„საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მედლის ნიმუშისა და მისი გაცემის წესის“ დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 21.06.2024
გამომცემი ორგანო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
ნომერი №58
სარეგისტრაციო კოდი 310020000.55.067.016184
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/06/2024
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.06.2024 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი | სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დაფუძნების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
„საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მედლის ნიმუშისა და მისი გაცემის წესის“ დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის
ბრძანება
№58
2024 წლის 21 ივნისი
ქ. ბათუმი
„საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მედლის ნიმუშისა და მისი გაცემის წესის“ დამტკიცების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის, „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მედლის ნიმუში და მისი გაცემის წესი“.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორიალექსი ახვლედიანი
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მედლის ნიმუში და მისი გაცემის წესი
მუხლი 1🔗
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს (შემდეგში – სააგენტო) მედლის ნიმუში და მისი გაცემის წესი (შემდეგში – წესი) განსაზღვრავს სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისათვის მედლის გადაცემის წესს.
2. გადაწყვეტილებას მედლით დაჯილდოების შესახებ იღებს სააგენტოს დირექტორი.
3. სააგენტოს დირექტორის გადაწყვეტილებით, სააგენტოს თანამშრომელთა გარდა, მედლით ამ წესის შესაბამისად შეიძლება დაჯილდოვდნენ სხვა პირები.
მუხლი 2🔗
1. მედლით დაჯილდოებაზე პირის წარდგენა ხდება სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილის, მოადგილეების ან სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის უფროსების მიერ. წარდგინებაში აღინიშნება პირის კონკრეტული დამსახურება.
2. დაუშვებელია მოქმედი დისციპლინური სახდელის მქონე თანამშრომლის წარდგენა მედლის მისაღებად.
მუხლი 3🔗
1. დაჯილდოებულ პირს შესაძლებელია ჯილდო გადაეცეს საზეიმო ვითარებაში.
2. გარდაცვალების შემდეგ დაჯილდოების შემთხვევაში ჯილდო გადაეცემა დაჯილდოებულის ოჯახს.
3. თუ დაჯილდოებულ გარდაცვლილ პირს ან გარდაცვალების შემდეგ დაჯილდოებულს არ ჰყავს მემკვიდრე, ჯილდო რჩება სააგენტოს.
4. მედლის დაკარგვის შემთხვევაში დაუშვებელია მისი ასლის გაცემა.
მუხლი 4🔗
1. დაჯილდოებული პირი მედალს ატარებს მკერდზე მარცხენა მხარეს.
2. დაუშვებელია მედლის ტარება საამისო უფლების არმქონე პირის მიერ.
3. მედლის ნიმუში და მისი აღწერილობა განისაზღვრება დანართი №1-ის შესაბამისად.