„მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 31 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №7 |
|
2024 წლის 29 თებერვალი დაბა მესტია |
„მუხლი 32. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავება
1. მესტიის მუნიციპალიტეტის მერია უფლებამოსილია ერთიანი საქმისწარმოების პროგრამაში სწორი და უტყუარი მონაცემების აღრიცხვის და თავისი ფუნქციების შესრულების, მათ შორის: სოციალური დახმარების, ჯანმრთელობის დაცვის, სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობის, სატრანსპორტო პოლიტიკის განხორციელების, ადამიანური რესურსების მართვის და სხვა მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან გაფორმებული სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე ელექტრონული სისტემის მეშვეობით მიიღოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან პერსონალური მონაცემები. ასევე, საქართველოს კანონის ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ მიზნებიდან გამომდინარე ახორცილელებს პერსონალური მონაცემის დამუშავებას რათა უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა.
2. პერსონალური მონაცემი არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით .
3. ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რაც აუცილებელია შესაბამისი უფლებამოსილების განსახორციელებლად.
4. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს მონაცემთა დამმუშავებელს მოსთხოვოს ინფორმაცია მის შესახებ, რომელიც თავის მხრივ ვალდებულია, მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 დღისა გასცეს საქართველოს კანონის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ მე-13 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ინფორმაცია. მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემის ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს კიდევ 10 დღით კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
5. პერსონალური მონაცემის დამუშავებასთან დაკავშირებით, აუცილებელია, მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება. თანხმობად მიიჩნევა მონაცემთა სუბიექტის მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ, მის შესახებ მონაცემთა კონკრეტული მიზნით დამუშავებაზე აქტიური მოქმედებით, წერილობით (მათ შორის, ელექტრონულად) ან ზეპირად, თავისუფლად და მკაფიოდ გამოხატული ნება.
6. საქართველოს კანონის ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ მე-13, მე-20, 24-ე და 25-ე მუხლებით გათვალისწინებული უფლებები შეიძლება შეიზღუდოს ამავე კანონის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
7. ამ მუხლის მიზნებისთვის, მესტიის მუნიციპალიტეტის მერია მონაცემთა დამუშავებას, როგორც დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირი, ახორციელებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის მეშვეობით, რომელიც მერიის შტატით განსაზღვრულ პოზიციაზე მიღებულია კანონით გათვალისწინებული წესის დაცვით და მისი ფუნქციები გაწერილია სამუშაოთა აღწერილობის შესახებ დოკუმენტში.“.
|