📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 20.06.2024
გამომცემი ორგანო ონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №10
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.118.016409
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/06/2024
matsne.gov.ge 250 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 22.08.2024 შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 01.07.2024 ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 10.07.2024 თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 28.06.2024 თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 07.06.2024

დოკუმენტის ტექსტი

ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №10 2024 წლის 20 ივნისი ქ. ონი ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მეორე პუნქტის „დ“ პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის  „დ.ბ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონისა (N 2587-XIმს-Xმპ, 09.02.2023 წ) და   „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,   ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 1. ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების დიფერენცირება მოხდეს  სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით და განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:  ა) სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 25 000 ლარი;  ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 3 000 ლარი;  გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;  დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობებზე:  დ.ა)  სამორინის თამაშობებზე −  კვარტალში 250 000 ლარი;  დ.ბ) სათამაშო აპარატების თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარი;  დ.გ) ტოტალიზატორის თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარი; ე) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე − კვარტალში  5000  ლარი; ვ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 7 000 ლარი. 2. მოსაკრებლების ანგარიშგება და გადახდა ხორციელდება   „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 იანვრის №01 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 23/01/2012, სარეგისტრაციო კოდი:  210020010.35.118.016051 მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებაჩანა მარკოიშვილი