📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.06.2024
გამომცემი ორგანო სენაკის მუნიციპალიტეტი
ნომერი №38
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.108.016540
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/06/2024
matsne.gov.ge 589 სიტყვა · ~3 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე საბა ოდიშარია სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ბაღდათის მუნიციპალიტეტის ქალაქ ბაღდათის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლის/ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 30.05.2025 ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 30.12.2014 ვანის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვანის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლის/ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 19.06.2023 ცაგერის მუნიციპალიტეტის ქალაქ ცაგერის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ყოლის აკრძალვის ღონისძიებების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 06.04.2022 ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლის/ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 88% 23.09.2022

დოკუმენტის ტექსტი

სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №38 2024 წლის 27 ივნისი ქ. სენაკი სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „რ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 209​​3 მუხლის პირველი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“  ქვეპუნქტის  შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესი“ დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ყოლის აკრძალვის ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 აპრილის №43 დადგენილება.  მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესაბა ოდიშარია   სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესი მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო და მიზანი  1. ეს წესი განსაზღვრავს სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის (შემდგომში – პირუტყვი) ყოფნის წესებს და ამ წესების დარღვევისას სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მოქმედების სფეროს. 2. წესის მიზანია სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის იერსახის, სისუფთავის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, ურბანულ გარემოში ადამიანისა და ცხოველის თანაარსებობის უსაფრთხო და საიმედო გარემოს შექმნა. მუხლი 2🔗. პასუხისმგებლობა ამ წესის დარღვევისთვის 1. პასუხისმგებლობა ამ წესის დარღვევისთვის განისაზღვრება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 148-ე მუხლის შესაბამისად. 2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა მოხდება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირის – სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრის მიერ. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტებით განსაზღვრული სამართალდარღვევის შემთხვევაში პირუტყვი გადაყვანილი იქნება საამისოდ სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე. 4. სპეციალურ ადგილზე გადაყვანის და მოვლა-პატრონობის ხარჯები განისაზღვრება შემდეგნაირად: ა) გადაყვანა სპეციალურ ადგილზე – 30 ლარი; ბ) დღიური მოვლა-პატრონობა – 10 ლარი მსხვილფეხა პირუტყვზე, 5 ლარი – წვრილფეხა პირუტყვზე. 5. მომსახურების საფასური გაიანგარიშება წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის სულადობის მიხედვით. 6. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრი“ უფლებამოსილია ამ წესის დარღვევის ფაქტი დააფიქსიროს ვიდეოფოტოს მეშვეობით. მუხლი 3🔗. პირუტყვის მოვლა-პატრონობაზე და სპეციალურ ადგილზე გადაყვანის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი 1. პირუტყვის მოვლა-პატრონობაზე და სპეციალურ ადგილზე გადაყვანის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრი“. 2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრი“ პასუხისმგებელია წინამდებარე დადგენილების აღსრულებაზე და ვალდებულია: ა) უზრუნველყოს პირუტყვის სათანადო დონეზე მოვლა-პატრონობა, შენახვა, დაცვა და კვება; ბ) აწარმოოს პირუტყვის აღრიცხვა მონაცემებთა ბაზის მეშვეობით; გ) ამ წესითა და საკუთარი დებულებით/წესდებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 3. იმ შემთხვევაში, თუ პირუტყვი (პასუხისმგებელი პირის/ორგანოს ბრალით, გაურკვეველი მიზეზების გამო) დაიღუპა, მესაკუთრისადმი მიყენებულ ზარალს მთლიანად ანაზღაურებს წინამდებარე წესის აღსრულებაზე პასუხისმგებელი პირი 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 4🔗. პირუტყვის დაბრუნების წესი 1. სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი პირუტყვი მესაკუთრეს დაუბრუნდება მხოლოდ „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ შესაბამისად დაკისრებული ჯარიმის, მისი სპეციალურ ადგილზე გადაყვანის და მოვლა-პატრონობის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ. 2. სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი პირუტყვი მესაკუთრეს დაუბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება მისი საკუთრების უფლება (3 მოქალაქის მიერ ხელმოწერით დადასტურებული და სანოტარო წესით დამოწმებული ხელწერილი). 3. პირუტყვის დაბრუნების შესახებ დგება მიღება-ჩაბარების აქტი, რომელსაც ხელს აწერს ამ წესით განსაზღვრული პირის/ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენელი და პირუტყვის მესაკუთრე. მუხლი 5🔗. სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი პირუტყვის რეალიზების წესი  1. იმ შემთხვევაში, თუ პირუტყვის მესაკუთრე 30 კალენდარული დღის ვადაში არ გადაიხდის დაკისრებულ ჯარიმას და პირუტყვის მოვლა-პატრონობის ხარჯებს, პირუტყვის რეალიზება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ელექტრონული აუქციონის ფორმით).  2. იმ შემთხვევაში, როცა პირუტყვის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა აღემატება დაკისრებული ჯარიმის, სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯებს, ზედმეტი თანხა უბრუნდება პირუტყვის მესაკუთრეს. 3. ჯარიმა, ასევე, პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯები მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში. მუხლი 6🔗. წესის მოქმედება აღნიშნული წესის მოქმედება ვრცელდება როგორც პირუტყვის მესაკუთრეზე, ასევე იმ პირზე, რომელიც სჩადის სამართალდარღვევას, იმ შემთხვევაში, როდესაც მესაკუთრის დადგენა შეუძლებელია.