„კომერციული ბანკების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 10 ნოემბრის №313/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№158/04
სარეგისტრაციო კოდი
220010040.18.011.016862
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/06/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №158/04

2024 წლის 25 ივნისი

ქ. თბილისი

„კომერციული ბანკების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 10 ნოემბრის №313/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„კომერციული ბანკების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 10 ნოემბრის №313/04 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 13/11/2023, 220010040.18.011.016786) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის:

1. მე-14 მუხლის მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. გრანტის გამცემი და გრანტის მიმღები ორგანიზაციები არ მოიცავს საგანმანათლებლო დაწესებულებებს. გრანტის გამცემი ორგანიზაციები მოიცავს „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს, გარდა საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტისა. გრანტის მიმღებ ორგანიზაციებში იგულისხმება ამავე კანონის მე-4 მუხლის „დ“ და „თ-ი1“ ქვეპუნქტებით  განსაზღვრული პირები.“.

2. 29-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, ბანკი, ამ წესის 28-ე მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ვადებში, ანგარიშგებას ტვირთავს „AML/CFT დისტანციური ზედამხედველობის პორტალზე“ (შემდგომში − პორტალი).“.

3. დანართი №2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელინათელა თურნავა
📎 დანართები (1)
ნორმატიული-აქტი-2

დანართი №2

ოფშორული ზონების სია

ამერიკის სამოა AS
ანგილია AI
ანგოლა AO
ანტიგუა-ბარბუდა AG
არაბთა გაერთიანებული საამიროები AE
ბელიზი BZ
ბერმუდა BM
გერნსი GG
გვატემალა GT
ვირჯინიის კუნძულები (აშშ.) VI
ვირჯინიის კუნძულები (ბრიტ.) VG
ირლანდია IE
კვიპროსი CY
კოსტა-რიკა CR
კუკის კუნძულები CK
კურასაო CW
ლიბანი LB
ლიხტენშტეინი LI
ლუქსემბურგი LU
მალტა MT
მარშალის კუნძულები MH
მენის კუნძულები IM
მონაკო MC
პალაუ PW
სამოა WS
სენტ-კიტსი და ნევისი KN
სენტ-ლუსია LC
ტრინიდად-ტობაგო TT
ფილიპინები PH
ფიჯი FJ
შვეიცარია CH
ჯერსი JE
ჰონკონგი HK