„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება №12 |
|
2024 წლის 20 ივნისი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლის, მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე და 168-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილების (სსმ III, 08.12.2008 №175, სარეგისტრაციო კოდი 300.280.000.16.009.012.460) 51 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„51. ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების ოპერატორის მომსახურების საფასური (დროებითი ტარიფი) სს „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა“: ა) ელექტროენერგიის დღით ადრე ბაზარზე დაშვების საფასური – 0 (ნული) ლარი/წელი – 2024 წლის 1 ივლისიდან 2025 წლის 1 ივლისამდე; ბ) ელექტროენერგიის დღიურ ბაზარზე დაშვების საფასური – 0 (ნული) ლარი/წელი – 2024 წლის 1 ივლისიდან 2025 წლის 1 ივლისამდე; გ) ელექტროენერგიის დღით ადრე ბაზარზე ნავაჭრი ელექტროენერგიისთვის საფასური – 0 (ნული) ლარი/მგვტ.სთ – 2024 წლის 1 ივლისიდან 2025 წლის 1 ივლისამდე; დ) ელექტროენერგიის დღიურ ბაზარზე ნავაჭრი ელექტროენერგიისთვის საფასური – 0 (ნული) ლარი/მგვტ.სთ – 2024 წლის 1 ივლისიდან 2025 წლის 1 ივლისამდე; ე) ელექტროენერგიის დღით ადრე ბაზარზე დამატებითი პორტფელის მომსახურების საფასური – 0 (ნული) ლარი/წელი – 2024 წლის 1 ივლისიდან 2025 წლის 1 ივლისამდე; ვ) ელექტროენერგიის დღიურ ბაზარზე დამატებითი პორტფელის მომსახურების საფასური – 0 (ნული) ლარი/წელი – 2024 წლის 1 ივლისიდან 2025 წლის 1 ივლისამდე. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივლისიდან. |
|