„ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 აპრილის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №15 |
|
2024 წლის 21 ივნისი ქ. ბორჯომი |
ა) 411 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
,,მუხლი 411. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავება
1. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია უფლებამოსილია აღრიცხოს ერთიანი საქმისწარმოების პროგრამაში სწორი და უტყუარი მონაცემები, მათ შორის: სოციალური დახმარების, ჯანმრთელობის დაცვის, სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობის, სატრანსპორტო პოლიტიკის განხორციელების, ადამიანური რესურსების მართვის და სხვა მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან გაფორმებული სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე ელექტრონული სისტემის მეშვეობით მიიღოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან პერსონალური მონაცემები. ასევე, საქართველოს კანონის ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ მიზნებიდან გამომდინარე ახორცილელებს პერსონალური მონაცემის დამუშავებას რათა უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა.
2. პერსონალური მონაცემი არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით .
3. ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რაც აუცილებელია შესაბამისი უფლებამოსილების განსახორციელებლად.
4. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს მოთხოვოს იმის დადასტურება, მუშავდება თუ არა მის შესახებ მონაცემები, დასაბუთებულია თუ არა მონაცემთა დამუშავება და მოთხოვნის შესაბამისად უსასყიდლოდ მიიღოს საქართველოს კანონის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ მე-13 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ინფორმაცია მისი მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. ეს ვადა განსაკუთრებულ შემთხვევებში და სათანადო დასაბუთებით შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 სამუშაო დღით, რის შესახებაც მონაცემთა სუბიექტს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს.
5. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირთან გაეცნოს მის შესახებ არსებულ პერსონალურ მონაცემებს და უსასყიდლოდ მიიღოს ამ მონაცემების ასლები, გარდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული შემთხვევებისა.
6. პერსონალური მონაცემის დამუშავებასთან დაკავშირებით აუცილებელია, მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება. თანხმობად მიიჩნევა მონაცემთა სუბიექტის მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ, მის შესახებ მონაცემთა კონკრეტული მიზნით დამუშავებაზე აქტიური მოქმედებით, წერილობით (მათ შორის, ელექტრონულად) ან ზეპირად, თავისუფლად და მკაფიოდ გამოხატული ნება.
7. საქართველოს კანონის ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ მე-13-მე-20, 24-ე და 25-ე მუხლებით გათვალისწინებული უფლებები შეიძლება შეიზღუდოს ამავე კანონის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
ბ) 411 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 412 მუხლი:
„მუხლი 412 პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
1 პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი არის საჯარო მოხელე, რომელსაც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი.
2. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი ასრულებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ფუნქცია-მოვალეობებს და ანგარიშვალდებულია უშუალოდ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის წინაშე.
|