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-13 და მე-15 ნაწილებით, 1252 მუხლით, 135-ე-1355 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის/გამოწერის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 15 მაისის №57-52 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის 11 პუნქტით დადგენილი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების აღრიცხვისა და მართვის სისტემის (Protocols) მეშვეობით განსახორციელებელი ქმედებების მართვა და კონტროლი, ასევე ამ მიზნით ამ სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან საჭირო ინფორმაციის გამოთხოვა;“;
ზ) მე-20 პუნქტში, „ნ“ ქვეპუნქტის შემდეგ, დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ1“ ქვეპუნქტი:
„ნ1) „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-16 ნაწილებით, 1252 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1341 მუხლით, 135-ე-1355 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-13 და მე-15 ნაწილებით, 1252 მუხლით, 135-ე-1355 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის/გამოწერის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 15 მაისის №57-52 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის 11 პუნქტით დადგენილი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების აღრიცხვისა და მართვის სისტემის (Protocols) მეშვეობით განსახორციელებელი ქმედებების მართვა და კონტროლი, ასევე ამ მიზნით ამ სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან საჭირო ინფორმაციის გამოთხოვა;“.
6. მე-8 მუხლის მე-20 პუნქტის „პ1“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პ1) სააგენტოს მიერ უფლებამოსილების ფარგლებში დაჯარიმებული ან/და სპეციალურ დაცულ სადგომებზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალებების შესახებ ინფორმაციის გაცემა სააგენტოს ცხელი ხაზის – 1398 მეშვეობით;“.
|