გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის ლუქის ნიმუშების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.22.023.007.923
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №514
2005 წლის 7 დეკემბერი
ქ. თბილისი
გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის ლუქის ნიმუშების დამტკიცების შესახებ
,,გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტისა და 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის ლუქის თანდართული ნიმუშები (დანართი №1).
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. პაპუაშვილი
დანართი №1
გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის ლუქის ნიმუშები
1) ლუქი №1 იძლევა სწრაფი დალუქვის საშუალებას (ნიმუში თან ერთვის).
ლუქი №1-ის ტექნიკური მახასიათებლები
მასალა: პოლიპროპინელი ან პოლიეთილენი.
ზომები: საერთო სიგრძე – 346 მმ;
სამუშაო სიგრძე – 260 მმ;
ლენტის დიამეტრი – 2 მმ.
მარკირება: შვიდნიშნა ან ცხრანიშნა ციფრით.
ფერები: ლურჯი, მწვანე, წითელი და ყვითელი.
2) დანომრილი თვითწებადი ლუქი №2-ის გახსნის შემთხვევაში მასზე ჩნდება ინდიკატორული წარწერა ,,OPENED”, რომელიც მეორადი დაწებებისას არ იკარგება. ლუქზე შესაძლებელია დაწებების თარიღის და ხელმოწერის აღნიშვნა უბრალო, ბურთულიანი კალმით (ნიმუში თან ერთვის).
ლუქი №2-ის ტექნიკური მახასიათებლები
მასალა: პოლიეთინელი.
ზომები: 20მმX60მმ ან 10მმX30მმ.
მარკირება: ექვსნიშნა ციფრით.
3) ლუქი № 3-ს აქვს ჩამკეტი და დაცვის რამდენიმე ხარისხი (ნიმუში თან ერთვის).
ლუქი №3-ის ტექნიკური მახასიათებლები
მასალა: გამჭირვალე აკრილი.
მარკირება: შვიდინიშნა ციფრით, რომლის ბოლო სამი ციფრი დუბლირდება ჩამკეტ ნაწილზე.
ფერები: ლურჯი, მწვანე, წითელი, ყვითელი, შავი, რუხი.
4) ლუქი №4 წარმოადგენს ჩამკეტ-დასალუქი მოწყობილობის მქონე მინიატურულ ტროსიანი ლუქის სახეობას. მას აქვს ჩასახრახნი ელემენტი, რომლის მეშვეობითაც ხდება ლუქის ჩაკეტვა, რომლის შემდეგაც ეს ჩასახრახნი ელემენტი ტყდება (ნიმუში თან ერთვის).
ლუქი №4-ის ტექნიკური მახასიათებლები
მასალა: ლუქის კორპუსი – ალუმინის შენადნობი;
ტროსი – მოთუთიავებული ფოლადი.
მარკირება: ექვსნიშნა ციფრით.
ფერები: ლურჯი, მწვანე, წითელი, ყვითელი, შავი.
ლუქი №4
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის ლუქის ნიმუშების დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 11.11.2010.
- როდის იქნა მიღებული „გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის ლუქის ნიმუშების დამტკიცების შესახებ“?
- „გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის ლუქის ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 07.12.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №514. სარეგისტრაციო კოდი — 360.160.000.22.023.007.923.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის ლუქის ნიმუშების დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 11.11.2010-დან.
- სად არის „გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის ლუქის ნიმუშების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.11.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის ლუქის ნიმუშების დამტკიცების შესახებ“, №514, 07.12.2005, სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.22.023.007.923 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/62116/